ნებისმიერი ბედნიერი მომენტი ოდესღაც მთავრდება, მათ შორის ჩემიც დასასრულს მიუახლოვდა და თურმე, მას არც ისეთი ბედნიერი დასასრული ჰქონდა, როგორსაც მე წარმოვიდგენდი. დემიენთან ერთად დღევანდელი დღის გატარება ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად შემიძლია აღვნიშნო ჩემი ცხოვრების კალენდარში. დრო ზედმეტად სწრაფად გავიდა, მე კი დემიენის კაბინეტთან მდებარე საიდუმლო ოთახიდან გამოსვლის სურვილი საერთოდ არ მქონდა. გამეცინა, როცა გამახსენდა როგორ შევთანხმდით ორივე, რომ გვეჩქარებოდა, საბოლოოდ კი ამ მყუდრო ოთახში სულ რაღაც 6 საათი გავატარეთ ერთად. დემიენს საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი და ბოდიში მომიხადა თვითონ რომ ვერ დამტოვებდა სახლში. ჩემი თავი მან თავის მძღოლს ჩააბარა და სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ჩამეხუტა. ამ დროს ღიმილი ყურებამდე ამივიდა, არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ამხელა ბედნიერების განცდა, თუნდაც, ადამიანის ჩახუტებით. დემიენს დავემშვიდობე, ვუთხარი, რომ მოგვიანებით შევეხმიანებოდი, რაზეც მან თავი დამიქნია და მარტივი შესამჩნევი იყო, რომ უბედნიერესი იყო ამ სიტყვების მოსმენით. ვიცოდი, მასაც ჩემსავით უხაროდა ჩვენი ყოველი ერთად გატარებული წუთი და თუ რას გვიმზადებდა მე და დემიენს მომავალი, ეს ორივესთვის ძალიან საინტერესო იყო.მანქანაში ჩავჯექი და მხოლოდ მაშინ გამახსენდა ჩემი ტელეფონის არსებობის შესახებ, რომელსაც ჩარლის ინციდენტის შემდეგ სპეციალურად ხმა გავუთიშე, რომ დემიენს საუბარი უაზრო ზარების გამო არ შეეწყვიტა. მხოლოდ მაშინ გავიაზრე , რომ უაზროდ მოვიქეცი, როცა რაილის, სკოტის და დედაჩემის 57 გამოტოვებული ზარი დამხვდა. "ღმერთო რა დებილი ხარ ქეროლაინ!"გავიფიქრე. გული ამომივარდა და ავნერვიულდი, მართალია გვიანი არ იყო, ჯერ მხოლოდ 8 ის ნახევარი ხდებოდა, მაგრამ გული რატომღაც ცუდს მიგრძნობდა. არასდროს ვატყუებდი სოფის ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ, დღეს კი ვითომ რაილისთან ერთად სასეირნოდ წასული სახლში მხოლოდ 6 საათის შემდეგ ვბრუნდებოდი ისე, რომ დედას არც შევხმიანებივარ! სიყვარული ხანდახან აშტერებს, როგორც ჩანს.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romansa-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...