თავი 43.4

1.6K 126 11
                                    


   უცნობი მამაკაცი ლამაზი ნაბიჯებით მოუახლობვდა სახლის ნახევრად გაღებულ კარებს. დემიენის გვერდით გაშეშებული ვიდექი და ველოდებოდი მომენტს, როცა სტუმარი ხმას ამოიღებდა, ან დემიენი დაარღვევდა სიჩუმეს. სანამ გაურკვევლობა ბოლომდე მომიცავდა მამაკაცმა ხმა ამოიღო :
- ხელის ჩამორთმევას, ალბათ, ვიმსახურებ, ხო? - დემიენს ხელი გაუწოდა, გაუღიმა და ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. უცნობი მამაკაცი დემიენზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი იყო. მუქი შავი თმებითა და ლურჯი თვალებით. თბილი ღიმილი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის - დემიენისას მაგონებდა.

როგორც კი ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს ბევრი ფიქრი აღარ დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ უცნობი მამაკაცი დემიენის მამა იყო.

- სარა სად არის? - კაცმა ამათვალიერა, მერე ისევ დემიენს გახედა და რამდენიმე წამში ჩვენს შორის გაიარა და შემოსასვლელ ოთახში შემოაბიჯა.

- აქ არ არის. - დემიენმა მშვიდი ხმით უპასუხა და მზერა ჩემკენ გადმოიტანა. თითქოს თვალებით რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ იმ წამს იმდენად დაბნეული ვიყავი ვერაფერს ვხვდებოდი. რაღაცნაირად გული მეტკინა ჩემი თავი მამამისს რომ არ გააცნო.

- ეს ქეროლაინია. - თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხა, ცალი ხელი ჩემს გაყინულ ხელს ჩაკიდა, ოდნავ თითები მომიჭირა და მამამისს გახედა, რომელიც დემიენის სიტყვებმა ჩვენკენ მოატრიალა.

- ქეროლაინი? - ჩაეცინა და რამდენიმე ნაბიჯით მოგვიახლოვდა.

- არ ვიცოდი ოფიციალური საყვარლებიც თუ გყავდა დემიენ. - ამჯერად გადაიხარხარა, დემიენს მხარზე ხელი დაადო და ისე რომ ჩემთვის კვლავ არ შემოუხედავს, სანამ გაცოფებული დემიენი პასუხს გასცემდა დაამატა :
- გამოვიცვლი და მერე დავილაპარაკოთ, დემიენ. ალბათ, აქ დარჩენაზე უარს არ მეტყვი. - ეს სიტყვები უკვე ცოტა სხვა ტონით წარმოთქვა და ისე გაუჩინარდა ოთახის ბოლოში.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now