- ეხლა მე და შენ აქაურობას დავტოვებთ, შეუმჩნევლად გავალთ და ჩემს მანქანაში ჩავსხდებით. შენ მალევე დემიენს დაურეკავ და ეტყვი, რომ პირველივე რეისით ნაითვილში ჩამოფრინდეს. - როგორც კი ეიდენმა ეს სიტყვები მითხრა, ვერაფერს მივხვდი, უბრალოდ გაოგნებული სახით ვუყურებდი და ჩემი ტვინი ვერ ასწრებდა იმ ინფორმაციის გადახარშვას, რასაც იგი ამ წუთებში მეუბნებოდა. ხმის ამოღება ვცადე, კითხვების დასმა მინდოდა, მაგრამ ეიდენმა თავისი ცივი თითი ტუჩზე მომადო და გამაჩუმა :- ზედმეტი კითხვები არ დასვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან ცოცხლები ვერც შენ და ვერც მე ვერ გავაღწევთ. - ეს მითხრა და ფეხზე წამოდგა, ჯიბიდან დანა ამოიღო და მომენტალურად ხელ-ფეხი გამიხსნა.
- უბრალოდ ხმა არ ამოიღო და უკან გამომყევი. - მართალია მისი სიტყვები კარგად მესმოდა, მაგრამ ამის მიუხედავად კვლავ გაუნძრევლად ვიჯექი სკამზე და ვერ ვიაზრებდი იმას, თუ როგორ იცვლებოდა სიტუაცია ამ რამდენიმე წამში.
ვერ ვხვდებოდი რა განაპირობებდა ეიდენის ასეთ საქციელს და ისიც არ ვიცოდი, თუ რა ჰქონდა მას დაგეგმილი.
გულახდილად რომ გითხრათ ცოტა ბუნდოვნად მახსოვს მას შემდეგ განვითარებული მოვლენები როცა ოთახის მეორე კარიდან პატარა დერეფანში გადავინაცვლეთ, დერეფნიდან კი შენობის გასასვლელს მივუახლოვდით. როცა სახეზე გრილი ჰაერი მომხვდა მესიამოვნა, მზის სხივების დანახვამ კი შედარებით გონზე მომიყვანა და ბედნიერების გრძნობა დამეუფლა, როცა მივხვდი, რომ გადავრჩი. წარმოდგენა არ მქონდა სად მივყვებოდი ეიდენს, მაგრამ შიშის შეგრძნება აღარ მეუფლებოდა და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა. სავარაუდოდ შუადღის სამი ან ოთხი საათი იქნებოდა, რადგან როგორც ეიდენმა მითხრა ჩემი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მხოლოდ ორი საათი იყო გასული. ეიდენს უსიტყვოდ კუდში მივყვებოდი და მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად მოწყდა მისი ავტომობილი ამ საზარელ ადგილს.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...