- გისმენ.- როგორც ჩანს მე და ჩემი პიჯაკი ზედმეტად დაგვივიწყე. - მეორე ხაზზე ჩაეცინა ეიდენს.
- ჰაჰ, მართალი ხარ..ბევრი საქმე გამომიჩნდა.
- მართლა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო და რჩეული პიჯაკია და იმედია, რომ დამიბრუნებ ხო?- არ ვიცი ხუმრობდა თუ არა მაგრამ იმის მომიზეზება, რომ პიჯაკი დამეკარგა, მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ ვეღარ შევძელი.
- ამმ..თუგინდა ეხლა მოგაწოდებ, რომ მერე არ გადაგვედოს.
- კარგი, გარეთ ხარ?
- არა ჯერ სახლში. - ჩემს ოთახში გადავინაცვლე და პიჯაკის ძებნა დავიწყე არეულ ტანისამოსსში.
- მაშინ მოგაკითხავ და გამოგართმევ.
- კარგი. - ტელეფონი გავუთიშე და ორი წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მისამართი არ მითქვამს, რის გამოც მის ნომერზე მაშინვე გადავრეკე.
- რა დებილი ვარ, მისამართის თქმა დამავიწყდა.
- ორ წუთში ვიქნები შენს სახლთან და გამოდი.
- ჩემს სახლთან? - ჩამეცინა, თან ოდნავ ავნერვიულდი.
- ხო.
- და საიდან იცი ჩემი სახლი სად არის?
- იმ დღეს მითხარი. - მშვიდად მითხრა.
- არა, ნამდვილად არ მითქვამს.
- ნასვამი იყავი და არამგონია გახსოვდეს რა მითხარი.- მელოდიურად ჩაეცინა, მე კი ვცდილობდი რაილის დაბადებისდღეზე განვითარებული მოვლენების კარგად გახსენებას.
- ჩემს მისამართს არ ვეუბნები უცნობებს.
- უცნობები აღარ ვართ მე და შენ, ქეროლაინ. - ისევ მელოდიური სიცილი. საერთოდ ღირს მასთან შეხვედრა? გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ფიქრისთვის დრო აღარ მქონდა დარჩენილი.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...