სასწავლო წელი ნელნელა დასასრულს მიუახლოვდა. იმის გააზრებას ვერ ვასწრებ, რომ უკვე მეორე კურსზე გადავდივარ... ვერც ჩემს ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს ვუყრი ერთად თავს და საერთოდ ბევრი, ძალიან ბევრი რამ მგონია, რომ სიზმარში გადამხდა თავს.
ოქროს ვარსკვლავში მუშაობის დაწყებისთანავე ჩემი ერთფეროვანი და ცოტა მოსაწყენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და დემიენის გამოჩენამ ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი შემივსო გულში, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე არაფერი არ ვიცოდი.
უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ვცდილობდი ბევრი არ მეფიქრა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი არაფერი აღარ მემუქრებოდა, ის დღე, როცა ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გამიტაცეს, მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.
სახლში დაბრუნებისთანავე ცოტა დავმშვიდდი, როცა სოფის შევეგებე და დავრწმუნდი იმაში, რომ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ჩემი თავგადასავალის შესახებ. სოფის ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ის საღამო მართლაც უაზრო თინეიჯერულ წვეულებაზე გავატარე რაილისა და სკოტთან ერთად.
ბევრი სოფისთან იმ დღეს არ მილაპარაკია. არ მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ თვალებში ვუყურებდი და ვატყუებდი. გული მტკიოდა როცა ვხედავდი როგორ ცდილობდა ჩემთან დიალოგის გაბმას. ბევრ კითხვას მისმევდა წვეულებასთან დაკავშირებით, თან ცდილობდა როგორღაც რამდენიმე სიტყვა დემიენის შესახებაც დამეცდინა. მაგრამ როგორც კი შევატყე, რომ საუბარი მისკენ მიჰყავდა, უბრალოდ ვუთხარი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და დასვენება მჭირდებოდა. სოფი საკმაოდ კარგად მიცნობს, რომ მიხვდეს როდის ვარ ნაკლებად გულახდილი, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ესეთ დროს ზედმეტი კითხვების დასმაც არაფრისმომტანია..
სინამდვილეში მართლა გადაღლილი ვიყავი. ემოციურადაც და ფიზიკურადაც. რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემზე დიდი ზემოქმედება იმდენად გატაცებას არ მოუხდენია, რამდენადაც დემიენის მამასთან შეხვედრამ მოახდინა. ვიცოდი არ იყო საჭირო ამდენი ფიქრი, მაგრამ ჩემდა უნებურად მისი ცინიკური დამოკიდებულების გარდა სხვაზე არაფერზე მეფიქრებოდა. ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ დემიენმა ჩემი დაცვა არ სცადა.. ჩემი თავი მამამისს უბრალოდ როგორც ქეროლაინი ისე გააცნო და ერთი სიტყვაც არ უხსენებია იმის საჩვენებლად, რომ მე დემიენისთვის გაცილებით უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე უბრალოდ ქეროლაინი.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...