- დემიენისთვის გიკითხავს? - მწველი მზერა მომაპყრო და ჩემს პასუხს დაელოდა.
- კი, მაგრამ ყოველთვის მეუბნება, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. - ვუთხარი და ცოტა ლუდი მოვსვი. ეიდენმა პასუხი არ გამცა ამიტომ ისევ მე განვაგრძე:
- ამჯერად შენ გეკითხები და არ არის საჭირო დემიენს მიბაძო. - სიცილნარევი ხმით ვუთხარი და ვცდილობდი როგორმე რაიმე სახის ინფორმაცია მაინც გამეგო მისგან. ეიდენმა ღრმად ამოისუნთქა, ორი წამით გაჩუმდა და როცა მიხვდა, რომ დანებებას არ ვაპირებდი, ხმა ამოიღო :
- ჩვენ... მე და დემიენს დიდხნიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, მაგრამ ამის მიუხედავად ნამდვილი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ..ყოველ შემთხვევაში ეს ასე აღმოჩნდა.. ჩვენ შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს და იმ ეტაპზე ორივეს მხოლოდ საერთო ინტერესები და ცხოვრების სტილი გვაერთიანებდა.. - ეიდენმა ამ თემაზე დაიწყო საუბარი და ცხადია, მე უბრალოდ ჩუმად ვუსმენდი, რომ ლაპარაკი არ შეეწყვიტა.
- გახსოვს...იმ ოთახში, რომ გითხარი დემიენს მეორეჯერაც არ გაუჭირდება... არ გაუჭირდება ადამიანის მოკვლათქო... - ეს სიტყვები ძალიან ჩუმად წარმოთქვა მე კი ამის მოსმენისას ყელში ბურთი გამეჩხირა და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
- ალბათ, კარგად მიხვდი რასაც ვგულისხმობდი. - წვრილი თვალები მოჭუტა და ზედმეტად დასერიოზულდა.
- კი, მივხვდი..
- ხოდა ჩვენი დაპირისპირების ისტორიაც ზუსტად მაგ წერტილში იკვეთება. - მითხრა და ლუდი მოსვა.
- ანუ? - ვკითხე, როცა პაუზა ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა.
- არ შემიძლია...
- რადგან დაიწყე უნდა დაასრულო.
- იცი ხანდახან, რომ გიყურებ ვერ ვიაზრებ იმას, რომ 18 წლის ხარ.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...