თავი 14. 09:30

2.2K 148 2
                                    




     ის, რომ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ზოგ შემთხვევაში მარტივად არ ეწყობა, კარგად ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა თუ მე და დემიენს შორის ესეთი რთული იქნებოდა საერთო ენის გამონახვა. ხო, ვიცი ცოტა ირონიულად ჟღერს.. იმდენად განსვავდება ჩვენი ცხოვრება ერთმანეთისგან, საერთო ენის გამონახვა, ალბათ, უფრო გასაკვირი იქნებოდა. უბრალოდ გუშინ ყველაფერი იმდენად კარგად მიდიოდა, ვერ ვხვდები ერთმა სატელეფონო ზარმა რატომ გამოიყვანა ესე წყობიდან.. მესმის, ალბათ, გარკვეული მიზეზის გამო დემიენი არ გიჟდება ჩარლიზე, მაგრამ ამის გამო ჩემზე უარყოფითი ემოციების გადმოტანა, ვფიქრობ, საჭირო არ იყო. გუშინ დამნაშავედ ვიგრძენი თავი, რაზეც ნერვები მეშლებოდა და ვცდილობდი უარყოფითი ფიქრები თავიდან ამომეგდო.

მე და ჩარლიმ ერთმანეთთან ყველაფერი გავარკვიეთ და გუშინდელი სატელეფონო საუბარიც ძალიან ჩვეულებრივი იყო. ამის მიუხედავად, დემიენმა ყველაფერი გააფუჭა და ისე დამემშვიდობა თითქოს თავის სიტყვებს ნანობდა. ნანობდა იმას, რომ ზედმეტად ახლოს შემომიშვა თავის სამყაროში. ამ ყველაფერთან ერთად ისიც მიკვირდა დემიენი რატომ იკავებდა თავს, მეგონა გუშინ ცოტა უფრო რომანტიული იქნებოდა და უბრალოდ მეგობრობას არ შემომთავაზებდა. ვაღიარებ, რაღაც მხრივ ეს მომწონდა და ისიც ვიცოდი, რომ ბოლომდე მზად არ ვიყავი სერიოზული ურთიერთობისთვის.

 ხშირ შემთხვევაში ჩაკეტილი ვარ, მარტივად დაახლოება ადამიანებთან ყოველთვის არ შემიძლია, მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი ურთიერთობას ეხება, რაც აქამდე არავისთან არ მქონია. სწორედ ამიტომ ვტკბებოდი იმ მინიმუმით, რაც დემიენთან უბრალო საუბარს ნიშნავდა. ესეც ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის მანამ, სანამ დემიენი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭივით იქცეოდა და არ ავლენდა თავის ფეთქებად ხასიათს.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now