სოფის ოთახს მივუახლოვდი, მაგრამ შიგნით შესვლას ვერ ვბედავდი. თითქოს რაღაც ძალა მექაჩებოდა და უკან დახევას მკარნახობდა... მაგრამ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა მომხდართან დაკავშირებით დედაჩემთან დალაპარაკება და ჯობდა ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე მომხდარიყო. ძალა მოვიკრიბე, კარების სახელური ჩამოვწიე და მაშინვე თვალი მოვკარი სოფის, რომელიც ჩემკენ ზურგით ფანჯარასთან ახლოს იდგა. ვიცი კარგად გაიგო ჩემი ოთახში შემოსვლა, მაგრამ უკან არ გამოუხედავს. მივხვდი, სანამ არ დავუძახებდი ყურადღებას არ მომაქცევდა, ამიტომ დუმილი მე დავარღვიე.
- სოფი... - პასუხი ისევ არ გამცა.
- დედა, - ხმა გამებზარა, ნერწყვი გადავყლაპე და გავაგრძელე - შეიძლება რომ ვილაპარაკოთ?
ამჯერად სოფი ჩემკენ შემოტრიალდა და დავინახე ცრემლები როგორ ასველებდა მის სახეს. ხელი გულთან ახლოს მიიტანა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა. ადგილზე გავშეშდი და საკუთარ ხმას ვეღარ ვპოულობდი, რომ კითხვა დამესვა მისთვის. დედაჩემი ხელების კანკალით მომიახლოვდა, სახეზე ამათვალიერა, მერე თმა ყუზე გადამიწია და ისევ ტირილი დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი გული ამდენს ვეღარ გაუძლებდა და რაც შეიძლება მალე უნდა გამეგო სოფის სათქმელი.
- მ-მითხარი...ძალიან გთხოვ, ნუ მაწვალებ და მითხარი რა ხდება? ესე გატკინა გული ამ...ამ სიახლემ, რომ ცრემლებს ვეღარ იკავებ? - ხელი ჩემი სახიდან ჩამოვაწევინე და უკან დავიხიე. მოსალოდნელი საშიშროება სწორად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
- ქეროლაინ... ჩემო პატარა ქეროლაინ ... - თავი გააქნია და ისევ ცრემლები გადმოცვივდა მისი თვალებიდან.
- დედა! - ხმას ავუწიე, - ნუ მაშინებ! ნუ მაშინებ, ძალიან გთხოვ. - ჩემგან გაუცნობიერებლად თვალებში სისველე ვიგრძენი და მივხვდი, რომ დედაჩემთან ერთად მეც ვტიროდი.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...