მუსიკა, რომლისგანაც ჩემმა ყურებმა ცოტა ხნით დაისვენა, უკვე მთელ ხმაზე ისმოდა. გაბრაზებული მივუახლოვდი ბარს და ვცდილობდი როგორმე თავიდან ამომეგდო უაზრო ფიქრები, რომელიც ვინმე სარას უკავშირდებოდა. სიმპატიურმა ბარმენმა დამინახა, მაგრამ აღარ შემიმჩნია. დემიენის სიტყვებმა, როგორც ჩანს, იმოქმედა მასზე. მართლაია წესით პირველი რაილი და სკოტი უნდა მენახა, რომლებიც უკვე სავარაუდოდ დიდი ხანია მეძებდნენ, მაგრამ ჯერ ცოტა აუცილებლად უნდა დამელია. „დღეს გასართობად ვარ მოსული და არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე ცუდად მაგრძნობინოს თავი." გავიფიქრე.- უკაცრავად.- ვუთხარი ბარმენს, რომელიც ჰაერში ბოთლებს ათამაშებდა, ვიღაცას ჩამოუსხა კოქტეილი და მე მაინც არ შემიმჩნია.
- უკაცრავად! - უკვე უფრო ხმამაღლა დავუძახე რაზეც მან გამოიხედა. სხვა გზა არც ქონდა, მაინც არ გავჩერდებოდი.
- არ ვიცოდი არასრუწლოვანი თუ იყავი, თორე არ დაგალევინებდი.. - თვალებში არ მიყურებდა და ამ ხმაურში მისი ტუჩების მოძრაობით ვცდილობდი გამეგო თუ რას მეუბნებოდა.
- პირველ რიგში სრულწლოვანი ვარ, მეორე კი რადგან ამ კლუბში ვარ ესეიგი შემიძლია თავისუფლად დავლიო რაც მინდა.
- კაი, რას დალევ? - მიხვდა უკან არ დავიხევდი, თვალებში შემომხედა და გამიღიმა. მერე თვალი მოავლო აქეთ-იქით, თავს დააჯერა, რომ არანაირ წესს არ არღვევდა და ჩემს პასუხს დაელოდა.
- რამე ძლიერი მინდა.
- მაშინ ვიცი რასაც დაგალევინებ.
- რას?
- უბრალოდ დალიე, აუცილებლად მოგეწონება.
- კარგი.
ერთი სული მქონდა ბარმენისგან მიმეღო კოქტეილი, რომელიც ჩემი გაუგებარი მდგომარეობიდან მიხსნიდა.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...