როგორც კი ჩარლი გაუჩინარდა, დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა..
დემიენმა თვალით მანიშნა ეზოდან გასვლა. არც დამელოდა, პირდაპირ შემოსასვლელი გალავნისკენ დაიწყო სვლა.ზუსტად იცოდა, რომ უკან აუცილებლად გავყვებოდი.
ეზოს გარეთ სიბნელე იყო, სახლიდან გამომავალი მუსიკის ხმაც თითქოს მიწყნარდა და სიმშვიდემ დაისადგურა ირგვლივ.
-აქ რატომ გამოვედით?
ვკითხე დემიენს, რომელიც სიბნელეში ჩემ წინ იდგა.
ხელები ერთმანთზე გადავაჯვარედინე და ვცდილობდი მისი სახის გამომეტყველების დანახვას.
-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა.
-უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა.
-გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის?
ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა.
-მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან წავედი და ჩემდა უნებურად ეზოს გალავანს ზურგით მივეყრდენი.
-მიპასუხე- სახე კიდევ უფრო ახლოს მოიტანა ჩემთან, გაბედული რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვაკოცებდი, თითქოს მთელი ორგანიზმი მთხოვდა ამის გაკეთებას.
-კი.
-კი რა?
-კი მომწონს.
ეს ვუთხარი და ერთი ხელით, ჩემი სახის გვერდით, კედელს მიეყრდნო.
-საერთოდ რატომ მეკითხები ამას?
-ჩემი რომ ყოფილიყავი,- სახე კიდევ უფრო ახლოს მოწია - მარტო არ გაგიშვებდი,არავისთან ერთად და არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეზე დასალაპარაკებლად. - იმდენად პატარა მანძილი გვაშორებდა ერთმანეთს, ვგრძნობდი მისი ცხელი სუნთქვა როგორ მელამუნებოდა სახეზე.
-გაიწიე.
-რა?- რა თქმა უნდა, რომ უკან არ გაიწია.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...