თავი 2.1 უცნობის თვალები

3.5K 181 6
                                    


   ქუჩაში სეირნობა ყოველთვის მიყვარდა... განსაკუთრებით ისეთ ქალაქში, როგორიც ნაითვილია. მიდიხარ და გზაში იმდენი ადამიანის სახეს ხედავ, მხოლოდ მაშინ აანალიზებ, თუ რამხელაა სამყარო, თუ რამდენი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს შენ ირგვლივ და თუ რამდენი სხვადასხვა ფიქრი, ოცნება, ბედნიერება, თუ ტრაგედია ირევა ერთმანეთში. ზოგადად, ადამიანის სახეების დამახსოვრება რთულია, როდესაც დღის განმავლობაში ათასობით სახეს ხვდები; თუმცა ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ 1000 სახიდან ჩვენ მხოლოდ განსაკუთრებულებს ვიმახსოვრებთ; ისეთებს, რომლებიც რაღაცით მაინც გამოირჩევიან სხვა დანარჩენისგან.

ყურსასმენები მეკეთა და მუსიკის სასიამოვნო ჰანგებით დამტკბარი, მშვიდად მივაბიჯებდი ნაითვილის ქუჩებში ჩემი ბედის საძებნელად..

სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან 2 საათიანი სიარულის შემდეგ, ზუსტად 13 კაფეს, 4 რესტორანსა და 2 ღამის ბარს ვესტუმრე და რა თქმა უნდა, 19-ივე მათგანიდან უარით გამომისტუმრეს.. ზოგი თურმე საერთოდ არ ითხოვდა ახალ თანამშრომელს, იმის მიუხედავად, რომ მათ მიერ იყო ვაკანსია გამოცხადებული ოფიცილურ საიტზე. ზოგისთვის არაკვალიფიციური თანამშრომელი ვიყავი, რომელსაც გამოცდილება საერთოდ არ გააჩნდა, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა, არ მეგონა მიმტანი თუ განსაკუთრებული უნარჩვევებითა და კვალიფიციურობით უნდა გამორჩეულიყო; ზოგისთვის კი უბრალო თინეიჯერი ვიყავი, რომელსაც მუშაობის პარალელურ რეჟიმში სწავლა ხელს შეუშლიდა და იმის ალბათობაც დიდი იყო, რომ პოტენციური შეყვარებულის გამოჩენა სამუშაო პოსტის დაკავებას გადამაწყვეტინებდა, რაც ჩემთან, როგორც არასტაბილურ მიმტანთან თანამშრომლობას გულისხმობდა. მოკლედ, ჩემს ცხოვრებისეულ უიღბლობას კიდევ ერთი უიღბლო დაბადების დღეც შეემატა. საათს დავხედე, 4-ის ნახევარი იყო, ამდენი სიარულისგან კი ფეხსაცმელმა იმდენად მატკინა ფეხები ცოტაც და იქვე წავიქცეოდი..

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now