დღეს 28 თებერვალია, ზამთრის ბოლო და ჩემი დაბადების დღე. სამწუხაროა, რომ რეალურად ჩემს დაბადების დღეს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ აღვნიშნავ, რადგან სინამდვილეში 29 თებერვალს მოვევლინე ამ უკიდეგანო სამყაროს.
დღეს 24 წლის გავხდი.. მე კი ჯერ იმასაც ვერ შევეგუე, რომ ჩემს ასაკში 4 წლის წინ ორიანი გამოჩნდა. 20 წლის გავხდი და ამ ასაკმა მთლიანად გამომგლიჯა თინეიჯერობა ხელიდან, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი საიმისოდ, რომ ბავშობა შემენარჩუნებინა.
არ ვიცი წლების მატება მაშინებდა, ბუნდოვანი მომავალი თუ...ის ფაქტი, რომ ჩემი ცხოვრების ხაზზე ერთმანეთს მიყოლებით ეწყობოდა წლები დემიენის გარეშე...
ცხოვრება ახლა სხვანაირია.. რაღაცნაირად ფერი და გემო შეეცვალა.. მეც შევიცვალე და მთლიანად სამყაროც ჩემ გარშემო...
ნაითვილის დატოვების შემდეგ საკუთარ თავთან ფიცი დავდე, რომ წარსულზე ძალიან ცოტას ან საერთოდ არ ვილაპარაკებდი... ახალი ფურცლიდან დაწყება, ალბათ, ერთადერთი სწორი არჩევანი და შედარებით მარტივი გამოსავალი იქნებოდა ჩემი მდგომარეობიდან.
იმ შემთხვევაში, თუ სიცოცხლის გაგრძელებას დავაპირებდი, მაშინ აუცილებლად უნდა შემესრულებინა ეს ფიცი და საკუთარი თავი გამემხნევებინა.
ფიცი შევასრულე და წარსულზე ძალიან ცოტას ან საერთოდ არ ვლაპარაკობ. გამონაკლისი 28 თებერვალია, ზამთრის ბოლო, ჩემი დაბადებისა და .... დემიენის გაცნობის დღე.
დღე, როცა სრულწლოვანებაში შევაბიჯე, გავრისკე და ვიშოვე პირველი სამსახური, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე და ... ის გავიცანი. ხშირად მსმენია, პირველ სიყვარულს ვერასდროს დაივიწყებო, მე კი ამაში უკვე მე-6 წელია ვრწმუნდები. ნეტავ მხოლოდ დავიწყებაში იყოს საქმე...დავიწყებით, ალბათ, რაღაცნაირად დაივიწყებ, მაგრამ ახალ ადამიანებთან შეხვედრისას, ქვეცნობიერად ყოველთვის იმის მცდელობაში იქნები, რომ ის, რასაც მაშინ მასთან ერთად განიცდიდი, სხვასთანაც განიცადო, მერე ერთმანეთს შეადარო და მიხვდე თუ რომელი ჯობია. შეიძლება ახალი ჯობდეს, უფრო გააზრებული და დალაგებული ურთიერთობა იყოს, მაგრამ... ის ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო მაშინ... მაშინ როდესაც პირველად გაუსინჯე გემო სიყვარულს, ეიფორიასა და ერთდროულად მოზღვავებულ ათასნაირ ემოციას.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...