თავი 27. ეჭვიანობა

1.9K 129 15
                                    




ცხადია, დემიენმა მაშინვე გადმომირეკა, მაგრამ არ ავიღე. შეიძლება ბავშვურად ვიქცეოდი, მაგრამ არ მქონდა მასთან ლაპარაკის სურვილი, ამიტომ გათიშვისთანავე  ტელეფონი გამოვრთე, რომ მას დარეკვა აღარ ეცადა. მეც არ ვიცოდი ესე ძალიან რა მაბრაზებდა, მაგრამ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ თუ ჩემთან ურთიერთობას აპირებდა, სარასთან ხშირი შეხვედრები როგორმე თავიდან უნდა აეცილებინა, თუ ამის სურვილი თვითონ ექნებოდა, რა თქმა უნდა.

ვცდილობდი ხასიათი არ გამფუჭებოდა, ამიტომ ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის მოსმენა დავიწყე. თან ვფიქრობდი რა სიტუაცია დამხვდებოდა ხვალ ჩემთვის გაურკვეველ წვეულებაზე. ვიცოდი, ბოლოს აუცილებლად იქ ამოვყოფდი თავს, მაგრამ დემიენთან ცუდ ნოტაზე დამშვიდობებამ ცოტა გაურკვევლობაში დამტოვა. არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ მაინც მეფიქრებოდა იმაზე, რომ იქნებ ადრე გამოვუტყდი დემიენს ჩემს გრძნობებშითქო. იმას არ ვამბობ, რომ მის გრძნობებში ეჭვი მეპარებოდა, ვიცოდი, რომ დემიენს თავისებურად მართლაც ვუყვარდი, მაგრამ იქნებ ჩემი გრძნობა აღემატებოდა მისას? ან იქნებ ეს კიდევ უფრო ართულებდა ახლად დაწყებულ ურთიერთობას, რომელშიც გაუგებრობები არც ისე იშვიათი იყო?... ბევრ ფიქრს აზრი არც ჰქონდა.. ისღა დამრჩენოდა როგორმე დამეძინა და დედასთვის დილიდანვე შემეპარებინა დემიენთან მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ.

* * *

თვალები ჩემს ოთახში შემოღწეულმა მწველმა მზის სხივებმა გამახელინა. ღამე ფარდის გადაწევა დამავიწყდა და გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი, როცა მივხვდი, რომ  ძილის გაგრძელებაში მზე ზედმეტად მიშლიდა ხელს. ტელეფონის ეკრანს დავხედე და როცა რეაქცია არ ჰქონდა, გამახსენდა, რომ ღამე გამორთული დავტოვე. ტელეფონი ჩავრთე თუ არა 23 გამოტოვებული ზარი დამხვდა დემიენის ნომრიდან, მათ შორის ორი მესიჯიც : „აიღე ტელეფონი" ; „ამის გამო დაისჯები". თვალები გადავატრიალე მესიჯების წაკითხვისას და პასუხის გაცემას არ ვაპირებდი, სანამ არ გამოვფხიზლდებოდი. ტელეფონის ეკრანმა შემახსენა, რომ დღეს 6 მაისი იყო. იმდენად გავითიშე თავიდან ამომმვარდა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში ლიტერატურის სემინარზე პრეზენტაცია უნდა წარმედგინა.  ოთახიდან როცა გამოვედი დედა სამსახურში წასული დამხვდა და მაცივარზე მისი დატოვებული მესიჯი დამხვდა მიკრული, რომელშიც მკაცრი ტონით ეწერა :

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now