ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა ერთდროულად ასეთი ფერადი და თანაც უფერული, როგორც ახლა. მიუხედავად ყველაფრისა, რატომღაც ახლა მშვიდად ვარ, რადგან, ალბათ, ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი.. ცხოვრება წამის მეასედია, ჩემი წამის მეასედი კი ეძღვნება ადამიანს, რომელმაც თავდაყირა დამიყენა სამყარო. ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებს მისი არსებობა.
მშვიდად ვარ? ჰაჰ, სასაცილოა ქეროლაინ. როცა წვიმიან ამინდში ბნელი ქუჩის კუთხეში ზიხარ და ფიქრობ სიცოცხლე როგორ დაასრულო, მშვიდად არ ხარ. ცრემლები გაუჩერებლად ჩამომდის სახეზე, ყელში ბურთი მეჩხირება და ვფიქრობ როგორ შევარჩიო ყველაზე სწორი და მარტივი გზა, რომ რამენაირად თავი დავაღწიო ამ ჯოჯოხეთს.
თვითმკვლელობა ალბათ, ამ სიტუაციიდან ყველაზე მარტივი გამოსავალია. ერთ წამში ჩემი ყველანაირი ტკივილი გაქრება, დასრულდება და მეც ვპოვებ სიმშვიდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გზა არ არსებობს. მთელი ცხოვრების ტანჯვაში გატარებას სიკვდილი ჯობია, არა? ამ კითხვას ვუსმევ ჩემ თავს და პასუხს ვერ ვიღებ. წვიმა კიდევ უფრო ძლიერდება და მთლიანად მისველებს სახეს. ცრემლებს წვიმის წვეთები შთანთქავს, ჩემ არსებობას კი რამდენიმე წამში ჩემივე ხელი შემაწყვეტინებს. ხომ ეს არის მარტივი გამოსავალი? კიდევ ერთხელ ვეკითხები ჩემს თავს. პასუხი ისევ არ არის. პასუხს არავინ გამცემს.. ეს კარგად ვიცი და სწორედ ამიტომ მიჭირს ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღება.
სოფი? მოულოდნელად ქვეცნობიერი შემომძახებს. თავს გავაქნევ და ვცდილობ ზედმეტი ფიქრების თავიდან ამოგდებას.. რაილი? ოდნავ ტონს უმატებს შინაგანი ხმა... სკოტი? თითქოს წვიმის წვეთები შუბლს მიხვრიტავს და მანიშნებს, რომ სახლში მშვიდობით დავბრუნდე.
დემიენი? ახლა უკვე თითქოს სილას მარტყავს სახეში ქვეცნობიერი. ცრემლები კვლავ გაუჩერებლად ტოვებენ ჩემს სახეს. თავს მუხლებში ვრგავ და უკვე მთელ ხმაზე ვიწყებ ტირილს.. ირგვლივ არავინ არ არის, მხოლოდ მე, წვიმა და ჩემი ფიქრები არ ვაძლევთ ერთმანეთს მოსვენების საშუალებას. იქნებ უკვე დროა? ვფიქრობ ჩემთვის, როცა მოულოდნელად ტელეფონის ზარი არღვევს ამ აუტანელ, წვიმის წვეთების მონოტონურ მელოდიას.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...