არ ვიცი გათიშული რამდენ ხანს ვიყავი, მაგრამ როცა თვალები გავახილე და ჩემ გვერდით კვლავ ეიდენს მოვკარი თვალი, მანქანაში შევხტი. რატომღაც მეგონა ჩემს ოთახში გავახელდი თვალებს, რადგან მომენტებში მავიწყდებოდა, რომ დიდი ალბათობით მალე ვერ დავბრუნდებოდი სახლში.
- ჩემი ესე გეშინია? - ეიდენმა გამომხედა და გამიღიმა. თითქოს ეხლა უფრო დამშვიდებული იყო.
- რომელი საათია? - ხელებით თვალები მოვისრისე და გამოფხიზლებას ვცდილობდი.
- 5 ის ნახევარი.
- რამდენ ხანს მეძინა? - ღრმად ამოვისუნთქე და ვკითხე.
- არ გეძინა, გული წაგივიდა. - ისე მშვიდად და მარტივად წარმოთქვა ეს სიტყვები, მივხვდი დიდად არ ადარდებდა ჩემი მდგომარეობა.
- წყალი მინდა. - ფანჯრიდან გავიხედე და ისე ვუთხარი.
- ეხლა ერთ ადგილას მივალთ, ცოტას დაისვენებ, შეჭამ და მერე გავაგრძელებთ გზას.
- დემიენი.. დემინს ველაპარაკე? - მომენტალურად მას გავხედე და ნერვიულობამ შემომიტია, როცა დემიენი გამახსენდა. წარმოდგენაც არ მინდოდა რა რეაქცია ექნებოდა მას არსებულ სიტუაციაზე.
- როცა გაითიშე ჩემ თავზე ავიღე ეგ მოვალეობა. - მითხრა და ნელნელა სიჩქარე შეანელა, როცა პატარა შენობა გამოჩნდა უკაცრიელ გზაზე.
- მერე?
- მალე ნაითვილში იქნება. სანამ ვიდეოთვალით შენი თავი არ დავანახე არ დამიჯერა, მერე კი ცოტახნიანი საუბარი გამიბა და თუ გაინტერესებს რა სიტყვებით შემაგინა, არ არის პრობლემა მოგიყვები. - გამომხედა, ჩაეცინა და თავისი წვრილი შავი თვალები მომაპყრო. მეც გამეცინა, ორი წუთი მთელ ხმაზე ვიცინოდი, ეიდენი კი გაკვირვებული სახით მიყურებდა და როცა სიცილი ტირილში გადამივიდა მივხვდი, რომ შოკის ბრალი იყო.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...