თავი 41. განმარტოვება

1.9K 125 7
                                    


    სასტუმროდან გამოსვლისთანავე დემიენმა თავისი პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მომახურა..ხელი მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული ჩემს წელზე და სანამ მანქანას მივუახლოვდებოდით 5 ჯერ მკითხა კარგად ვიყავი თუ არა. დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, დემიენის გვერდით ყოფნამ ბოლომდე დამამშვიდა და ვიცოდი, რომ უკვე არანაირი საფრთხე აღარ მემუქრებოდა. მანქანას მივუახლოვდით, რომლის საჭესაც ამჯერად მაიკლი მართავდა. დემიენმა უკანა კარები გამოაღო, დამელოდა სანამ არ ჩავჯდებოდი და შემდეგ თვითონ მეორე მხრიდან გვერდით მომიჯდა.. ბედნიერებისგან თვალები დავხუჭე, როცა დემიენმა ხელით თავისთან ახლოს მიმწია, მე მის მკერდს დავადე თავი, მან კი თავზე მაკოცა და ჩუმად მითხრა :

- მარტო არასდროს აღარ დაგტოვებ... არასდროს...

- კარგი ბიჭი ხარ, ეიდენს რომ აპატიე... - თვალები დახუჭული მქონდა და ისე წარმოვთქვი ეს სიტყვები.

- ალბათ, მოასწარი ყველაფრის გაგება. - ჩაეცინა.

- აჰამ... - ვუთხარი და ამოვისუნთქე.

- სანამ ჩავალთ დაიძინე...მე კი პირობას გაძლევ, დღეიდან ყოველ დღე ვეცდები, რომ ეს საშინელი დღე შენი ცნობიერებიდან ამოვშალო. - ნაზად ჩამჩურჩულა ეს სიტყვები, მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე და მის მკლავებში ჩამეძინა..

ალბათ, ემოციურად იმდენად გადავიღალე, რომ სწორედ ამიტომ ვერ გავიგე როდის ჩავედით ნაითვილში.. დემიენის ტკბილმა ხმამ გამომაფხიზლა, რომელიც მამცნობდა, რომ მანქანიდან გადასვლის დრო იყო. ხელით თვალები მოვისრისე და სანამ მეთვითონ წამოვჯდებოდი დემიენმა ფეხზე გავლის უფლება არ მომცა, ხელში ამიყვანა და მისი სახლის შესასვლელამდე ასე მიმიყვანა. იქამდე იმის კითხვაც დამავიწყდა თუ სად მივდიოდით, დემიენის მყუდრო და ულამაზესი სახლის დანახვამ კი კიდევ უფრო მშვიდად მაგრძნობინა თავი..

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now