-დე,მოვედიი -ემოციებისგან დაღლილმა მძიმედ გავაღე სახლის კარები.
თვალებით დედაჩემის ძებნა დავიწყე, არადა რა ძებნა იყო საჭირო, ჩვენი სახლი ხომ ზოგი ადამიანის ერთ დიდ ოთახს უდრიდა. შემოსასვლელი ვიწრო იყო, ღია მწვანე ფერის კედლებით გარშემორტყმული. პირველი ჩემი ოთახის მუქ ყავისფერ კარს დაინახავდით, რომელიც თავისი სიძველის მიუხედავად ძალიან მომწონდა. ჩემი ოთახის გვერდით დედაჩემის ოთახს, შემდეგ კი ძალიან პატარა ტუალეტს შეამჩნევდით, სახლის დანარჩენი ნაწილი კი დიდ, ჩვენ შემთხვევაში პატარა, ოთახსა და სამზარეულოს ეკავა და ეს ორი ოთახიც, რა თქმა უნდა, გაერთიანებული იყო.
-სოფი, სად ხარ?- დედას სახელით მაშინ მივმართავ, როცა გაბრაზებული ვარ ან რაღაცაზე ვნერვიულობ. ამ შემთხვევაში უფრო განერვიულებული ვიყავი ვიდრე გაბრაზებული, რადგან ვიცოდი დედა ადრე თავისუფლდებოდა სამსახურიდან, ანუ ჩემ დაბრუნებამდე უკვე 1 საათით ადრე სახლში უნდა დამხვედროდა, მისი კვალი კი არსად ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ამაში უცნაური, ანუ ის, რომ დედა სახლში არ დამხვდა, გული მაინც რაღაც ცუდს მიგრძნობდა. სოფი იმდენად პუნქტუალურია, მხოლოდ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში აგვიანებდა სახლში მოსვლას.
ჩემმა „ძებნამაც"არ გამოიღო შედეგი და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი რომ დედა სახლში არ იყო, ტელეფონზე დავურეკე...
ერთი ზარი გავიდა და ჩემდა საბედნიეროდ მონოტონური მუსიკალური სატელეფონო ზარი გვერდითა ოთახიდან შემომესმა.
რა თქმა უნდა მობილური სახლში დარჩა! ნერვიულობამ კიდევ უფრო იმატა, მეც დაბნეულმა არ ვიცოდი რამექნა, სანამ სატელეფონო ნომრებში იმ ოჯახის ნომერი არ ვიპოვე, რომლებთანაც სოფი ძიძად მუშაობდა.
მალე აიღეთ,გთხოვთ..გული კისერში მიცემდა, წინასწარ ვგრძნობდი რაღაც ცუდს და მინდოდა ეს გრძნობა და ფიქრები როგორმე ამომეგდო თავიდან.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...