თავი 43.3

1.6K 120 6
                                    

    მიუხედავად იმისა, რომ ღრმა ძილი მაქვს, ღამის განმავლობაში მაინც ბევრჯერ გამეღვიძა, მაგრამ, როცა თითოეულ ჯერზე დემიენის მკლავებში აღმოვაჩენდი თავს, ბედნიერებისგან ღიმილი ყურებამდე ამდიოდა. ამ ბედნიერებამ არც თუ ისე დიდხანს გასტანა, რადგან როგორც კი თვალები გავახილე და დღის შუქს მოვკარი თვალი, დემიენი ჩემ გვერდით აღარ დამხვდა.

რატომღაც ავღელდი და როდესაც საათს დავხედე დემიენის გაუჩინარება დიდად არ გამკვირვებია. პირველის ნახევარი გამხდარიყო, მე კი ჩემს სახლში რომ ვყოფილიყავი ჯერ კიდევ არ დავაპირებდი ადგომას.. დღეს კვირაა, საბედნიეროდ არანაირი უნივერსიტეტი და ვალდებულებები.. რაც შეეხება დემიენს, ის ყოველთვის და ყველგან მუშაობს..ოღონდ რაზე ეს მეც არ ვიცი ზუსტად. დემიენისგან ვიცი, რომ მასაც ჩემსავით უყვარს გვიანობამდე ძილი, მაგრამ აურაცხელი სამუშაო და მუდმივად დატვირთული რეჟიმი მას ამის საშუალებას არ აძლევს.

ძალა მოვიკრიბე, ერთხელ კიდევ გემრიელად გავიზმორე და ფუმფულა საწოლზე წამოვჯექი. მალევე საპირფარეშოში გადავინაცვლე და სანამ ქვემოთ ჩავიდოდი, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის დემიენის მაიკა გამოვიცვალე და ჩემს ტანისამოსში გამოვეწყვე.

როგორც ვიცოდი დემიენმა დაითხოვა მოახლე ქალი და დღეს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებოდით, მაგრამ ამის მიუხედავად, თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ ვგრძნობდი ამ უზარმაზარ სახლში, რომელიც ჩემთვის სასახლის ტოლფასი იყო.
კიბეებზე ნელი ნაბიჯით ჩავედი და მარტივი შესამჩნევი იყო, რომ ძალიან ვფრთხილობდი. თითქოს მეშინოდა ვინმეს არ გამოვეჭირე, ოღონდ რაში ეს მეთვითონაც არ ვიცოდი.

სასტუმრო ოთახში არავინ დამხვდა, სამზარეულოშიც სიმშვიდე სუფევდა და მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ დემიენი თავის კაბინეტში იქნებოდა.
კარები დახურული დამხვდა და სანამ დავაკაკუნებდი იქამდე ხელი შუა გზაში ორჯერ ქვემოთ ჩამოვწიე. თითქოს მრცხვენოდა დემიენის თვალებში ჩახედვის გუშინდელი ღამის შემდეგ. მართალია არაფერი მომხდარა, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერიც საკმაოდ ინტიმური და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენს ურთიერთობაში.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now