თავი 44.1

1.5K 117 4
                                    


დემიენმა თავით მანიშნა, რომ გარეთ გავსულიყავი. ცხადია, კარგად ვიცოდი ბოლოს აუცილებლად მის გვერდით ამოვყოფდი თავს, მაგრამ ესე მარტივად დათანხმებას არ ვაპირებდი. ფანჯარა გამოვაღე და ჩუმად ვუთხარი :

- აქ რას აკეთებ? - თან გულის სიღრმეში მეშინოდა სოფის შემთხვევით არ გაეგო ჩვენი საუბარი.

- გამოდი, სალაპარაკო მაქვს. - თმაში ნერვიული მოძრაობით ხელი შეიცურა და ისევ სახეზე მომაშტერდა.

- მემგონი ცუდი დრო შეარჩიე სალაპარაკოდ. - ხელები თავდაცვის მიზნით გადავაჯვარედინე და თან უაზროდ მიხაროდა ჩემი ფანჯრის წინ ესეთ სიმპატიურს რომ ვხედავდი.

- ქეროლაინ, ან გამოხვალ ან მე ამოვძვრები ფანჯრიდან. - ნელნელა მოთმინებას კარგავდა, მე კი ვაღიარებ, მისი წვალება ამ მომენტში ძალიან მომწონდა.

- მეძინება და  ლაპარაკის თავი გულახდილად რომ გითხრა არ მაქვს.

- ესეიგი ისე დაიძინებ, რომ არ მნახავ? - კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდა ახლოს და ვიგრძენი გულის ცემა როგორ გამიხშირდა. თვითონ გვერდულად გაეღიმა და დაამატა :

- რაღაც არამგონია.

- შეგიძლია არ იყო ეგეთი დარწმუნებული. - ფანჯრის დაკეტვა გადავწყვიტე, მაგრამ მოულოდნელად დემიენის ხმამ შემაჩერა.

- ქეროლაინ...მესმის გაბრაზებული ხარ და... და არ მინდა, რომ ისედაც გაურკვეველ სიტუაციას ჩვენი უაზრო კამათი დაემატოს.
შენ შეიძლება ტკბილად დაიძინო, მაგრამ მე სანამ არ დაგელაპარაკები იქამდე სახლში ვერ წავალ. - ეს სიტყვები სევდიანი ხმით წარმოთქვა და უნდა ვაღიარო, რომ ყინული გაადნო და დამითანხმა.

- სოფის რომ გაეღვიძოს? - ეს ვუთხარი და თვალები გაუბრწყინდა, როცა მიხვდა რომ დავთანხმდი.

- მენდე, ვერაფერს გაიგებს.

- კარგი. - ფანჯარა უფრო ფართოდ გამოვაღე და ცალი ფეხის გადაყოფა ვცადე, მაგრამ დემიენის შეშფოთებულმა სახემ და ხმამ ადგილზე გამაშეშა.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now