თავი 50. დასასრული

2.6K 118 47
                                    



  

  მესმის დამსხვრევის ხმა. კედელს ენარცხება თიხის ჭურჭელი და ლამაზი წითელი ფერის ვარდები მიმოიფანტება გარშემო. ყურებზე ხელებს ვიფარებ და ცრემლები გაუჩერებლად ჩამომდის თვალებიდან. სუნთქვა მიჭირს, გული მეკუმშება და ტკივილის გასაყუჩებლად თვალებსაც ვხუჭავ. ვცდილობ სამყაროს გამოვეთიშო, მაგრამ არ გამომდის... ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამომდის..

- დედასშევეცი! მკიდია. მაგრად.. მაგრად მკიდია ქეროლაინ! - დემიენი მთელ ხმაზე ღრიალებს და მიახლოვდება. თვალს ისევ არ ვახელ. ხვდება, რომ შეშინებული ვარ, ამიტომ დისტანციას ინარჩუნებს და არ მეხება. პასუხს არ ვცემ, უბრალოდ მზერას ვუსწორებ და დემიენის ჩაწითლებულ და აცრემლებულ თვალებს ვუყურებ. ასეთი განადგურებული ჯერ არასდროს მინახავს.. არ მინდა ესეთი დამამახსოვრდეს.

- იტყუება. დედაშენი იტყუება. ეხლა კი ეს თემა დავივიწყოთ. - თმებში ხელს იცურებს და როცა მზერას მისწორებს, ვატყობ თავის მოტყუებას ცდილობს. სიმართლეს არ უნდა, რომ თვალებში ჩახედოს. თითქოს ის, რაც ორი წუთის წინ ვუთხარი საერთოდ არ გაუგია.

- არ გესმის, არ გინ-ნნდა, რომ გაიგო. - სლუკუნით წარმოვთქვავ ამ სიტყვებს, დემიენი კი ამჯერად კიდევ უფრო მეტად მიახლოვდება. რამდენიმე ნაბიჯს უკან ვდგავ და როცა კედელს ზურგით ვეხები ვხვდები, რომ წასასვლელი გზა არსად მაქვს. დემიენი თავის ხელებში იქცევს ჩემს სახეს და მზერას მისწორებს :

- ჰო, არ მესმის. არ მინდა, რომ გავიგო და ეს თემა დაიხურა. - სუნთქვა ძალიან გახშირებული აქვს და პირველად ამდენი ხნის მანძილზე მისი მეშინია. არ მეშინია იმის, რომ ფიზიკურად რამეს დამიშავებს, უბრალოდ ვიცი ბოლო წამამდე შემეწინააღმდეგება. ვცდილობ ხელები ჩამოვაწევინო, რაზეც წარბებს ჭმუხნის და ნესტოებს ბერავს.

- ვერ გაგიშვებ. ვერ მომიშორებ. ვერასდროს. ვე-რას-დროს. ხომ გესმის? - მისი სუნთქვა ტუჩებზე მელამუნება და იმხელა გავლენა აქვს ჩემზე, რომ ჩემი ტვინის ერთი, ძალიან პატარა ნაწილი მომხდარის დავიწყებას ცდილობს. მაგრამ, ცხადია, ეს ნაწილი ძალიან, ძალიან სუსტია.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now