თავი 3. პირველი დღე

2.7K 182 4
                                    







-"ოქროს ვარსკვლავში?!"- რაილი ვერ მალავდა აღფრთოვანებას, როდესაც ყველაფერი მოვუყევი.

-ზუდტად მანდ- მეც ბედნიერმა ღიმილისგან 32-ვე კბილი გამოვაჩინე.

-შენი ბოსი მართლა ესეთი სიმპატიურია როგორც შენ აღწერე?

-ერთი შეხვედრის თაობაზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა..

-ძმაც ხოარ ჰყავს შენს მილიონერ ბიჭუნას!- ცალი წარბი ამიწია და ისე მკითხა.

-პირველ რიგში, ჩემი არ არის "მილიონერი ბიჭუნა" როგორც შენ მას მოიხსენიებ, და მეორე, საერთოდ არ ვიცი ჰყავს თუ არა ძმა.

-შეიძლება შენი ჯერ არ არის, მაგრამ მალე იქნება.

-კი, ოღონდ მხოლოდ ოცნებებში.

-ქერ, ხომ იცი როგორი წინათგრძნობაც მაქვს, ხოდა ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე ეგ ბიჭი შენი გახდება.

-და რატომ გგონია, რომ მინდა ის ბიჭი ჩემი გახდეს?

-გინდა,გინდა ქეროლაინ, ამას შენს ლამაზ თვალებში ვხედავ.-ალმაცერად გამიღიმა.

-რაილი!- გაბრაზებულმა რამდენიმე ბატიბუტი ვესროლე სახეში.

-კარგი ხო, გავჩუმდები, მაგრამ ვნახოთ, დაახლოებით ერთ თვეში როგორ ილაპარაკებ.

-ვნახოთ! მე ეს სამსახური მილიონერი ბიჭის გამოსაჭერად არ მიშოვია.

-ნუ დაგავიწყდება, რომ ეგ სამსახური სწორედ მაგ მილიონერმა ბიჭმა გიშოვა-რაილიმ ნიშნის მოგებით მიპასუხა.

-რა მნიშვნელობა აქვს, მისტერ ლუკასის ნაირი ბიჭი მე არასდროს არ შემომხედავს.

-ქერ,ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს, არადა შენც კარგად იცი, რომ შენი გარეგნობით შეგიძლია ნებისმიერი მამაკაცი შენ ნებაზე ატარო.

-საერთოდ არ მაქვს ამის სურვილი, მისტერ ლუკასს კი დარწმუნებული ვარ, უკვე ჰყავს თავისი ცხოვრების მეგზური.-მეთვითონ გამეცინა უკანასკნელ სიტყვაზე.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now