- ქერ.. - თავისი ბოხი ხმით მომმართა.- ჰოუ. - ჭიქიდან ღვინო მოვსვი. ამ წუთიდანვე დავრწმუნდი დემიენის სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ მართლა დამჭირდებოდა ცოტა დალევა.
- ძალიან რომ მომწონხარ ეგ გითხარი უკვე ხო? - მომნუსხველად გამიღიმა. ისევ დავიძაბე და არ მომწონდა, როცა მისი სიტყვები ესე მოქმედებდა ჩემზე.. ან პირიქით, იქნებ მომწონდა კიდეც.
- კი.
- ხოდა მინდა ეგ ყოველთვის გახსოვდეს კარგი?
- კარგი. - დაბნეულმა ვუპასუხე.
- არ ვიცი რითი დავიწყო..- ჩაახველა და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- დეტალები არ მაინტერესებს, უბრალოდ სიმართლე მითხარი..
- რომ გითხრა ძალიან, ძალიან ცუდად მოვიქეცითქო გეწყინება?
- საქციელს გააჩნია..
- ანუ შეიძლება, რომ ამან შენი დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეცვალოს?
- ეს „ამან" არ ვიცი რა არის დემიენ, ამიტომ გულახდილად ვერ გიპასუხებ და თუ ისევ გამოცანებით უნდა მელაპარაკო, აზრი არ აქვს. - გავბრაზდი.
- მადლობა ესე რომ მიადვილებ შენთან ურთიერთობას.- ისიც გაბრაზდა. ფეხზე წამოდგა, ზურგი მაქცია და ორი ნაბიჯი გადადგა. მალევე ისევ ჩემკენ შემოტრიალდა, გვერდით მომიჯდა და ეხლა უკვე შეცვლილი გამომეტყველებით დაიწყო ლაპარაკი.
- კარგი.
- კარგი? - ვერ მივხვდი.
- დავიწყებ და ზედმეტი კითხვები არ დამისვა. რამეს თუ არ ვიტყვი ესეიგი იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. - თმა ხელით გაისწორა და თვალებში შემომხედა.
- კარგი, გისმენ.
- ეს ყველაფერი, რასაც ეხლა მოგიყვები, ძალიან, ძალიან ადრე ხდება.. მაშინ როცა ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი.. - რატომღაც ჩაეცინა- სულ თავიდან რომ დავიწყოთ მინდა გითხრა, რომ კეთილი და კარგი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, დიდად აგრესიულობით არ გამოვირჩეოდი უბრალოდ ადამიანები არასდროს არ მიყვარდა. არც მეგობრები მყავდა ბევრი და ძირითად დროს უბრალოდ გართობასა და მშობლებთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში ვატარებდი. მაიკლ ლუკასმა, ანუ მამაჩემმა, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ადრეულ ასაკში, ცოლიც მალე შეირთო და ,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეც გავჩნდი ამ არეულ ოჯახში.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...