თავი 6. დაბრუნება

2.5K 153 9
                                    



-არმეგონა მისტერ ნელსონი ესეთი კარგი და გულუხვი ადამიანი თუ იყო. -დედას ვუთხარი ნახევრად საჭმელ გავსებული პირით, თან უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, რადგან დილას 7 საათზე, უნივერსიტეტში წასვლამდე, ჭამა არასდროს ყოფილა სასიამოვნო პროცედურა ჩემთვის.

-ხო, მეც ზუსტად მაგიტომ ყოველთვის გეუბნები, რომ ნელსონების ოჯახთან მუშაობა ერთი დიდი ბედნიერებაა- სოფიმ ყავით სავსე ჭიქა პატარა მრგვალ მაგიდაზე დადო და გვერდზე მომიჯდა, ოთახში მაშინვე დატრიალდა მადის აღმძვრელი სუნი ყავისა, რომელიც ბევრი ადამიანის გასაკვირად, ჩემ საძულველ სასმელს წარმოადგენდა. ერთადერთი რამ, რაც მასში მხიბლავდა უბრალოდ ყავის სუნი იყო და მეტი არაფერი..

-ვიცი, მაგრამ რატომღაც არ ველოდებოდი დემიენისგან საავადმყოფოს ხარჯების გადახდას, შენ უბრალოდ მისი შვილის ძიძა ხარ და მეტი არაფერი, მაგრამ მიხვდა, ალბათ, რომ ჩვენთვის ეს პატარა დეტალიც ძალიან ბევრს ნიშნავდა.

-დემიენი არა დევიდ ნელსონი,- მკაცრი გამომეტყველებით გამისწორა მისტერ ნელსონის სახელი, აი ზუსტად ისეთი სახით, როგორი სახითაც მშობელი უყურებს თავის შვილს, მაშინ როდესაც მისი საქციელი არ მოსწონს.

-დევიდი?- წარბები შევჭმუხნე და უკვე გაციებული ჩაი მძიმე ყლუპებად დავლიე, თან საათს დავხედე და მივხვდი რომ ვაგვიანებდი.

-ქეროლაინ, დილაობით შენი ტვინი ყოველთვის გვიან აანალიზებს ყველაფერს.- გაეცინა და თავზე ხელი გადამისვა, თან მაგიდის დალაგება დაიწყო. სოფი ვერასდროს იტანს არეულობას, ამბობს, რომ არეული ოთახი ადამიანის არეულ შინაგან სამყაროზე მეტყველებს, დედას კი ყველაფერი მოწესრიგებული უყვარს, შიგნითაც და გარეთაც.

-ზუსტად მახსოვს ექთანმა როგორ გამოკვეთილად მითხრა 7 ასოსგან შემდგარი ადამიანის სახელი, დემიენი, და არანაირი დევიდი არ ყოფილა იქ.- სკამიდან ავდექი და ზურგჩანთა ცალ მხარზე შემოვიგდე.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now