- ჰეი - ჩარლის გავუღიმე, ფეხზე წამოვდექი და გადავკოცნე. ვერონიკა ღვინოს წრუპავდა და თან ორივეს გვათვალიერებდა.- ჰეი ქერ, რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, ხომ ყველაფერი რიგზეა? - თავისი ცისფერი თვალები მომანათა და ნამუსმა კიდევ უფრო შემაწუხა ჩემი გაუჩინარების გამო.
- კი, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ იმდენი საქმე გამომიჩნდა ვეღარ შეგეხმიანე... - ერთი ხელით სკამს დავეყრდენი და მინდოდა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ჩვენი უხერხული დიალოგი.
- ისეთი დაკავებული იყავი, რომ სამსახურის თაობაზე უარიც კი ვერ მომწერე ტელეფონზე? - ჩაეცინა მე კი გული ას ნაწილად გამეყო. ვიცოდი ცუდად მოვიქეცი.
- ვიცი, მაპატიე.. - სევდიანი თვალებით შევხედე და ვცდილობდი როგორმე დანაშაული გამომესყიდა.
- ეგ არაფერი, მერედითიმა დაიწყო შენ მაგივრად მუშაობა. - თავით მის მეწყვილეზე მიმანიშნა, რომელიც ზურგით იჯდა და ტელეფონს ათამაშებდა ხელში.
- ჰო.. ძალიან კარგი.. უი ეს ვერონიკაა მემგონი გახსოვს ხომ? - ვერონიკას გავხედე რომელმაც მოურიდებლად თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ჩარლი.
- არამგონია ჩემთან შეხვედრის მერე ვინმეს დავავიწყდე. - თავისი წვრილი ხმით თქვა და საყვარლად გაიღიმა.
- აამ, გამარჯობა.- ჩარლიმ ვერონიკას ხელი ჩამოართვა და განაგრძო- ცხადია, მახსოვს, მაპტიე უბრალოდ ვერ შეგამჩნიე და რატომღაც თქვენ ორს ერთად არ გელოდებოდით აქ. - თბილად გაუღიმა ვერონიკას და ისევ მე მომაპყრო მზერა.
- ესეიგი სხვაგან დაიწყე მუშაობა... - ძალით გამიღიმა.
- არა, ჯერჯერობით არსად არ ვმუშაობ, მაგრამ ვაპირებ ახლო მომავალში.
- აბა ბევრი საქმეები მქონდაო? - წარბები შეჭმუხნა, ვერ ხვდებოდა რომ „საქმეები" უბრალოდ მოვიმიზეზე.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romansa-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...