Part 6

1.7K 108 5
                                    

  მესიჯი წავშალე და წამსვე ემილის გადავურეკე,რამდენიმე წუთში მანაც მიპასუხა.ვთხოვე,რომ ჩემთან გადმოსულიყო,რაზედ დადებითი პასუხი მივიღე,შემდეგ კი ტანზე გამოვიცვალე და ჯინსის შარვალი ჩავიცვი,ზემოდან ტოპი მაისური და ჟაკეტი,ჩემი ფოტოაპარატი კისერზე ჩამოვიკიდე და საწოლისკენ გავიხედე,ლილიანს ტუჩები გადმობურცული ჰქონდა და ისე ტკბილად ეძინა,კინაღამ მივვარდი და კოცნით ამოვგუდე,მაგრამ შემეცოდა,პლედი გადავაფარე,შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გავედი,შემდეგ კი კიბეები ჩავირბინე და დედასთან გავედი სამზარეულოში,ვუთხარი,რომ მივდიოდი
-ბეტი,მე სამსახურში უნდა გავიქცე,ლილიანი ვის დავუტოვო? -მკითხა,როდესაც უნდა გამოვსულიყავი
-იქნებ მამას გაუყვანო სამსახურში?გთხოვ -ტუჩი გადმოვატრიალე.დედამ გაიცინა,შემდეგ კი შუბლზე მაკოცა
-კარგი,მოვახერხებ რამეს -დედას თავი დავუქნიე სამზარეულოდან გამოვედი,როდესაც ემილის შეტყობინება მომივიდა,სადაც მეუბნებოდა,რომ უკვე გარეთ იყო,მეც უფრო სწრაფად ავიღე ჩემი ჩანთა და გარეთ გავედი,კიბის თავში ჩემი ქერა მელოდა.კიბეები სწრაფად ჩავირბინე და უკნიდან შევახტი,თან სიცილი ამიტყდა,როდესაც ხმამაღლა დაიყვირა და ხელი გულზე დაიდო
-იდიოტო,გული გამისკდა -სიცილით მითხრა.მას მოვშორდი და წინ დავუდექი,შემდეგ კი ჩავეხუტე
-მომენატრე,როგორ ხარ? -ვკითხე,როდესაც ხვევნა-კოცნას მოვრჩით
-კარგად,შენ?რატო დაიკარგე?
-დედაჩემმა გინეკოლოგთან მიმიყვანა და ისეთი ამბები ხდება!! -ეზოდან გავედით და იქვე პატარა კაფეში შევედით,მოყოლა დავიწყე,ემი კი გაკვირვებული სახით მომჩერებოდა,მისი ყბა კი კაფიდან სადღაც მირბოდა..

Harry's POV

პალატაში ჩემს წინ დაახლოებით 30-35 წლის ქალი მეწვა და ჰისტეროსკოპით ვსინჯავდი.შუშაში ვიყურებოდი და გული დამეწვა ამ ქალის გამო. საშვილოსნოს მიომა,ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავადება,რომელიც შეიძლება ქალს ჰქონდეს.
თავი გავაქნიე და ხელსაწყო ქალბატონს მოვაშორე
-შეგიძლიათ წამოჯდეთ -თავაზიანად ვუთხარი.როდესაც ჩემი ნათქვამი გაიგონა ფეხები შეატყუპა და მაგიდაზევე წამოჯდა
-რაიმე საშიში არის? -მკითხა და სპეციალური ღია ფერის ხალათი შეისწორა,რომელსაც პაციენტებს ჩვენ ვაცმევთ.
-საშვილოსნოს მიომა აღმოგაჩნდათ -დაუფარავად ვუთხარი ის,რაც რამდენიმე წუთის წინ დავინახე ხელსაწყოში.ქალს თვალები ცრემლებით აევსო და ხელები პირზე აიფარა
-აღარაფერი ეშველება? -მკითხა და შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლები.თავი გავაქნიე და მხარზე ხელი დავადე,დასამშვიდებლად -ამის გამომწვევი მიზეზი რა შეიძლება იყოს?
-სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები,გენეტიკური ფაქტორი.. -დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზები ჩამოვუთვალე,შემდეგ კი კიდევ ერთი ფაქტორი გამახსენდა
-აბორტს რამდენად ხშირად იკეთებდით? -ვკითხე
-ერთხელ მაქვს მხოლოდ გაკეთებული,ისიც იმ მიზეზით,რომ მუცელი მომეშალა და შემდეგ საჭირო გახდა მკვდარი ბავშვის საშვილოსნოდან გამოფხეკვა -გულდაწყვეტილმა მითხრა და ცრემლები კიდევ ერთხელ მოიწმინდა
-ხშირი აბორტიც ამ დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია -დარწმუნებით ვუთხარი და მაგიდას მივუჯექი
-ახლა რა იქნება? -მკითხა ქალბატონმა
-ოპერაციისთვის მოგამზადებთ და საშვილოსნოს ამოგაჭრით,შემდეგ კი სამუდამოდ დაისვენებთ ამ პრობლემისგან -ქალს ისევ წამოუვიდა ცრემლები და გული ჩამეწვა მის გამო.ნამდვილად ძალიან რთულია,როდესაც იგებ,რომ მეტ შვილს ვერ გააჩენ რაღაც დაავადების გამო.
კარზე კაკუნი შემომესმა,ფურცელზე მისი ანკეტა შევავსე და ვუთხარი,რომ ტანზე ჩაეცვა,შემდეგ კი კარისკენ წავედი და ოდნავ შევხსენი,ვიფიქრე ელი იყო,მაგრამ როდესაც კარში მდგარი ბეატრისი დავინახე შეუმჩნევლად ჩამეღიმა
-გამარჯობა,ჩემი ჩანთის წასაღებად მოვედი -ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე მითხრა.გულში გამეცინა და თავი დავუქნიე
-პაციენტი მყავს,გაემზადება და შემდეგ მოგცემ,მაგრამ იქამდე შენთან საუბარი მინდა,კარგი? -ვიფიქრე,რომ უარს მეტყოდა და ჭირვეულობას დაიწყებდა,მაგრამ უბრალოდ თავი დამიქნია,პალატიდან უნდა გამოვსულიყავი,როდესაც ჩემი პაციენტი გამოვიდა,უკვე ჩაცმული
-ერთი წამით,ბეს.. -უკვე მეორედ დავუძახე შემოკლებული სახელი,დავინახე როგორ გაეღიმა,შემდეგ კი პაციენტს მივუბრუნდი
-ხვალ დაგელოდებით,მოგამზადებთ ოპერაციისთვის და ზეგ უკვე ოპერაცია იქნება.. ნურაფერზე ინერვიულებთ,ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნები -ქალმა,რომლის სახელიც ელისა იყო და ახლაღა გამახსენდა ეს,თავი დამიქნია,დამემშვიდობა და წავიდა.როდესაც დავინახე,რომ კარში გავიდა ისევ ბეატრისს მივუბრუნდი,რომელიც უკვე პალატაშიც შესულა და ჩანთაც ხელში ეჭირა
-გეჩქარება?სადმე კაფეში დავჯდეთ -შევთავაზე და თეთრი ხალათი გავიხადე,შემდეგ კი გამჭირვალე ხელთათმანებიც მივაყოლე
-არა,არ მეჩქარება -ღიმილით მითხრა.თავი დავუქნიე,ჩემი საყვარელი რმზის სათვალე გავიკეთე,ტელეფონი ხელში დავიჭირე და კარისკენ ვუბიზგე,ხელი მხარზე ნაზად დავადე და პალატიდან გავედით.მაშინვე დავინახე ელის მზერა და გამეცინა,ისიც გამიკვირდა ასე მარტივად რომ დამთანხმდა,მაგრამ ალბათ მიხვდა რომ დოქტორ სტალსზე კარგ ბიჭს ვერსად ნახავდა.
ჩემივე ფიქრებზე გამეცინა და ლიფტი გამოვიძახე
-რომელ კაფეში წავიდეთ? -ვკითხე
-რავიცი,როგორც შენ იტყვი -გამიცინა და ვფიცავ გულწრფელად ვამბობ,ასეთი ღიმილი გოგოზე არასოდეს შემინიშნავს.ყველაზე ლამაზი და გულწრფელი ღიმილი. როდესაც ლიფტი ამოვიდა წინ ბეტი შევუშვი,შემდეგ კი მეც შევყევი და პირველივე ღილაკს მივაჭირე.რამდენიმე წამში ლიფტში შუქმა თამაში დაიწყო და მალევე ლიფტიც გაჩერდა
-რა ხდება? -ხმადაბლა იკითხა
-შუქი ჩაქვრა და გავიჭედეთ -ამოვიოხრე და ტელეფონი ამოვიღე,შემდეგ კი ელის ნომერი მოვძებნე და მასთან დავრეკე რომ ხელოსნისთვის დაერეკა,თუმცა არ იღებდა.ვიგრძენი ბეატრისის პატარა ხელები მკლავზე
-არ მიყვარს სიბნელე -ხმადაბლა დაიჩურჩულა ახლა მისი ხელები წელზე ვიგრძენი. მეც მოვხვიე ხელები წელზე და თავზე ნაზად ვაკოცე
-დამშვიდდი,მეც ხომ აქ ვარ,მალე გამოგვიშვებენ,ნუ ღელავ -დამშვიდება დავუწყე,თან თმაზე ნაზად ვეფერებოდი,როდესაც მისი ხელები ახლა ლოყებზე ვიგრძენი,შემდეგ კი თითის წვერებზე აიწია და ჩემს ბაგეებს შეეხო.  

.............................

თქვენ არ იცით შემდეგ თავში რეები მოხდება 😈

და თუ არ იქატიურებთ 2 დღე არ გაღისებთ ახალ თვას 😈

Dr.StylesWhere stories live. Discover now