Beatrice's POV
-ბეტი,კლიენტი იცდის და გცალია? -საწყობში მაიკი ჩამოვიდა და მკითხა.არ მოველოდი,ამიტომ შევხტი მაგრამ თავი დავუქნიე,თუმცა სანამ გავიდოდა ვთხოვე რომ ხილის ორი ყუთი მაღაზიაში ამოეტანა,რადგან უკვე გვითავდებოდა. ხელები დავიბანე,შემდეგ კი სალაროსთან დავბრუნდი,ახალგაზრდა გოგონა მიცდიდა
-უკაცრავად რომ გალოდინეთ -მოვიბოდიშე -რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ნატურალური წვენი მინდა და გრეფრუტი 1 კილო -გოგონას თავი დავუქნიე, გრეიფრუტი ავუწონე,შემდეგ კი ნატურალური წვენისთვის ხელზე ერთჯერადი ხელთათმანები ჩავიცვი,მაცივრიდან კი გამზადებული,დაჭრილი ხილი გამოვიღე
-რისი წვენი გნებავთ? -ვკითხე გოგონას
-კივი და ანანასი -თავი დავუქნიე,შემდეგ კი წვენის დაწურვა დავიწყე. როდესაც ერთი კლიენტი გავუშვი მას კიდევ რამდენიმე მოჰყვა.
მთელი დღე,დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე ფეხზე ვიდექი და კლიენტებს ვემსახურებოდი,თან სახეზე ყალბი ღიმილი მქონდა აკრული,ფეხებს უკვე ვეღარ ვგრძნობდი,საშინლად დაღლილი და ქანც გამძვრალი ვიყავი. როდესაც მაღაზიაში წვენების განყოფილება დავხურე მაღაზიიდან.ხელიც კი ძლივს ავწიე,რომ ტაქსი გამეჩერებინა. როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს ვუთხარი სადაც მივდიოდი თავი დამიქნია და გზას დავადექი. წარმოგიდგენიათ?ჰარი 1 კვირაა არ მინახავს. საშინელი გრაფიკი მაქვს,დილით 10 საათზე რომ მივდივარ სამსახურში 11 საათამდე აქ ვარ,ან შეიძლება უფრო გვიანობამდეც,როდესაც აღწერა გვაქვს ან ხილის შემოტანა. ეს სამსახური ერთ-ერთ გაზეთში აღმოვაჩინე და გამიმართლა,რომ დავიწყე მუშაობა. ჩემს დაღლილობას არ ვჩივი,მთავარია ლილიანს მივცე ის ყველაფერი,რაც მას სჭირდება. ტელეფონი ამოვიღე,რამდენიმე შემოსული ზარი იყო,რათქმაუნდა ჰარისგან. ხვალ დასვენება მაქვს და იმედია მოიცლის რომ ვნახო,თორემ გავგიჟდები. 1 კვირა გადაბმით ვმუშაობდი,რომ ყველაფერი შემესწავლა და ახლა უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში მომიწევს ჩადგომა. 3 დღე ვიმუშავებ,2 დღე დავისვენებ,ამ ორი დღიდან 1 დღე აუცილებლად ფოტოსესიაზე უნდა წავიდე 1 დღე კი ჰარის,ბეტის და ზეინს უნდა გადავუნაწილო და მათთან გავატარო. ჰარის უკან გადავურეკე
-მომენატრე -როგორც კი ტელეფონს უპასუხა მაშინვე მივახალე,თან თვალები დავხუჭე. ვერ ავღწერ ისეთი დაღლილი ვარ.თავიც ისე მტკივა ასე მგონია სადაცაა გასკდება.
-ბეტი,მეც მომენატრე. ისევ მუშაობ? -მასაც დაღლილი ხმა ჰქონდა.როგორც ჩანს ისევ სამსახურშია მაგრამ ასე გვაინ რა უნდა იქ?
-არა,ახლახანს წამოვედი,ტაქსიში ვზივარ. შენ სამსახურში ხარ? -გაკვირვებულმა ვკითხე
-ხო,ახალი დანადგარები ჩამოგვივიდა და უნდა გადავანაწილო,ჩვენს სხვა ფილიალებშიც უნდა გავგზავნო,მოკლედ ამაზე შენ არ ინერვიულო. -მივხვდი რომ ჩაიცინა. ღმერთო როგორ მენატრება. 1 კვირა,1 კვირაა მის ტუჩებს არ შევხბივარ!
-შეიძლება შენთან მოვიდე? -ცოტახანში ვკითხე. არ მინდა ხელი შევუშალო,მაგრამ რომ არ ვნახო ალბათ მოვკვდები. ძალიან გამიჭირდება ასე მუშაობა,ის მაძლევდა ყოველთვის შემართებას,რომ რაიმე გამეკეთებინა,რომ გავძლიერებულიყავი,მაგრამ ახლა მასაც კი ვერ ვნახულობ და ამას ჭკუიდან გადავყავარ
-რა?რათქმაუნდა,რატომ მეკითხები? მე უნდა შემომეთავაზებინა,უბრალოდ ვიცი რომ ძალიან დაღლილი ხარ და აღარ გითხარი,ვიფიქრე რომ ისევ უარს მეტყოდი -მისი ბოლო სიტყვებით მივხვდი რომ ნაწყენი იყო. მესმის მისი. უკვე მერამდენედ ვუთხარი უარი მასთან წასვლაზე,მაგრამ არა იმიტომ რომ არ მინდა. უბრალოდ იმდენად დაღლილი მივდივარ სახლში,რომ ჭკუიდან ვიშლები. გეფიცებით ფეხებს ვერ ვგრძნობ,თან მაღლები მაცვია. მეც სულელი ვარ მაღლები რომ ჩავიცვი,მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ სამსახური ასე მოითხოვს? სულ უნდა იღიმოდე,რომ კლიენტები მოიზიდო,სულ კარგად უნდა გამოიყურებოდე,რომ ჩვენს პროდუქციაზე გული მოუვიდეთ. ტაქსის მძღოლს ჰარის კლინიკის მისამართი ვუთხარი და იქ წავედით. ახლა შედარებით მალე მოვედით. ეკრანზე ის თანხა დაიწერა,რაც უნდა გადამეხადა,ჯიბიდან ფული ამოვიღე და კაცს მივაწოდე,ხურდა საფულეში ჩავიყარე და მანქანიდან გადავედი. როდესაც კლინიკის კიბეები ავიარე ფეხზე გავიხადე და ისე შევედი შიგნით. როდესაც მაღლებიდან ფეხი ცივზე დავდე თითქოს სრული ნეტარება ვიგრძენიო. ფოიეში მენეჯერს მივესალმე
-ჰარი რომელ სართულზეა? -თუ არ ვცდები ლია ერქვა გოგონას
-მეცამეტე სართულზე ავიდნენ წეღან -თავი დავუქნიე და ლიფტისკენ წავედი, ღილაკს ხელი მივაჭირე,ფეხსაცმელი კი ხელში კარგად დავიწირე რომ არ დამვარდნოდა. როდესაც მეცამეტე სართულამდე ავაღწიე ლიფტიდან გამოვედი და თვალით ჰარის ძებნა დავიწყე,თუმცა არ გამჭირვებია მისი მონახვა,მის მხრებს მილიონ ადამიანშიც კი გამოვარჩევ. მიუხედავად იმისა,რომ საშინლად დაღლილი მელაპარაკებოდა,მაინც წელში გამართული იდგა და მუშებს ეუბნებოდათ რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ.მისკენ ნელი ნაბიჯით წავედი,იმის თავიც არ მქონდა,რომ გავქცეულიყავი და უკნიდან მოულოდნელად მოვხვეოდი. ფეხსაცმელი იქვე დავდე,როგორც ჩანს ხმა გაიგო და ჰარი ჩემსკენ მოტრიალდა,როდესაც დამინახა ყურებამდე ღიმილი გამოესახა სახეზე,ხელები გაშალა და ჩემსკენ წამოვიდა. რა წამსაც მის მკლავებში მოვექეცი თითქოს დედამიწამაც კი შეწყვიტა ტრიალი. ერთი კვირის შემდეგ როგორც იქნა ჩავეუტე,როგორც იქნა მისი სურნელი შევიგრძენი.
-ღმერთო,როგორ მომენატრე! -კინაღამ ტირილი დავიწყე,როდესაც ძლიერად მეხვეოდა,თან თავზე მკოცნიდა
-მეც პატარავ,მეც საშინლად მომენატრე -თავი ნაზად ამაწევინა და ტუჩებზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა.ხელები კისერზე მოვხვიე და მის მკერდს მივეკარი,თვითონ კი მუშებისკენ გატრიალდა -ბიჭებო,შეგიძლიათ დღეს დაისვენოთ,ხვალ კი დილით გელოდებით -ბიჭებმა თავი დაუქნიეს,მშვიდობიანი ღამე გვისურვეს და ლიფტისკენ წავიდნენ. ჰარიმ იქვე კაბინეტის კარი გამოხსნა და იქ შემიყვანა,თან სახეზე ნაზად მეფერებოდა
-ერთი კვირაა არ მინახიხარ,არ მჯერა -ხმადაბლა ამოიოხრა და თვალები დამიკოცნა. როდესაც მაგიდაზე შემომსვა სახეზე თითები ნაზად ჩამომისვა,შემდეგ კი ყელში მაკოცა
-ჰაზ -დავიჩურჩულე და თავი ოდნავ გავწიე. ვიცი საითაც მიჰყავს საქმე და გეფიცებით,ახლა სექსი რომ მქონდეს ალბათ ხელებში ჩავაკვდები -ჰაზ გთხოვ, მართლა არ შემიძლია. -თავი მორჩილად დამიქნია,თუმცა აშკარად შევატყვე,რომ არ ესიამოვნა. თითებით თმა უკან გადამიწია და ლოყაზე მაკოცა
-რატომ იწვალებ თავს? -წყნარად მკითხა -ჩემთან კლინიკაში უამრავი ადგილია, სადაც შეგიძლია რომ იმუშავო და საკმაოდ დიდი ანაზღაურებაც გექნება,თან გნახავ მაინც! ერთი კვირა უშენოდ ნამდვილი სიკვდილი იყო ბეს, გთხოვ ნუ ჯიუტობ და დამიჯერე
-შენ ფიქრობ ჩემთვის ადვილია შენს გარეშე? -კითხვა უკან დავუბრუნე -როგორ ფიქრობ როგორ ვიყავი შენს გარეშე? უბრალოდ რატომ არ გესმის,მირჩევნია მოვკვდე მუშაობით,ვიდრე ჩემზე ბინძური ჭორები ააგორონ და დაიწყონ იმაზე ლაპარაკი,რომ აქ არაფერი მესაქმება,მაგრამ რადგან შენი შეყვარებული ვარ ეს მეპატიება -თავი გავაქნიე და ამოვიოხრე. ღმერთო ახლა ვიტირებ. ყველაფერი ისე ძალიან მტკივა..
-რატომ ხარ ასეთი სულელი? -მომშორდა და ღრმად ამოიოხრა -რატომ უნდა ემსახურო სხვებს,როდესაც შეგიძლია რომ უფრო მარტივად გამოიმუშავო ფულიც და დროც უფრო მეტი გექნება,შენი დისთვისაც,ჩემთვისაც და ზეინისთვისაც.
-გპირდები ამაზე დავფიქრდები -შევპირდი
-თანაც აღარ დაგჭირდება იმ უაზრო ფოტოსესიებზე სიარული -ისევ ჩემთან მოვიდა და გულში ჩამიკრა.ხელები წელზე მოვხვიე და თავი მკერდზე დავადე.
-ფოტოსესიებზე მაინც ვივლი. მაგ ფოტოსესიებმა მომიყვანა ცოტა აზრზე,იქ როდესაც ვარ ვისვენებ ჰაზ,მართლა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ იქ. თანაც ახლა ბილბორდებისთვის უნდა გადამიღონ,საკმაოდ დიდ თანხას იხდიან -მხრები ავიჩეჩე და ჰარის სახეზე შევხედე. მესმის რომ არ უნდა სხვა მამაკაცის წინაშე როდესაც ვპოზიორობ,მაგრამ რატომ არ უნდა გამიგოს,რომ ეს ჩემი საქმეა?
-ჰარი ნუ იქცევი თითქოს პატარა ბავშვი იყო,უბრალოდ გამიგე რა -მაგიდიდან ჩამოვხტი და ამოვიოხრე -შენ ხომ შენით მიაღწიე ყველაფერს,ხომ შენით დაიმკვირდრე სახელი და შენი შრომით მოხვედი აქამდე,მეც მინდა რომ ჩემი შრომით რამეს მივაღწიო,მინდა რომ საკუთარი თავით მეთვითონ ვიამაყო. კარგი,აქ ვიმუშავებ,მაგრამ ცხოვრების ბოლომდე ისე იტყვიან,რომ მე აქ იმიტომ კი არ ვმუშაობდი,რომ მართლა რაიმეს გამკეთებელი ვიყავი,იმას იტყვიან,რომ შენს გამო ვიყავი აქ და საერთოდაც არაფერს ვაკეთებდი -თავი გავაქნიე და ცრემლები მოვიწმინდე. მგონი ჭკუიდან ვიშლები,ამხელა ფიზიკუტ დატვირთვას ახლა ისიც ემატება,რომ ჰარისთვის ამ ყველაფრის ახსნა მიწევს! ეს მტკენს გულს. აქამდე საოცრად ესმოდა ჩემი და ახლა?უბრალოდ გაშტერებული მიყურებდა, არაფერს ამბობდა და ეს გულს უფრო მეტად მტკენდა.
-უბრალოდ მინდა,რომ მომავალში რაიმეს წარმოვადგენდე. სულ ეს არის -ცრემლები მოვიწმინდე და კარისკენ წავედი -ძალიან მწყინს რომ ასეთ დროს არ გესმის ჩემი,ძალიან მტკივა გული,რომ ახლა როდესაც შენი მხარდაჭერა მჭირდება ასე მექცევი -კარიდან უნდა გავსულიყავი,როდესაც ხელი იდაყვში მომკიდა და წამის მეასედში გულში ჩამიკრა,რამაც უფრო ამიჩუყა გული. ხელები ძლიერად მოვხვიე და მაისურზე ვეჭიდებოდი,თითქოს სადმე მირბოდა. ვერ დავუშვებ,რომ დავკარგო. ჭკუიდან შევიშლები,რომ დავკარგო.
-მესმის შენი. ბევრჯერ დაგპირდი,რომ არასოდეს მიგატოვებდი და განსაკუთრებით ახლა,როდესაც ჩემი გვერდში დგომა გჭირდება -თავი ამაწევინა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. ხელები კისერზე დავადე,თან ძლიერად ვუჭერდი. მთელი ჩემი სხეული პანიკას მოეცვა. მისი დაკარგვით გამოწვეულ პანიკას. ჩვენს კოცნას ჩემი ცრემლები ასველებდნენ.ჰარიმ კოცნა შეწყვიტა და თვალები დამიკოცნა
-ნუ ტირი,გთხოვ -ყურში ჩამჩურჩულა -მაპატიე.მიყვარხარ
-მიყვარხარ -მისი სიტყვები გავიმეორე,შემდეგ კი თვალები დავხუჭე და დავამთქნარე.
-ჩემთან დარჩი დღეს,გთხოვ -საათს დავხედე,ლილიანს უკვე ეძინება.ზეინს მივწერე და ვუთხარი,რომ ჰარისთან მივდიოდი,ჰარის კი თავი დავუქნიე. საოცრად მომენატრა მის მკლავებში ძილი. თავით კარისკენ მანიშნა,ხელი ჩამკიდა და გარეთ გავედით,ჩემი ფეხსაცმელი იქვე იდო სადაც დავდე,ფეხები შიგნით ჩავაცურე, ტკივილმა კი მაშინვე შემახსენა თავი. საშინლად მტკივა ფეხები,რომ შემეძლოს მომავალი ორი საუკუნის განმავლობაში მაღალქუსლიანებს არც კი შევხედავდი. მეცამეტე სართულიდან ლიფტით ჩავედით ქვევით,ჰარის ხელი მხარზე ჰქონდა მოხვეული და მის მკერდზე ვყავდი მიკრული. გარეთ ლიას და დაცვას დავემშვიდობეთ,შემდეგ კი მის მანქანაში ჩავჯექით.
გზაში ჩამეძინა,თუმცა როდესაც ვიგრძენი,რომ ხელში უნდა ავეყვანე მაშინვე გამოვფხიზლდი.თვითონაც საშინლად დაღლილი იყო და ახლა კიდევ მე მატაროს ხელით? მანქანიდან ჩემით გადმოვედი და ლოყაზე ვაკოცე
-შენებს უკვე სძინავთ როგორც ჩანს -მადაბლა ვუთხარი,როდესაც სახლში შევედით
-ხო,ისინი მესამე სართულზე არიან და ხმა არ ესმით,ამიტომ ჩვეულებრივ ილაპარაკე -სიცილით მითხრა და შუბლზე მაკოცა. გამეცინა,ფეზე გავიხადე შემდეგ კი დივანზე წამოვწექი. ტანმა თითქოს წამიერად დაისვენაო,თვალები დავხუჭე და ამოვიოხრე. საშინლად მეძინება,საშინლად,თუმცა მასთან უფრო მინდა.
-დღეს ნაჭამი გაქვს საერთოდ? გშია? -ჰარიმ მკითხა,ჩემი ფეხები ზემოთ ასწია და მის კალთაში ჩაიწყო.
-კი,ნაჭამი ვარ -თავი დავუქნიე. ფეხებზე ნაზად მასაჟების გაკეთება დამიწყო და ხმამაღლა ამოვიოხრე.ახლა ეს ჩემთვის ნამდვილი სამოთხეა -საშნლად მტკივა ფეხები
-ხოდა მასაჟს გაგიკეთებ და აღარ გეტკინება -გამეცინა და კოცნა გავუგზავნე. ჰარიმ კოცნა ''დაიჭირა'' და ტუჩებზე ''მიიკრა'',შემდეგ კი მე გამომიგზავნა კოცნა,მეც იგივე გავაკეთე რაც მან და ჩვენს პატარა 'თამაშზე' ორივეს გაგვეცინა
-წამოდი ოთახში დაწექი და ნორმალურად დაიძინე,ცოდო ხარ -შემომთავაზა, თან ფეხებზე მეფერებოდა.
-შენი ყურება მირჩევნია -გულწრფელად ვუთხარი.ჰარის გაეცინა და ფეხზე წამოდგა,ხელი მომკიდა და მის მკლავებში მომიქცია.ამჯერად აღარ შევწინააღმდეგებივარ,როდესაც მისი ოთაისკენ წამიყვანა. თვალები დავხუჭე და კიდევ დავამთქნარე.საწოლზე დამაწვინა,თან ტანზე მხდიდა,მეც დავეხმარე გახდაში,ბოლოს კი გვერდით მომიწვა,პლედი გადამაფარა და მის მკლავებში მომიქცია. საბოლოოდ კი მის მკლავებში ჩამეძინა და მთელი დაღლილობაც მომეხსნა.როგორც იქნა მასთან ერთად დავიძინე,მის მკლავებში,როდესაც მის გულის ცემასაც კი ვგრძნობდი.
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.