Part 17

1.5K 93 4
                                    


  Beatrice's POV

-რა ჯანდაბაა? -დავიყვირე და ლილიანისკენ წავედი,ჩანთა კი იქვე მივაგდე. როდესაც დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და ისე ჩამეხუტა,რომ გამიკვირდა,ამხელა ძალა საიდან ჰქონდა ამ პატარა შეშინებულ ბავშვს.ერთიანად კანკალებდა და ხელებს ძლიერად მიჭერდა.
დედაჩემმაც და მამაჩემმაც მე შემომხედეს.დედაჩემის დასიებული და მამაჩემის სიბრაზისგან აწითლებულმა სახემ მეც შემაშინა
-რა ჯანდაბა ხდება? რა გაყვირებთ? ნუთუ ვერ ხედავთ ლილიანი როგორი შეშინებულია? -გამწარებულმა დავიყვირე და ჩემს პატარა დაიკოს ნაზად მოვეფერე. გულამომჯდარი ტიროდა და მეხვეწებოდა რომ აქედან წავსულიყავით.
-რა ხდება? -დედაჩემმა ისევ დაიყვირე -რა ხდება და მამაშენმა მთელი ფული კაზინოში წააგო,ახლა კი არ ვიცი რას ვაპირებთ ამ თვეში საერთოდ,შენი მასწავლებლები,ოჯახის ფული,ყველაფრის გადასახდელია და ეს სულ არ ადარდებს მამაშენს! -ისევ დაიყვირა გამწარებულმა
-რახან ვამბობ,რომ ფულს მოვიტან,ესეიგი მოვიტან და აუცილებელი არ არის ყველას გააგებინო რა მოხდა -მამაჩემმა დაიღრიალა. გული ჩამწყდა და ცრემლები წამომივიდა.
-ვიფიქრე რომ შენი ცუდი ჩვევები დაივიწყე,მაგრამ როგორც ჩანს უბრალოდ ასე ვიფიქრე და ეს სიმართლეს არ შეესაბამება -თავი გავაქნიე და კარისკენ წავედი.ახლა ლილიანთან ერთად მეც ვტიროდი. ვიფიქრე,რომ ძველი ცუდი ჩვევები უკვე წარსულს ჩააბარა და ნამდვილი ოჯახი ვიყავით,მაგრამ როგროც ჩანს სამყაროს ჯერ ისევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი და სასტიკად მოვტყუვდი.
ტაქსი გავაჩერე და შიგნით ჩავჯექი,ზეინის სახლის მისამართი ვუთხარი შემდეგ კი ლილიანს ნაზად მოვეფერე თმებზე
-ლი,მომხედე ჩემო ლამაზო -თავი ავაწევინე და მის ცისფერ თვალებს შევხედე,რომელიც ტირილისგან სულ ჩასწითლებოდა -გპირდები ასეთი რაღაც აღარ მოხდება,კარგი? -ლილიანმა თავი დამიქნია და ისევ ჩამეხუტა. ვერ ვიჯერებ რომ პირდაპირ ლილიანის თვალწინ დაამსხვრიეს ჭურჭელი და მის წინაშე უყვიროდნენ ერთმანეთს,ეს ხომ ბავშვია.დავიჯერო არ იციან რამდენად მოქმედებს ბავშვზე მშობლების ჩხუბი?
როდესაც ტაქსი გაჩერდა მანქანიდან გადავედი და ჯიბეები მოვიჩხრიკე,რომ ფული ამომეღო,თუმცა ახლაღა გამახსენდა,რომ ჩანთა სახლში შესვლისთანავე დავაგდე და შემდეგ ისე გამოვედი,რომ აღარ ამიღია. ჯანდაბა!
-ფული აქ არ მაქვს,ახლავე შევალ და გამოგიტანთ -მძღოლმა თავი დამიქნია.კიბეები სწრაფად ავირბინე და ზარი დავრეკე,რამდენიმე წამში კარი ნინამ გამიხსნა
-გამარჯობა ნინა -მივესალმე და შიგნით შევედი,ლილიანი იქნვე დავსვი -ზეინი სად არის?
-სამზარეულოშია -წყანარად მიპასუხა და ტანზე ხალათი მოიხურა -ხომ მშვიდობაა? -თავი დავუქნიე და ვთხოვე ლილიანისთვის მიექცია ყურადღება მე კი სამზარეულოში შევედი
-ზეინ -როგორც კი ის დავინახე მისკენ წავედი და მოვეხვიე,ტრუსით იდგა თუმცა ეს დიდად არ მაღელვებს.მანაც მომხვია ხელები და მხარზე მაკოცა
-რა მოხდა გაბურძგნულო? -ხმადაბლა მკითხა
-გთხოვ რა ფული მომეცი,გარეთ ტაქსის მძღოლი მელოდება -ვუთარი როდესაც მოვშორდი
-მიდი შენ ნინასთან და მე მოვაგვარებ მაგას -თავი დავუქნიე და ლილიანთან და ნინასთან გავედი. ნინა დივანზე იჯდა კალთაში კი ლილიანი ეჯდა და ნაზად ეფერებოდა თან ყურში რაღაცას ეუბნებოდა
-მხოლოდ ტირის და ხმას არ იღებს -ხმადაბლა მითხრა -ყველაფერი კარგად არის ბეატრის?
-მშობლებმა იჩხუბეს და ის შეესწრო -ამოვიოხრე.ნინამ თავი დამიქნია და ლილიანს შუბლზე აკოცა
-ოთახში შევიყვან,თითქოს დაწყნარდა და დავაწვენ მე კი სახლში წავალ,მელოდებიან -მხრები ავიჩეჩე.როგორც მას აწყობს ისე გააკეთოს. ზეინი სამზარეულოდან გამოვიდა და ოთახში შევიდა,სწრაფ ჩაიცვა და გარეთ გავარდა. ნინას ჩემი და გამოვართვი და ხელი ნაზად ჩამოვუსვი სახეზე.ახლა ის დროა,როცა მას უკვე სძინავსხოლმე,თუმცა ვინ დააძინა?დახოცეს სახლში ერთმანეთი
-დაგაწვინო დაიძინებ? და ხვალ გპირდები ბენს განახებ -დაღლილმა თავი დამიქნია. ნინას დავემშვიდობე და მეორე სართულზე ავედი.როდესაც საწოლზე დავაწვინე გვერდით მივუწექი და ვეფერებოდი.მალევე ჩაეძინა თუმცა მე ნამდვილად ვერ დავიძინებ.ოთახიდან გამოვედი და ქვევით ჩავედი,როგორც ჩანს ნინა უკვე წასული იყო ზეინი კი დივანზე იჯდა.როდესაც გაიგო,რომ ჩავედი შემომხედა და ხელით მანიშნა,რომ მის გვედით დავმჯდარიყავი
-რა მოხდა? -მკითხა როდესაც მის გვერდით დავჯექი და ძლიერად მოვეხვიე
-როგორც ჩანს მამაჩემს არ დავიწყებია ძველი ჩვევები და ისევ კაზინოში დაიწყო თამაში -ამოვიოხრე -სახლში რომ მივედი ჩხუბობდნენ,ლილიანი კიდევ შიშისგან კანკალებდა,კუთხეში იდგა და უყურებდა მათ.
-რა დაემართა რობს?დიდი ხანია არ უთამაშია კაზინოში -მხრები აიჩეჩა ზეინმა და თავზე ნაზად მაკოცა
-არ ვიცი მაგრამ მთელი ფული წაუგია -ცრემლები ღვარად წამომივიდა თვალებიდან და უფრო ძლიერად ჩავეხუტე ზეინს.ერთადერთი ადამიანია ვისთანაც ყველაზე გახსნილად შემიძლია ვესაუბრო ასეთ თემებზე. ემილისაც კი ვერ ვესაუბრები ყველაფერზე,თუმცა ის არ არის ისეთი მეგობარი,როგორიც ზეინი. მათი შედარებაც კი სასაცილოდ მიმაჩნია,ზეინი ძმაზე მეტს ნიშნავს ჩემთვის.
-არ იტირო რა,გთხოვ -ცრემლები მომწმინდა -ხომ იცი ვერ ვიტან როდესაც ტირი. ყველაფერს მოვაგვარებ ნუ ნერვიულობ -თავზე ნაზად მაკოცა და ცრემლები მომწმინდა
-თუ გინდა შენს ბიჭთან გაგიშვებ -ეშმაკურად გამიღმა რამდენიმე წუთში და თითი ცხვირზე ჩამომკრა.როდესაც მივხვდი,რომ ჰარის გულისხმობდა მუცელში რაღაცეები აფრინდნენ და გული ამიჩქარდა
-ლილიანს ვერ დავტოვებ -ამოვიოხრე.
-ლილიანთან მე ვიქნები -შუბლზე მაკოცა -ხომ იცი,როდესაც მე ვარ შენ სულ არ ახსოვხარ ხოლმე -გაიცინა და თვალი ჩამიკრა
-არა,ახლა ნამდვილად არ მინდა ასეთ მდგომარეობაში მნახოს -ამოვიოხრე -ავალ და მეც დავიძინებ
-ლილიანთან მე შევალ,შენ მეორე ოთახში შედი რა -დამეკრიჭა.გამეცინა და თავი დავუქნიე.ერთად ავედით მეორე სართულზე,ზეინმა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ ოთახში შემიყვანა თვითონ კი ლილიანთან შევიდა.საწოლზე წამოვწექი,თვალწინ ისევ ჩემი სახლის სცენა დამიდგა და ცრემლები წამომივიდა. თუ ასე გააგრძელა მამაჩემმა რას ვაპირებთ? წელს ვამთავრებ კოლეჯს,შემდეგ კი ოქსფორდში მინდა ჩაბარება,მინდა უფრო ღრმად შევისწავლო ფოტოხელოვნება და სერიოზულად გავყვე ხელოვნების ამ დარგს რაც ნამდვილად არ ჯდება იაფი. ცრემლები მოვიწმინდე და ბალიში ჩავიხუტე,თვალები დავხუჭე,თუმცა ნამდვილად ვიცი ამ ღამით ვერ დავიძინებ.

Dr.StylesWhere stories live. Discover now