Part 44

992 62 2
                                    


  Beatrice's POV

იმ ჩანთების ჩალაეგება განვაგრძე,რომელსაც ლილიანის ბაღიდან გამოყვანამდე ვალაგებდი. ჩემი პატარა დაიკო კუთხეში იდგა და მიყურებდა,თან დამწუხრებული იყო და ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა ჩემთვის რამე. ცოტახნით ჩანთებს თავი დავანებე და მასთან მივედი
-რატომ ტირი? -ბოლოს მაინც მკითხა. მის წინ მუხლებით დავდექი და სახეზე მოვეფერე -ჰარიმ გაწყენინა?
-არა პატარავ -თავი გავაქნიე -უბრალოდ დავშორდით,მაგრამ ალბათ ასე აჯობებს.
-რატომ დაშორდით? -ცრემლები მომწმინდა და კულულებზე მეთამაშებოდა
-ალბათ ასე იყო საჭირო -მხრები ავიჩეჩე და ცრემლები კიდევ უფრო მეტად წამომივიდა. დავიჯერო აუცილებელი იყო ამის გამო კამათი და მისი დაკარგვა? ან მას უღირდა ჩემი დაკარგვა? იცის როგორ ვცდილობ,რომ რამე გავაკეთო,რომ რამეს მივაღწიო,რომ ჩემს დას ჰქონდეს ყველაფერი და მან რა გამიკეთა?
-ბეტი ნუ ტირი გთხოვ -ლილიანმა ხელები მხრებზე მომხვია და მომეხვია -იცოდე მეც ვიტირებ. -ხელები მოვხვიე და მხარზე ნაზად ვაკოცე,შემდეგ ოდნავ მოვშორდი და თვალებიდან წამოსული კუნწულა ცრემლები მოვწმინდე
-არ იტირო. არასოდეს არ იტირო -თავი გავაქნიე -ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ შენს ლამაზ სახეზე სევდა და ცრემლები არ დავინახო, გპირდები ლი
ლილიანს შუბლზე ვაკოცე,შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი და ცრემლები მოვიწმინდე. არ უნდა ვიტირო,ვიცოდი რომ ეს ურთიერთობა სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა, ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი კიდეც. ჩვენი კამათი მხოლოდ ახლა არ დაწყებულა, დიდი ხანია რაღაც პატარა ბიძგები იყო,ბოლოს კი ამ ყველაფერმა ასეთი სახით იფეთქა. ეს რეალური ცხოვრებაა,სადაც ყველაფერს ჰეფი ენდი არ აქვს, როგორც ზღაპრებში,მიუხედავად იმისა,რომ ეს გულით გვინდა ასე არ არის. უნდა შევეცადო,რომ ლილიანის გამო ვიყო ბედნიერი, უნდა ვეცადო,რომ ის გავაბედნიერო და ისეთი მომავალი ვაჩუქო,როგორზეც მე ვოცნებობდი. თუ საჭირო გახდება ოკეანის გადაღმაც კი გადავალთ საცხოვრებლად,მხოლოდ მე და ჩემი პატარა დაიკო, იმისთვის რომ წარსულის ტკივილი უკან მოვიტოვოთ და ახალი,ნათელი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ახლა,როდესაც ჩემი მშობლებიც არ მყავს გვერდით,ვალდებული ვარ რომ ლის განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო და ამას გავაკეთებ.
-ახლა ჩავალაგებ ჩანთებს და წავიდეთ დღესვე,კარგი? -ლილიანმა უბრალოდ თავი დამიქნია,შემდეგ კი სკამზე ჩამოჯდა და ჩემი ყურება დაიწყო
-დაიკო,ზეინმა იცის? -ცოტახანში მკითხა
-რათქმაუნდა,ვუთხარი დღეს -ლიმ თავი დამიქნია,შემდეგ კი ჩემი ტელეფონი აიღო და შიგნით რაღაცეების კეთება დაიწყო. როგორც ჩანს მის საყვარელ თამაშს თამაშობს.
როდესაც ყველაფერი ჩავალაგე ჩემი ჩანთა ზურგზე გადავიკიდე ლის დავუძახე, პირველი სართულიდან ჩემი ფოტოაპარატი ავიღე,შემდეგ კი ლის ხელი ჩავკიდე,ზეინის სახლის კარი ჩავკეტე და ტაქსი გავაჩერე. ეს ფოტოაპარატიც კი კარის მახსენებს.სანამ კუნძულზე წავიდოდით იქამდე მაჩუქა.ამ წამს მისი ჩართვაც კი არ მინდა,რომ ჩავრთო ისტერიული ტირილი ამივარდება,რადგან შიგნით თითქმის მხოლოდ ჩემი და მისი სურათებია.
როდესაც ჩვენს ახალ სახლამდე მივედით ტაქსის მძღოლს ფული მივეცი,შემდეგ კი მანქანიდან გადავედით. მეორე სართულამდე ფეხით ავედით,ხოლო როდესაც სახლის კარი შევხსენი ლილიანმა ბოლო ხმაზე იკივლა და აქეთ-იქით სირბილი დაიწყო.
-მოგეწონა? -როგორც კი შევედით მაშინვე ვკითხე. მხოლოდ ყვიროდა და ყველაფერს ათვალიერებდა. მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ ძალიან მოეწონა.
-ბეტი ძალიან ლამაზია,მართლა ჩვენი სახლია? -გამეცინა და თავი დავუქნიე,შემდეგ ხელში ავიყვანე და ჩავიხუტე
-კი პატარავ,ჩემი და შენი სახლია. მალე შენი საკუთარი ოთახიც გექნება,იქამდე ჩემთან დაიძინებ -ლოყაზე ვაკოცე,შემდეგ კი ჩემი ოთახისკენ მივანიშნე. მაშინვე ჩამოვიდა ჩემი ხელიდან და იმ ოთახისკენ გაიქცა,კარი შეაღო და ჩემი სახელი დაიყვირა
-ბეტიიი,რამხელა საწოლი გააქვს -გამეცინა და მასთან მივედი,ხელში ავიყვანე და საწოლზე დავაგდე
-ცოტახნით გაგინაწილებ -ენა გამოვუყავი,შემდეგ კი ლოყები დავუკოცნე
-აუ მშია -საწოლზე წამოჯდა,თან ოთახს ათვალიერებდა
-წამოდი,რამე ვიყიდოთ მაღაზიაში -ლილიანი ზურგზე მომეკიდა და მისაღებში ისე გავიყვანე. ჩემი ჩანთიდან საფულე ამოვიღე,შემდეგ კი სახლიდან ასევე გავედით
-შოკოლადი მინდა -ხელები კისერზე კარგად შემომხვია და ისე მელაპარაკებოდა. ფეხები,რომელიც ჩემს წელზე ქონდა მოხვეული კარგად დავუჭირე და კიბეზე ჩავედით
-შოკოლადი საჭმელია? -გამეცინა
-კი -მანაც გაიცინა,თან თმებზე მეთამაშებოდა. როდესაც მაღაზიაში საჭმელი ვიყიდეთ ისევ სახლში დავბრუნდით და მაშინვე ზეინს დავურეკე,რომ მეთქვა ჩემი და ლილიანის წამოსვლის ამბავი. როდესაც მიპასუხა მაშინვე მისაყვედურა,თუმცა შემდეგ მითხრა,რომ ყოველდღე მომინახულებდა,გამეუმრა და ისიც მითხრა, ისე ხშირად მოგაკითხავ თავსაც მოგაბეზრებო,მაგრამ მან ყველასზე უკეთ იცის,რომ ეს არ მოხდება.სანამ დავემშვიდობე ვუთხარი,რომ ჰარიზე მქონდა სალაპარაკო,შემდეგ კი ტკბილი ძილი ვუსურვე მას და ნინას. როდესაც ლილიანს საჭმელი გავუმზადე გემრიელად მიირთვა,ცოტა მეც შევჭამე,ჭურჭელი დავრეცხე და ლილიანი ოთახში შევიყვანე,დასაძინებლად.
-ლი,შენი ღამის პერანგი მართლა არ ვიცი სად არის,ხვალ ამოვალაგებ ჩანთას,შენ კი ჩემს მაისურში დაიძინე,კარგი?
-კარგი -თავი დამიქნია,ტანზე გაიძრო,ჩემი მაისური გადაიცვა და საწოლში ჩაწვა. საბნის ზემოდან მივუწექი გვერდით,კულულებზე დავუწყე მოფერება, თან ხმადაბლა იავნანას ვუმღეროდი. მალევე ჩაეძინა,მძინარეს შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გავედი,თან ჩემი ფოტოაპარატიც გავიყოლე. იქვე დივანზე ჩამოვჯექი, შემდეგ კი ჩემი და ჰარის სურათების თვალიერებას შევუდექი. საშინელი შეგრძნებაა,როდესაც იაზრებ,რომ დაკარგე,არადა რა საოცარი დღეები გავატარეთ ერთად. დღეები,რომელიც არასოდეს დამავიწყდება.
უნებართვოდ,თვალიდან ცრემლები ლოყაზე ჩამომიგორდნენ,თუმცა მათი შეჩერება არ მიცდია.
არასოდეს არაფერი არ არის სამუდამო. არც სიყვარული,არც მეგობრობა. აქამდე მჯეროდა,რომ ჩემი და ჰარის სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდებოდა, მჯეროდა,რომ ერთად შვილები გვეყოლებოდა და ბედნიერად ვიცხოვრებდით, მაგრამ იცით რა არის ყველაზე მწარე? როდესაც ვარდისფერი სათვალით უყურებ ცხოვრებას,ყველაფერი მარტივი გგონია,თითქოს არაფერი აღარ შეიცვლება და მუდამ ასეთი ბედნიერი იქნები,მაგრამ ეცრად ვიღაც მოგხსნის ვარდისფერ სათვალეს და ოცნებებისგან აშენებული ცხრა სართულიანი კოშკის მწვერვალიდან ისე ჩამოვარდები,რომ თავადაც ვერ გაიაზრებ,შემდეგ კი ამ ნაწილიდან ყველაზე მწარე მიწაზე დავარდნაა,ანუ ის ნაწილი,როდესაც იაზრებ,რომ ყველაფერს წერტილი დაესვა და საკუთარ თავს შემოუძახო,რომ ყველაფერი კარგად იქნება,როდესაც იცი,რომ ასე არ არის. ვფიქრობ, კარგია რომ მალე დასრულდა, რადგან სანამ ოცნებებით უფრო შორს გავფრინდებოდი მანამდე დავვარდი მიწაზე და ვარდისფერი სათვალეც მოვიხსენი,რომელიც ასე მაბრმავებდა. მიუხედავად იმისა,რომ ვხვდები დიდხანს მომიწევს ასეთი ტკივილით სიარული,მაინც ვფიქრობ რომ წინაა ყველაფერი.იცით,დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა, არაფერი გასტანს სამუდამოდ,ამიტომ ხანდახან საჭიროა,რომ ტკივილი იგრძნო,რომ ამ სიტყვების არსს მიხვდეო. ვფიქრობ ამხელა ტკივილიც არ იყო საჭირო ამას რომ მივმხვდარიყავი,მაგრამ მაინც,ახლა უფრო კარგად ვხვდები რას გულისხმობდა ის მაშინ. არაფერი არ გრძელდება სამუდამოდ! არაფერი. ჩვენც კი არ ვართ სამუდამოდ ამ ქვეყანაზე და სიყვარულმა როგორ უნდა გაძლოს სამუდამოდ?
თუნდაც ემი ავიღოთ. გოგონა,რომელიც ჩემი მეგობარი იყო. გოგონა,რომელსაც ვენდობოდი ყოველთვის,თუმცა ამდენი ხანია არ მოვუკითხივარ,არადა მან დამარწმუნა,რომ ნამდვილი მეგობრობა არსებობს.მან დამაჯერა,რომ სიყვარულიც და მეგობრობაც მარადიულია,მაგრამ თვითონ გაქრა,თითქოს მოჩვენება ყოფილიყოს და აღარც გამოჩენილა.
არაფერი გასტანს სამუდამოდ. ''სამუდამოდ'' არის ტყუილი. ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს არის ის,რაც არის ''გამარჯობა''ს და ''ნახვამდი''ს შორის. ანუ არაფერი!
ეს შეგრძნება იცით რას გავს? პეპელას,რომელიც მხოლოდ ერთ დღეს ფრენს,მაგრამ ჰგონია რომ ეს სამუდამოა. ასეა ყველაფერი. ყველაფერი ცხოვრებაში რაც ბედნიერებას განიჭებს ყველაზე ხანმოკლეა,შეიძლება წამები გაგრძელდეს,მაგრამ ამ ბედნიერების დასრულების შემდეგ ტკივილი რომელიც ისახლებს შენში ის არის სამუდამო,თითქოს ტკივილის მეგობარი ხდები და მასთან ერთად აგრძელებ ცხოვრებას, ან გინდა რომ გააგრძელო.
ახლა ვხვდები რამხელა ილუზიაში ვცხოვრობთ. ილუზიაში,სადაც ყველაფერი საოცარი ჩანს,სადაც უყვართ,აღმერთებენ,მაგრამ ბოლოს ტოვებენ.როდესაც ნდობა არ არის რა სიყვარულზეა ლაპარაკი? გულს ის მტკენს,რომ არ მენდობოდა. ვერ ვხვდები სიტყვებით როგორ უნდა გადმოვცე ეს ყველაფერი და ეს ტკივილი. პრობელმა პრობლემას ემატება და ბოლოს ისეთ რაღაცაზე ვფიქრობ,რაზეც აქამდე არ მიფიქრია,თუმცა ვიცი თვითმკვლელობა საშინელი დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან. ვის გამო უნდა მოვიკლა თავი და დავტოვო ჩემი და? ამაზე ფიქრიც კი არ მინდა,მეშინია ამ ფიქრებმა ჩემში გადატრიალება არ მოახდინოს და შემდეგ რამე არ ჩავიდინო. იმდენად ეგოისტი ვარ სივდილისაც კი მეშინია,მაგრამ როდესაც დედა და მამა გარდაიცვალნენ ამაზე მეც დავფიქრდი. ნეტავ რა არის სამოთხე? როგორ ცხოვრობენ იქ?
ამ ქვეყნიდან წასული ძალიან ბევრი მინახავს,ძალიან ბევრი წავიდა ცაში იმისდა მიუხედავად ამას იმსახურებდა თუ არა,მაგრამ იქიდან აღარავინ დაბრუნებულა. ნუთუ ასეთი საოცარი ადგილია,რომ აქედან მიდიან და სამუდამოდ იქ რჩებიან? ნუთუ ჩემი მშობლების უნდა შემშურდეს,რომ იქ წავიდნენ?
იცით,ვფიქრობ და ვხვდები. თავიდანვე არ უნდა მივეჩვიოთ რაღაცას ისე,რომ შემდეგ მას ჩვენზე კონტროლის საშუალება მივცეთ.თუნდაც სიყვარულს. მიუხედავად იმისა,რომ ჰარი ჩემთან არ არის,მისი სიყვარული მანადგურებს. როგორ მჭირდება იმის ცოდნა,რომ ხვალინდელი დღე მასთან ერთად გამითენდება,მაგრამ არა. რეალობა ისაა,რომ მან ვერ გამიგო. იცით ახლა რას ვგრძნობ ტკივილთან ერთად? სურვილს,ჟინს და მომავლის პერსპექტივას,რომ შევძლებ იმას,რაც მინდა. როდესაც ყურებში მისი ირონიული ლაპარაკი ჩამესმის ორმაგად მიორმაგდება იმის სურვილი,რომ დავუმტკიცო ის,რისი გაკეთებაც მართლა შემიძლია.  

Dr.StylesWhere stories live. Discover now