Part 31

1K 72 0
                                    


  Beatrice's POV

-ძალიან მომენატრეე -ლილიანი ხელს არ მიშვებდა ისე ძლიერად ვყავდი გულში ჩაუტებული,თან ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა,რომ მოვენატრე. დედაჩემმა და მამაჩემმა ნორმალურად არც მომიკითხეს. ისიც არ მკითხეს ხელზე რა მჭირდა,თუმცა არაუშავს. დარწმუნებული ვარ ინანებენ.
-ლი,როგორ ხარ? -დივანზე მოვთავსდი და ჩემი პატარა დაიკო გულში ჩავიხუტე
-კარგად.გუშინ ზეინი იყო მოსული და MCში წამიყვანა -გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე. ერთ დღიანი მგზავრობის შემდეგ ლონდონშ დავბრუნდით,ჰარიმ სახლამდე მომიყვანა, თვითონ კი თავის სახლში წავიდა,შემდეგ კი კლინიკაში უნდა გავიდეს. მე ზეინთან ვაპირებ წასვლას,ისე ძალიან მომენატრა,რომ არ ვიცი.
-ლი,ახლა ოთახში ავალ,ზეინთან უნდა წავიდე და საღამოს ჩემთან ერთად დაიძინე კარგი? -ლილიანმა მორჩილად დამიქნია თავი,ლოყაზე მაკოცა,შემდეგ კი ტელევიზორს მიუჯდა და პლუტოს ყურება განაგრძო.
ზუსტად ერთი საათი მეხუტებოდა,სახლში რომ შემოვედი ხელი აღარ გამიშვა. მეც საშინლად მენატრებოდა. დედაც და მამაც მენატრებოდნენ,ვიფიქრე სანამ ჩამოვიდოდი წყენა გადაუვლიდათ,მაგრამ ფუჭი იმედი გამოდგა,რადგან ზედაც არ შემოუხედავთ. დავიჯერო ასე სჯიან ადამიანებს სიყვარულის გამო? ეს არის მათი სამართალი?
ამოვიოხრე და ტანზე გამოვიცვალე,ტელეფონი ჯიბეში მოვათავსე შემდეგ კი გარეთ გავედი.როდესაც საფულეში ჩავიხედე ტაქსის ფული არ დამრჩენია,ამიტომ ავტობუსის გაჩერებაზე წავედი.მალევე მოვიდა,ბილეთი შევიძინე,შემდეგ კი ერთ ერთ ადგილას მოვთავსდი.გზაში ჰარიზე ვფიქრობდი და ტელეფონზე მივწერე რას შვებოდა,მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია.როგორც ჩანს კლინიკაში წავიდა და საქმე მიაყარეს.ამდენი ხანია არ იყო იქ და წარმომიდგენია რამდენი რამე დაუგროვდა გასაკეთებელი. როდესაც ჩემს სასურველ გაჩერებაზე მივედი სწრაფად ჩამოვედი იქიდან და გზა გადავკვეთე შემდეგ კი ზეინის ეზოს კარი შევხსენი. კარზე უნდა დამეზარებინა,როდესაც კარი გაიხსნა და იქიდან ნინა გამოვიდა
-ეი -მაშინვე გადამეხვია,თან სახეზე ღიმილი დასთამაშებდა -როგორ ხარ? როგორ დაისვენე
-კარგად,შენ როგორ ხარ? -გავუღიმე და კარებში დავდექი -მადლობა კარგი იყო.ზეინი სახლშია?
-კი ოთახშია,მე სამსახურში ამგვიანდება და საღამოს გნახავ,ხომ აქ იქნები? -კიბეებზე ჩაირბინა,თან მეკითხებოდა.გავიცინე და თავი დავუქნიე. მასაც გაეცინა,ხელი დამიქნია შემდეგ კი ტაქსიში ჩაჯდა,რომელიც ახლახანს მოვიდა.სახლში შევედი და კარი დავკეტე,შემდეგ კი ზეინის ოთახისკენ წავედი.დავინახე როგორ იცმევდა შარვალს
-ზეინ -ხმამაღლა დავიყვირე.უცებ შეხტა და ჩემსკენ შემიხედა.როდესაც დამინახა ხელები გაშალა,მისკენ გავიქეცი და ძლიერად მოვეხვიე.ხელი უხეშად მოვატრიალე და ამის გამო მეტკინა,თუმცა ხელს ვინ ჩივის,ჩემს ზეინს ვეხვევი! ისე მენატრებოდა თითქოს საუკუნეა არ მენახა
-ისე მენატრებოდი! -ამოვიჩურჩულე და ლოყები დავუკოცნე
-მეც ძალიან. როდის ჩამოიპარეთ? -სიცილით მკითხა და შუბლზე მაკოცა
-1 საათი იქნება -მხრები ავიჩეჩე და საწოლზე ფეხმორთხმით დავჯექი -ლილიანი მთელი ეს დრო მეხუტებოდა -გავიცინე და უკან გადავწექი.1დღიანმა მგზავრობამ ძალიან დამღალა
-ძალიან ენატრებოდი -მაისური გადაიცვა და გვერდით მომიწვა -ხელზე რა დაგემართა?
-ტყეში ვიყავით და დავგორდი -გავიცინე -ისეთი არაფერია,არ მოვკვდები
-რა სირია ამხელა ბიჭი,ერთი გოგო ჩავაბარე და იმასაც ვერ მოუარა ნორმალურად -ამოიოხრა და თავი გააქნია. ხელი შუბლზე დავარტყი და შევუბღვირე
-ეგრე ნუ ამბობ,ჩემს გამო ძალიან განიცდიდა! ან რა მისი ბრალია მე თუ ბატივით დავდივარ? -ზეინმა გადაიხარხარა და შუბლზე მაკოცა.
-დედაჩემთან უნდა წავიდე,ფოტოსესია მაქვს დღეს ჩასატარებელი და შენ საუკუნეა არ ყოფილხარ! წამოდი წავიდეთ -ზეინს თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.მიუხედავად იმისა,რომ მასთან ყოფნა უფრო მინდოდა მაინც ვერ ვეტყოდი უარს იქ წასვლაზე. ზეინს თავისი საქმე აქვს და არ მინდა ხელი შევუშალო
-ალბათ შენიშვნას მომცემენ ამდენი ხანი რომ არ ვიყავი -ამოვიოხრე და გარეთ გავედით
-ვინ გაბედავს მაგას,როდესაც ჩემთან ხარ? -სერიოზული მკაცრი ტონით მითხრა. გამეცინა და თავი გავაქნიე.ფარეხიდან მანქანა გამოიყვანა,წინ დავჯექი და ტელეფონი კიდევ ერთხელ შევამოწმე,მაგრამ ჰარისგან არანაირი შეტყობინება. ამოვიორე და გზას გავხედე,თან ზეინს ვუყვებოდი რა ხდებოდა იქ.შევირდი რომ როდესაც ჩემი ფოტოაპარატი თან მექნებოდა აუცილებლად ვანახებდი ყველა სურათს,ისიც დამეთანხმა და დაახლოებით ნახევარ საათში ადგილზე მივედით. როდესაც შევედი ზეინმა მიმაცილა ჩემს ფოტოგრაფთან. დაახლოებით 25-26 წლის ბიჭი იქნებოდა.
-მაიკლ,ეს ბეტია და სანამ გავთავისუფლდები ფოტოშუთი ჩაუტარე,ახალი კოლექცია მოიტანეს გუშინ -მაიკლმა ხელი ჩამომართვა
-სასიამოვნოა -ნაზად გავუღიმე და ერთ-ერთ დიდ ოთახში შევედით.შიგნით უამრავი ტანსაცმელი იდო და ოთახიც მოწყობილი იყო. გრიმიორი შემოვიდა და სახეზე მაკიაჟი გამიკეთა მე კი დაბნეული ვიჯექი.ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი,რომ ძალიან დაბნეული ვიყავი,ძალიან.
გასახდელ ოთახში შემიყვანეს,ტანზე გამოვიცვალე,თეთრი მაქმანებიანი კაბა ჩავიცვი
-ბეტი -მაიკლმა დამიძახა. სტუდიაში საშინელი ხმაური იყო და ყველა ერთმანეთში ირეოდა.მისკენ წავედი და ჩემი დაზიანებული ხელი კაბის მკლავით დავიფარე
-გისმენ -მის წინ დავდექი
-მზად ხარ? -მკითხა.თავი დავუქნიე.გამამხნევა,მითხრა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,შემდეგ კი პიანინოსთან მიმიყვანა
-აქ დაჯექი,ხელები კი კლავიშებზე დააწყვე და წინ იყურე -ამიხსნა და გადაღებაც დაიწყო.
დაახლოებით უკვე საღამოს 9 საათი იყო ზეინმა რომ შემომაკითხა.სურათებს ვათვალიერებდით და საუკეთესოებს ვარჩევდი.უკნიდან მომეხუტა და თავზე მაკოცა
-დაიღალე? -ყურში ჩამჩურჩულა.თავი დავუქნიე და ამოვიოხრე
-წამოდი წავიდეთ,სახლში მიგიყვან ან ჩემთან დარჩი დღეს
-არა,დღეს ლილიანს დავპირდი რომ ჩემთან დავაძინებდი -ზეინმა გაიცინა. იქ ყველას დავემშვიდობეთ და გარეთ გავედით.ტელეფონი კიდევ ერთხელ შევამოწმე,მაგრამ ჰარისგან არანაირი შეტყობინება. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეცადა. გადავურეკე,ზარი გადიოდა,თუმცა გამითიშა. ამოვიოხრე და თავი გავაქნიე, თავს ვიმშვიდებდი,რომ სამსახურის გამო ხდებოდა ასე,მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც არ მასვენებდა და შიგნიდან მღრღნიდა. იმედია ყველაფერი კარგად არის ჩვენს შორის და რაიმე არ მოხდა.  

Dr.StylesWhere stories live. Discover now