თავი 24.
Beatrice's POV
-რა ჯანდაბაა?! -კიდევ ერთხელ გაიმეორე დედაჩემმა.ჰარიმ ხელი ძლიერად ჩამჭიდა და თავზე ნაზად მაკოცა.გული საშინლად სწრაფად მიცემდა.ხელები გამეყინა.ჰარის მაისური ხელში ჩავბღუჯე და ღრმად დავიწყე სუნთქვა
-ბეატრის! -მკაცრად წარმოთქვა ჩემი სახელი და წინ დაგვიდგა.ლილიანი უკან იდგა და ისევ ახლიდან უყურებდა როგორ ჩხუბობდა დედა.
-რა ხდება? -ისე ვიკითხე,თითქოს აქ ბიჭთან ერთად მე არ ვენახე მათ
-ეგ მე უნდა გკითხოთ თქვენ ორს -თავით ჰარისკენ მიმანიშნა.
-რა არის აქ საკითავი? -ცოტა გამბედავად ვიკითხე.მე დანაშაულს არ ჩავდივარ იმით,რომ მასთან ვარ,ვისთანაც თავს ბედნიერად ვგრძნობ,ვინც მიყვარს. -განა ნათელი არ არის,რომ მე და ჰარი ერთად ვართ? -მივხვდი ჰარი აპირებდა რომ ცოტა დავეწყნარებინე და სიტუაცია არ გამემწვავებინა,თუმცა ვთხოვე,რომ გაჩუმებულიყო.ხელი გავუშვი და დედასკენ მივიწიე,თუმცა ეს ნაბიჯი მაშინვე ვინანე,როდესაც ლოყაზე ხელის ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და ლილიანის ყვირილი გავიგე. სიმწრისგან ჩამეცინა და ისევ მას შევხედე
-ესაა შენი ქალობა? -ზუსტად მაშინ ამომივიდა პირიდან ეს სიტყვები,როდესაც ჰარიმ ჩემთან ერთად თქვა -რას ბედავთ?!
უკნიდან ჰარი დამიდგა და დედას ოდნავ მომაშორა.
-გთხოვ ლილიანს მიხედე -ყურში ჩავჩურჩულე ჰარის,თუმცა ხელს არ მიშვებდა. ვიგრძენი როგორი დაჭიმული ჰქონდა კუნთები და ხელი უკანკალებდა. -გთხოვ -კიდევ ერთხელ ხმადაბლა ვთხოვე,რამაც შედეგი გამოიღო და ლილიანისკენ წავიდა
-გეკითხები დედა,ეს არის შენი ქალობა? -კიდევ ერთხელ გავიმეორე -ყველაფერს ჩხუბით აგვარებ? ასეთი არ მახსოვხარ -თავი გავაქნიე -ასეთი არ ყოფილხარ! ასეთი არ მახსოვხარ! -სიმწრის ცრემლები წამომივიდა
-როგორ ბედავ ასე ლაპარაკს ჩემთან? -ჩემი ლაპარაკი დააიგნორა და დამიყვირა. ღმერთო,არ მჯერა.შუა ქუჩაში საქმეს მირჩევს იმის შესახებ,რომ ჰარისთან ერთად დამინახა. -როგორ ბედავ რომ ჩემს გარეშე ასეთ რაღაცეებს აკეთებ? ვინიცის სანამ მე აქ არ ვიყავი რეები გაბედე უკვე! -დაყვირა.თვალი ჰარისკენ და ლილიანისკენ გავაპარე.ჰარის გულში მჭიდროდ ჰყავდა მიხუტებული ლილიანი და ყურში რაღაცას უჩურჩულებდა.
-რა გავბედე დედა? ძალიან გინდა გითხრა? ის გავბედე,რისგანაც ამდენი ხანი მიცავდი! ხო მასთან ვიწექი და ამას არცერთი წამით არ ვნანობ -დავიღრიალე -იცი რატომ? იმიტომ რომ მას ისეთი რაღაც არ გაუკეთებია ჩემთვის,რაც ჩემი სურვილის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული -ამ სიტყვების შემდეგ დედამ ხელი კიდევ აწია,რომ დაერტყა,მაგრამ ხელი დავუჭირე და თავი გავაქნიე
-არა დედა,ამის უფლებას აღარ მოგცემ.აღარ მოგცემ რომ ჩემზე ხელი ასწიო -ხელი ქვევით უხეშად დავაწევინე -განა შენ არ იყავი ის ერთადერთი ვინც არ მაძლევდა მისგან წამოსვლის უფლებას? -უხეშად ვკითხე
-ამას იმიტომ ვაკეთებდი,რომ ვიფიქრე არაფერს მიქარავდი,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი -დაიყვირა
-რა მივქარე? -არც მე დავაკელი ყვირილში -ის,რომ ჰარი შემიყვარდა? ის რომ მაასთან ბედნიერი ვარ? შენ მამასთან არასოდეს გქონია ის,რაც შენ გინდოდა, ყალბი ღიმილი იყო ყოველთვის შენს სახეზე აკრული იმისთვის რომ მე დაგებრმავებინეთ და დამენახა,რომ ვითომ ერთი დიდი შეკრული ოჯახი ვიყავით,მაგრამ გავიზარდე დედა,გავიზარდე და უკვე ყველაფერს ვხედავ. დავიჯერო არ გინდა რომ ბედნერი ვიყო? აუცილებლად ის უნდა გამოვიარო,რაც შენ გამოიარე და უბედური ვიყო? -ცრემლები წამომივიდა და უხეშად მოვიშორე. ვერ ავღწერ რამხელა ტკივილს ვგრძნობ შიგნით.ვერ ავღწერ როგორ მტკივა გული რომ ამ ყველაფრის თქმა მისთვის ასე მომიწია.
-მაპატიე მაგრამ მე არ მინდა უბედური ვიყო -თავი გავაქნიე -ვიცი რომ მასთან ბედნიერი ვიქნები -დედას სახეს დავაკვირდი.არაფერს ამბობდა,ჩუმად იყო,მაგრამ ზოგჯერ სიჩუმესაც მოსმენა უნდა. დარწმუნებული ვარ ჩემი ნათქვამიდან ბევრ რამეზე დაფიქრდება და ბევრ რამესაც მიხვდება. მისთვის აღარაფერი მითქვამს ჰარისკენ წავედი. ლილიანი ჰარიზე იყო მიკრული და ხელს არ უშვებდა,ჰარი კი ზურგზე უსვამდა თითებს და ხმადაბლა რაღაცას უღიღინებდა ყურში. ღმერთო მიყვარს. ძალიან მიყვარს. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ისე მიყვარს,რომ მინდა ვიყვირო,არასოდეს მინდა ჩემგან გავუშვა,არასოდეს.
თვალებიდან ცრემლები წამომივიდა,როდესაც ლოყაზე თითები ჩამომისვა და ლილიანთან ერთად მეც გულში ჩამიხუტა
-მაპატიე,რომ მისი შეჩერება ვერ მოვასწარი -ყურში ნაზად მიჩურჩულა და თავზე მაკოცა.იმისთვის მიხდის ბოდიშს რაშიც დამნაშავე თვითონ არ არის. ცრემლებმა უფრო დამისველეს ლოყები და თავი გავაქნიე. ვიგრძენი როგორ აცანცარდა ლილიანი ჰარის ხელში,ჰარიმ ძირს დასვა და დედასკენ გაიქცა,შემდეგ კი მთელი ძალით მოეხვია. მთელი ამ დროის განმავლობაში დედა ერთ ადგილას იყურებოდა,მაგრამ როდესაც ლილიანის შეხება იგრძნო მაშინვე ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა,თან ტირილი აუვარდა
-არ მინდა აქ დაგტოვო,გთხოვ ჩემთან ერთად წამოდი -ხმადაბლა მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია
-არც ვაპირებდი შენს მარტო გაშვებას -საკუთარი თავი ვაიძულე რომ გამეღიმა და გამომივიდა კიდეც. ჰარის თითქოს გულზე რაღაც მოეშვაო,ღრმად ამოიოხრა და შუბლზე მეამბორა
-წავიდეთ,ხომ? -თავი დავუქნიე და მანქანისკენ წავედით. დედაჩემმა რამდენჯერმე დამიყვირა,რომ არ წავსულიყავი,თუმცა ყურები მოვიყრუე და წინა სავარძელში მოვკალათდი. ჰარი საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. ხმა არ ამოუღია,მხოლოდ ჩემი ხელი მოიქცია მისაში და მთელი გზა არ გაუშვია.ერთი ხელით მართავდა მანქანას,იმ ხელით კი რომელიც ჩემი ხელი ეჭირა სიჩქარეების გადამრთველზე ედო. საერთოდ არ იყო არაფრის თქმა საჭირო,ისედაც ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო.
ჰარიმ მანქანა რაღაც დაწესებულების წინ გააჩერა და თავით მანიშნა,რომ გადავსულიყავი.მას დავუჯერე,მანქანიდან გადავედი,მიდამოს თვალი მოვავლე და ახლაღა მივხვდი,რომ heathrow airport-ში ვიყავით. კი მაგრამ აქ რა გვინდა?
-ვიცი გაკვირვებული ხარ. ისიც ვიცი რომ ახლა ამის დრო არ არის,მაგრამ ზეინმა შენი ძველი რვეული მანახა,სადაც შენი ოცნებები გეწერა.თვალი გადავავლე და ყველაზე განსხვავებული რაც ვნახე,იყო ის რომ სურვილი გაქვს ნახო როგორ ცხოვრობენ სხვადასხვა კუნძულზე სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები -ღრმად ამოიოხრა.უკვე მივხვდი საით მიჰყავდა საქმე და გული წამით გამიჩერდა -შეიძლება არ არის განსაკუთრებული საჩუქარი და ასე შემდეგ,მაგრამ მინდა რომ ეს ოცნება აგისრულო და რაც მთავარია -მანქანისკენ წავიდა და შემდეგ კი უკანა კარი გამოხსნა და რაღაც პარკი აიღო,რაც არ შემიმჩნევია. გაოცებული ვიდექი და მას ვაკვირდებოდი.როდესაც ჩემთან მოვიდა პარკი მომცა და თავით მანიშნა,რომ გამეხსნა.მას დავემორჩილე და გავხსენი.ყუთი იდო,ნახატზე დავაკვირდი და...
-ღმერთო,ჰარი -სიხხარულისგან აღმომხდა და მთელი ძალით მოვეხვიე. ბოლო გამოშვების ფოტოაპარატი,რომელზე ოცნებაც კი არ შემეძლო. მთელი სახე დავუკოცნე და ძლიერად მოვეხვიე
-მადლობა,მადლობა, მადლობა -ხმამაღლა დავიყვირე და ნაზად ვაკოცე.ღმერთო არ მჯერა.არ მჯერა! პარკში კიდევ ობიექტივი იდო,რომლითაც საოცარ კადრებს დავაფიქსირებ.
-ეს იმისთვის,რომ იქ საოცარი კადრები დააფიქსირო. -გამიღიმა და ხელში დამატრიალა -ესეც შენს ოცნებებში ეწერა -გამიღიმა.თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და ღრმად ამოვიოხრე.აღარ შემიძლია იმის დამალვა რასაც მის მიმართ ვგრძნობ,ემოციებით ვარ სავსე,იმ გრძნობებით ვარ სავსე,რასაც მის მიმართ განვიცდი. ნამდვილად ვგრძნობ მის გვერდით,რომ ვარ ბედნიერი,რომ ვარ ცოცხალი და მიღირს ყველაფერი. ის არის ადამიანი,ვისთვისაც ყველაფერს გადავიტან. მიყვარს,მიყვარს და ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ თუ ამას ხმამაღლა ვაღიარებ არ ვინანებ.იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ ჩემს გრძნობებს გაგებით მოეკიდება და ზურგს არ მაქცევს.
პირი გავაღე და საბოლოოდ ვთქვი ის სიტყვები,რომელიც დიდი ხანია მინდა ვთქვა
-მიყვარხარ!------------------------------
ბეეატრიის......
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.