Part 18

1.5K 96 18
                                    

  Beatrice's POV

დილით თვალები გავახილე და ოთახში მიმოვიხედე,როგორც ჩანს უკვე გაიღვიძა. გამეღიმა როდესაც გამახსენდა როგორ მიკრავდა გულში.მთელი ღამე მის მარწუხებში ვიყავი მოექცეული და ერთი წუთითაც კი არ გაუშვია ჩემთვის ხელი. გულის ცემა მიჩქარდება,როდესაც მახსენდება რომ ჩემს გამო აქ წამოვიდა,როგორც ვიცი ბარში უნდა წასულიყო გუშინ.როდესაც სახლში მიმიყვანა ასე მითხრა.
საწოლიდან ავდექი ტანზე ზეინის უზარმაზარი ხალათი მოვიხვიე,აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და ისე ჩავედი ქვევით.სამზარეულოდან მათი ხმა გამოდიოდა,კარებთან მივედი
-დღეს უკვე 1 აპრილია.დღესვე გავაკეთებ მაგას და შენ მინდა რომ იცოდე -ზეინის ხმა ვიცანი,რომელიც ჰარის ელაპარაკებოდა.კარებში შევედი და ხელი დავუქნიე მათ
-რას გააკეთებ ზეინ? -ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვკითხე და ჰარის გავუღიმე,რომელიც ეშმაკური მზერით მომჩერებოდა.ზედ დავიხედე და დავინახე რომ ხალათი ფეხზე ოდნავ ცოტა სექსუალურად მქონდა შეხსნილი. გამეცინა და ენა გამოვუყვავი.
-რაღაც საქმე მაქვს ბატიტასიკო -გამიცინა.თვალები გადავატრიალე მის ახლად შერქმეულ ზედმეტსახელზე და მაცივრიდან წვენი გამოვიღე.მაციარზე კრუასანები იდო,რომელიც საოცრად გამოიყურებოდა.თითქოს მეძახდა მოდი მჭამეო. ჩემს ფიქრებზე გავიცინე და სკამზე ჩამოვჯექი,კრუასანი ჩავკბიჩე და წვენი მივაყოლე
-ლილიანს არ გაღვიძებია? -როდესაც ჩემი დის გუშინდელი შეშინებული და აკანკალებული სახე გამახსენდა გული მილიარდ ნაწილად ჩამეშალა.ნეტავ დედაჩემი და მამაჩემი როგორ არიან ახლა?ნეტავ მათი ჩხუბი კიდევ დიდხანს გაგრძელდა? წუხელ ტელეფონი გამოვრთე და მათთან იქამდე არ დავბრუნდები სანამ ნორმალურ ოჯახს არ დაემსგავსებიან.
-არა,მთელი ღამე წყნარად ეძინა -ზეინმა მიპასუხა და ჩემი კრუასანი მოკბიჩა. მხარზე ვუკბინე და ოდნავ მივარტყი ხელი,რამაც მისი სიცილი გამოიწვია
-თქვენ როგორ გეძინათ? -კითხვით ჩემთან და ჰარისთან გადმოვიდა.ორივეს ეშმაკური მზერა მომაპყრო,თმები კი ოდნავ გადაიწია სახიდან
-მე მშვენივრად მეძინა -ჩემს მაგივრად უპასუხა ჰარიმ რომელიც აქამდე ღიმილიანი სახით იყო მოჩერებული ჩემზე და ხმას არ იღებდა.
-მეც ასევე -გავიღიმე და ისევ კრუასანი მოვკბიჩე.
-მე ახლა წასასვლელი ვარ -ჰარი ფეხზე წამოდგა -დღეს ელისას დაკრძალვაა,თან პაციენტებს ველოდები,საღამოს კი თუ ხასიათზე იქნები სადმე გავისეირნოთ ან თუ ხასიათზე არ იქნები მე მოვალ შენთან და იქამდე ვიქნები შენთან სანამ არ გამიღიმებ და არ გამომყვები -თვალი ჩამიკრა.გამეცინა და ფეხზე წამოვდექი.ჰარი ზეინს დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა,მეც მას გავყევი,დავინახე როგორ გამოგვაყოლა ზეინმა თვალი შემდეგ კი ისევ კრუასანი მოკბიჩა და წვენი დალია.უხ ზეინ მალიკ!
-მართლა უკეთ ხარ? -ხმადაბლა მკითხა,როდესაც გასასვლელთან იდგა და კურტკას იცვამდა.თავი დავუქნიე.ჩემსკენ წამოვიდა,ხალათი ოდნავ შემიხსნა და მისი ცივი ხელები ღამის პერანგის ქვეშ შემიცურა.თვალები დავხუჭე და ამოვიოხრე
-თუ დაგჭირდები შემეხმიანე,კარგი? და თუ შეძლებ გასასინჯად მოდი დღეს -ხმადაბლა ჩამჩურჩულა ყურში.ხელები კისერზე მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე
-დღეს ლილიანს ვერ დავტოვებ,სხვა დროს გადავდოთ -ჰარიმ თავი დამიქნია და ტუჩებზე სწრაფ-სწრაფად რამდენჯერმე მაკოცა,შემდეგ კი სახლიდან გავიდა. ხელი დავუქნიე და მანამ ვუყურებდი სანამ მისი მანქანა შესახვევში არ გაუჩინარდა. როდესაც სამზარეულოში დავბრუნდი ზეინი გემრიელად შეექცეოდა ტკბილეულობას
-მგონი შეყვარებული ვარ -ამოვიჩურჩულე და სკამზე დავჯექი.ფეხები ზემოთ ამოვწიე,ხელები ზედ შემოვხვიე და თავი ჩავრგე მასში
-რა თქვი? -პირგამოტენილმა მკითხა და ჩაი მიაყოლა
-არაფერი -ამოვიოხრე.რა უნდა ვქნა? ჰარი არ ჩანს ისეთი ტიპი,რომელიც შეყვარებულებთან სიყვარულით იყოს ან რაიმე მსგავსი.რახან ჩემთან ახლოს არის და თბილად მექცევა იმას არ ნიშნავს,რომ ვუყვარვარ ან რაიმე მსგავსი,თუმცა უნდა ვაღიარო მისგან ვგრძნობ,რომ მოვწონვარ.
რა უნდა იყოს სიყვარული,თუ არა ის რასაც მე ვგრძნობ მასთან სიახლოვსას?უბრალოდ სიგიჟეა,თითქოს ვფრინავ,თითქოს ფრთები მაქვს და შემიძლია რომ მთელს ქვეყანას შემოვუფრინო,უბრალოდ მეშინია რომ შუა ფრენისას ფრთები არ მომტყდეს და ძირს არ დავეცე.ეს ყველაზე მტკინვეული დაცემა იქნება ჩემთვის, რომელსაც ალბათ ვერ გადავიტან.
ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე როდესაც ოთახში ლილიანი შემოტანტალდა,ზეინის მაისური ეცვა,რომელიც მთლიანად ფარავდა.როგორც ჩანს წუხელ ჩააცვა.
-ძილისგუდა,გაიღვიძე? -სკამიდან გადმოვედი და ჩემი დაიკო ხელში ავიყვანე, ჩემი ხალათი გავხსენი გულზე მივიხუტე და ხალათი მასაც მოვაფარე. თვალებს ისრესდა და ამთქნარებდა.თავი მკერდზე დამადო და თვალები დახუჭა
-დაიკო,დედიკო და მამიკო ისევ ჩხუბობენ? -ხმადაბლა მკითხა თან ცრემლიანი თვალებით ამომხედა.ცოტაღა მეკლდა,რომ ტირილი არ დამეწყო.ზეინი მიხვდა,რომ ხმის ამოღებისთანავე ტირილს დავიწყებდი ამიტომ თვითონ დაიწყო ლაპარაკი
-არა პატარავ,აღარ ჩხუბებენ და გპირდები,რომ აღარ იჩხუბებენ არასოდეს -ლილიანმა თავი დაუქნია და ცრემლები მოიწმინდა.თავზე ვაკოცე და თვალები დავხუჭე,რომ ცრემლები შემეკავებინა.
-დედაჩემი ავა დღეს და დაელაპარაკება შენებს ბეტი,დამშვიდდი -ხმადაბლა მითხრა ზეინმა და ჩემს დაზე მიმანიშნა,რომელიც მიყურებდა როგორ მცვიოდა თვალებიდან ცრემლები.თავი დავუქნიე და ცრემლები მოვიშორე
-ლი,რამეს შეჭამ? -ვკითხე,რომ თემა შემეცვალა და ისევ არ ეტირა
-ტარაკანაააა -ლილიანი ჩემი კალთიდან წამოხტა და ზეინისკენ წავიდა.როდესაც ზეინისთვის შერქმეული ზემდეტსახელი გავიგე სიცილი ამივარდა
-ტარაკანა არა ლილიან,ზეინი დამიძახე -გაბრაზებულმა ზეინმა ამოიღრინა და ლილიანი კალთაში ჩაისვა
-ტარაკანა -ლილიანი დაეკრიჭა -წუხელ რომ შემპირდი ნამცხვარს გაჭმევო, ახლა მინდა
-ჯერ ზეინი დამიძახე -ორი წლის ბავშვივით გაჯიუტდა ის მართლა შავი ტარაკანა.
-ტ-ა-რ-ა-კ-ა-ნ-ა -ლილიანმა დამარცვლით დაუძახა ახალი სახელი და ისტერიული სიცილი ამივარდა.ზეინმა თავი გააქნია და ამოიოხრა,ფეხზე წამოდგა ისე რომ ლილიანი ხელში ეჭირა,მაცივრიდან შოკოლადის ტორტი გადმოიღო და მაგიდაზე დადო.ჩემს დას თვალები გაუბრწყინდა.ზეინ,ეს არ უნდა გექნა.ახლა შოკოლადის ტორტს მუსრი გაევლება.
როდესაც ჩემი და ჭამას მორჩა ზეინმა მთხოვა,რომ ჩემთვის სერიოზული საქმე ჰქონდა და სადმე გავსულიყავით.ლილიანი ბაღში დავტოვეთ ჩვენ კი პარკში გავედით.ზეინს პოპკორნი ვაყიდინე და იქვე დავჯექით
-რისი თქმა გინდა? -ვკითხე,თან პირში ბატიბუტს ვიყრიდი
-ბეტი.უკვე დიდი ხანია ამის თქმა მინდა,უკვე დიდი ხანია ამას გულში ვიტოვებ და ვერ ვამხელ ხმამაღლა,თუმცა უკვე აღარ შემიძლია ამის დამალვა -ზეინმა თავი გააქნია და გაოცებულმა შევხედე.რა ჯანდაბა ხდება?ღმერთო,გთხოვ ის არ იყოს რაც მგონია.გთხოვ,თორემ ახლავე მიწა გამისკდება და შიგნით ჩამიტანს.
-ბეტი,ბავშობიდან მიყვარხარ.ბავშობიდან ვოცნებობ,რომ ჩემი ცოლი იყო,რომ შენგან შვილები მეყოლოს -ზეინმა თავი გააქნია და ცალ ფეხზე დადგა,ჯიბიდან კი პატარა წითელი ყუთი ამოიღო და ხელში მომცა
-ზ.ზეინ? -ხმა ძლივს ამოვიღე და თვალებში უკვე ცრემლები მქონდა.ღმერთო ჩემო, ის ხომ ჩემი ძმა არის? რატომ? რატომ მაინც და მაინც ის?
-ბეტი გთხოვ მაპატიე,უბრალოდ ვეღარ ვმალავ ამ გრძნობას -თავი გააქნია და ცრემლები მომწმინდა,რომელიც ლოყაზე ჩამომიგორდა,შემდეგ კი წითელი ყუთი გახსნა სადაც ფურცელი იდო შემდეგი წარწერით
''დღეს პირველი აპრილია.''  

..............................

  აუუუ ძაან ცუდად ვარ  😂😂😂 

Dr.StylesWhere stories live. Discover now