Harry's POV
-მიყვარხარ! -როდესაც მისი მშვენიერი ბაგეებიდან ეს მაგიური სიტყვა გავიგე გული თითქოს წამით გაჩერდა კიდეც,შემდეგ კი უფრო ძლიერად დამიწყო ცემა. ნაზად დავიხარე და მის ბაგეებს შევეხე.ამ კოცნაში ის გრძნობა,ვნება და სურვილი ჩავაქსოვე, რასაც მასთან ყოფნის დროს ყოველ წამს განვიცდი. ეს კოცნა არის მის ჯადოსნურ სიტყვაზე პასუხიც. ვიცი ხმამაღლა უნდა ვამბობდე ამას,მაგრამ არ ვარ მზად ხმამაღლა ვაღიარო ის,რაც ჯერ ჩემს თავთანაც არ მიღიარებია. მის მიმართ საკმაოდ გაღრმავებული და სერიოზული გრძნობები მაკავშირებს.გრძნობები,რომელიც აქამდე არასოდეს განმიცდია და დარწმუნებული ვარ ბეტი რომ არ გამოჩენილიყო ასეთი საოცარი არ იქნებოდა,თუმცა ჯერ არ შემიძლია ეს ყველაფერი ხმამაღლა ვაღიარო.
-საოცრად ბედნიერი ვარ რომ შეგხვდი -ხმადაბლა დავიჩურჩულე და ცრემლიანი თვალები დავუკოცნე.თვალები,რომელიც ასე ძლიერად მიყვარს. შემდეგ ლოყებზე ჩამოვედი და ორივე ლოყაზე ვეამბორე,ლოყებზე,რომელიც ჩვილი ბავშვის ლოყებს გავს,ფაფუკი და ნაზი. ბოლოს კი ისევ ტუჩებზე ვაკოცე,ტუჩებზე,რომლის უბრალოდ მონა ვარ.
-მეც ბედნიერი ვარ,დოქტორო სტაილს -მხიარულად ჩაიცინა და ჩამეხუტა. ხმადაბლა ჩამეცინა და შუბლზე ვაკოცე.მიხარია,როდესაც ჩემთან ასე ახლოს არის. ბედნიერებას მანიჭებს და ცოტახნით მაინც მავიწყებს იმ პრობლემებს,რომელიც სამსახურში მაქვს. იქაურობამ ძალიან გადამღალა,მიუხედავად იმისა რომ თავიდან ყველაფერს დიდი გულმოდგინებით და სიხარულით ვაკეთებდი რაც დრო გადის ვხვდები რომ ნელ-ნელა ვიღლები,თუმცა მამაჩემის გამო ამ ყველაფერს წყალში არ ჩავყრი,მე მას დავპირდი და პირობას პირნათლად შევასრულებ.
-ჰაზ -ცოტახანში ბეტი დასერიოზულდა და შემომხედა.სახიდან თმა გადავუწიე და ვანიშნე,რომ ეთქვა რისი თქმაც უნდოდა
-როგორ ფიქრობ,ახლა რომ სხვა კუნძულზე წამოვიდე შენთან ერთად,უფრო არ გავამწვავებ სიტუაციას? -ხმადაბლა იკითხა და თმები უკან გადაიყარა
-არამგონია -თავი გავაქნიე -უნდა იცოდნენ რომ უკვე სრულწლოვანი ხარ და თავისუფლად შეგიძლია აკეთო ის,რაც გინდა.
-ეგ ხო,მაგრამ იქნებ მერე საერთოდ ხმა აღარ გამცენ? -ამოიოხრა და თავი გააქნია. კარგად მესმის მისი,მაგრამ არავის უნდა მისცეს უფლება,რომ მასზე რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს. მესმის მშობელია და ასე შემდეგ,მაგრამ სრულწლოვანი ადამიანის ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი უნდა ეჭიროს.
-მესმის რასაც განიცდი,მაგრამ დამიჯერე შენ გაქვს იმის უფლება,რომ რაც გინდა ის გააკეთო -ავუხსენი,რაზეც დამეთანხმა. გამეცინა და შუბლზე ვაკოცე. რა ეტყობა,რომ ის უკვე სრულწლოვანია? ორი წლის ბავშვს გავს,რომელსაც ეშინია რომ მშობლები ხმას არ გასცემენ.
-ახლა სახლში წავალ,ჩავალაგებ,მშობლებსაცდაველაპარაკები და საღამოს შენთან მოვალ.დღეს არის ფრენა -ბეტის თავი დავუქნიე და ლოყაზე სწრაფად ვაკოცე. სახლამდე მივიყვანე,გზაში ვარიგებდი რა უნდა ეთქვა მისი მშობლებისთვის.როდესაც მანქანიდან გადავიდა ზეინთან წავედი,ბეტიმ მისი ტელეფონი მომცა,მითხრა,რომ მისთვის მიმეტანა. სანამ ზეინის სახლში შევიდოდი მისი ტელეფონი ამოვიღე და Facebook-ზე შევედი. ჩემს ბედზე ჩვენი სიმპათიური ზეინის ექაუნთი ჩართული იყო. როგორ შეიძლება,რომ არაფერი გავუჩალიჩო? ეს გამორიცხულია. ახლა სამაგიერო გადავუხადოთ იმისთვის,რომ უფროს გოგოებს ყოველთვის ის მახევდა. ჰმ ზეინ მალიკ!
''ყოველთვის მინდოდა ამის თქმა,მაგრამ ვერ ვაღიარებდი,თუმც ვფიქრობ დადგა დრო,რომ ეს გაიგოთ. მე გეი ვარ.''
დავპოსტე და ტელეფონი დავბლოკე,შემდეგ კი სიცილით დავრეკე ზარი.რამდენიმე წუთში კარისკენ ვიღაც წამოვიდა და ხალათში გამოწყობილი ნინა დავინახე
-ჰეი,როგორ ხარ -გადავკოცნე და მოვიკითხე
-კარგად ჰაროლდ,შენ როგორ ხარ? -ღიმილით მკითხა და სახლში შემიპატიჟა,თუმცა არ შევედი.როგორც ჩანს ზედმეტად დაკავებულები არიან,ნინას სახეზე ეტყობა.
-არა იყოს,არ მოგაცდენთ -ეშმაკურად ავათამაშე წარბები და გავიცინე -ბეტიმ ზეინის ტელეფონი გამომატანა და მიეცი რა -უკანა ჯიბიდან ამოვიღე,თითქოს ხელში არც მჭერია და ისე გავუწოდე ნინას. მადლობა გადამიხადა,შემდეგ კი დავემშვიდობე და კლინიკის ნაცვლად მაღაზიებში წავედი. ბეტის შესაფერისი ტანსაცმელი უნდა ვუყიდო,თორემ იქ დარწმუნებული ვარ კედებით და კაბით წამოვა ან რაიმე მაგდაგვარი,იქ კი ასეთი ტანსაცმელი არ გამოადგება. მიკარგული კუნძულია,სადაც ტყის მეტი არაფერი არ არის,ამიტომ დიდი ბოტები ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი რამ არის,შემდეგ კოღოს საწინააღმდეგო მალამო,ჩემთვის კი რამდენიმე კოლოფი პრეზერვატივი,აუცილებლად.
ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი,სადაც თანამედროვე ბოტები იყიდებოდა. დარწმუნებული ვარ ბეტის ფეხის ზომა 38ზე მეტი არ იქნება. რამდენიმე ბოტი ავიღე,რომელიც დიზაინით ძალიან მომეწონა.გარედან კანაფის ფოთლები ეხატა (პლანი).გამეცინა და ეს ჩავდე კალათაში,მეორე კი უფრო შეეფერებოდა ბეტის.გარედან უამრავი წითელი გული ეხატა,თვითონ კი თეთრი იყო. ისიც მოვათავსე კალათაში და სალაროსთან მივედი,თანხა გადავიხადე.ამის შემდეგ რამდენიმე მაღაზიაში კიდევ შევედი,კაბები,შარვლები და მაისურები ვუყიდე. კარგით ხო,ტრუსებიც. საბოლოოდ კი სახლში დავბრუნდი,რომ ბენს და დედას დავმშვიდობებოდი. მართალია სულ რაღაც 6 დღით მივდივარ,მაგრამ მერე ძალიან მომენატრებიან. დედას დიდი ყვავილების თაიგული ვუყიდე,ბენს კი გასაბერი ქალი და სათამაშო მანქანა.
დიდი ხანია მასთან არ მითამაშია,მიყვარს როდესაც ვაწვალებ,შემდეგ კი მებუზღუნება. კარებთან სახლის კოდი ავკრიფე,რამდენიმე წამში კი კარიც გაიხსნა და შიგნით შევედი.
-დე,დეეეეეეეე,ჰარი მოვიდაა -ბენმა დაიყვირა და ჩემსკენ გამოიქცა,შემდეგ კი ჩამეხუტა.პარკი ხელში მივეცი და ჩავეხუტე.
-როგორ ხარ ბენ? -ლოყაზე ვაკოცე და ვკითხე
-კარგად -პარკი გამომართვა და შიგნით ქექვა დაიწყო.დედაც კარებში შემომეგება,ყვავილები მივეცი და ლოყები დავუკოცნე.მასზე ტკბილი არავინ არ მყავს. როდესაც უბრალო საჩუქრით ან ყვავილებით მის სახეზე ბედნიერ ღიმილს ვხედავ ისეთი ბედნიერი ვხდები,რომ ვფიქრობ 10 წლის სიცოცხლე მემატება. ჩემთვის ამ სამი ადამიანის ბედნიერება ყველაზე მნიშნველოვანია. ბეტის,დედაჩემის და ჩემი ძმის.
-დე,1 კვირით უნდა დაგემშვიდობოთ -როგორც კი დივანზე დავჯექი მაშინვე ვთქვი
-საით გაგიწევია კულულა? -წყნარად მკითხა და ეშმაკური მზერით შემომხედა. მოხარშულს მიცნობს.
-მე და ბეტი მივდივართ ცოტახნით -გავიცინე და ბენისკენ გავაპარე თვალი. გასაბერ ქალს მოწყენილი სახით უყურებდა,თან ბერავდა,რაზეც სიცილი ამივარდა
-ძმაო,ეგ ოთახში უნდა აიტანო და იქ მოუარო -თვალი ჩავუკარი და ისევ გავიცნე
-ჰარი ამას თავზე გაგიხეთქავ -ამოიოხრა და თავი გააქნია.ისევ ვაპირებდი რაღაც მეთქვა,როდესაც ბეტიმ მომწერა რომ ყველაფეირ კარგად იყო და უკვე აეროპორტში იყო. ჯანდაბა,მე უნდა მივსულიყავი და წამომეყვანა,მაგრამ როგორც ჩანს არ უნდოდა რომ 'შევეწუხებინე'. რა სულელია. სწრაფად დავემშვიდობე ჩემებს,ჩემთვის ნაყიდი ტანსაცმლის რამდენიმე პარკიც ავიღე და მანქანაში ჩავჯექი.სწრაფადვე მივედი აეროპორტში.ჩვეულებრივ ეცვა,ჯინსი,მაისური და კედები,მაგრამ მაინც ყველაზე ლამაზად გამოიყურება.
მასთან მივედი,შემდეგ ერთად გავიარეთ რეგისტრაცია და ნაახევარ საათში თვითმფრინავში ავედით.
-ნორფოლკის კუნძული გველოდება -ყურში ჩავჩურჩულე და შუბლზე ნაზად ვაკოცე.
წინ დაუვიწყარი თავგადასავლები გველის
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.