Part 15

1.5K 93 4
                                    

  Beatrice's POV

-ჰარი?! -კიდევ ერთხელ გავიმეორე,როდესაც სახლის კარი მოვხურე და ზეინის ოთახის წინ მდგარი ჰარი დავინახე. ზეინს ვიღაც გოგო ჰყავდა მოყვანილი და როდესაც ჰარიმ მომიყვანა აღარ შევაწუხე და მეორე სართულზე იმ ოთახის დალაგება დავიწყე,რომელშიც მე უნდა ვყოფილიყავი,შემდეგ კი ნაგვის გადასაყრელად გარეთ გავედი და კარი ცოტახნით ღია დავტოვე ის კი ალბათ შემოვიდა
-ბეტი? -დაბნეულმა შემომხედა და ისეთი მზერა მომაპყრო თითქოს აქ ჩემს ნახვას არ ელოდა. მასზე გამეცინა. კარები ჩავკეტე და მეორე სართულისკენ წავედი,თავით კი ვანიშნე,რომ ამოსულიყო
-ხო,რა მოხდა? რატომ გაგიკვირდა ჩემი აქ დანახვა? -ვკითხე და სახეზე დავაკვირდი
-მე.. ისა.. ზეინთან.. -თავი გააქნია და ამოიოხრა -არაფერია,დაიკიდე
-ზეინთან მე გეგონე? -ნაწყენმა ვთქვი და მას შევხედე.აშკარა იყო ის გოგო მე ვეგონე,რომელიც ახლა ზეინთანაა და მის სახელს კვნესის.მის პასუხს არც დაველოდე, კიბეები სწრაფად ავირბინე და პირველივე ოთახში შევედი,გავიგონე როგორ გამომყვა ისიც. კარები უნდა დამეკეტა,თუმცა ხელი სწრაფად მოადო კარს და დაკეტვის საშუალება არ მომცა,შემდეგ კი ოთახში შემოვიდა
-ბეტი,მაპატი -თავი გააქნია და თვითონ დაკეტა კარი -უბრალოდ სხვა რა უნდა მეფიქრა? მასთან ვიღაც შავთმიანი გოგონა იყო,ან რას ვიფიქრებდი თუ ვიღაც ჰყავდა აქ როდესაც მოგიყვანე? -ხელი მომკიდა,როდესაც ფანჯრისკენ წავედი და მისკენ შემატრიალა -ბეტი,გთხოვ. შენც ასე იფიქრებდი,დამიჯერე, ან სხვა რა უნდა მეფიქრა?
-ჰარი,ნუთუ ვერ ხვდები,რომ არ ვარ ისეთი გოგო რომელიც მეგობრებთან სექსით კავდება -თავი გავაქნიე -და არც ისეთი,რომელიც ერთ წამს ერთ ბიჭთან მიდის სანუგეშოდ,ეხვევა,კოცნის და მეორე წუთს სხვასთან არის -თვალები ცრემლებით ამევსო და ხელი გავაშვებინე და ფანჯარასთან დავდექი. უკვე ძალიან იყო დაბნელებული,მთვარის შუქი კი მაინც აღწევდა აქამდე. ცა მთლიანად მოჭედილი იყო ვარკსვლავებით.
უკნიდან ვიგრძენი როგორ მომეკრო ჰარი,ხელები მუცელზე მომხვია და თავი კისერში ჩამიდო.თვალები დავხუჭე,რომ არ მეტირა.ხელები ხელზე დავადე და ნაზად ჩამოვუსვი თითები. მისიც მესმის,ალბათ მე ერთ ამბავს მოვაწყობდი მის ადგილას. უბრალოდ ერთ რაღაცას ვერ ვხვდები,რას წარმოადგენს ის ჩემთვის? რატომ არის ასეთი მნიშნვნელოვანი ჩემთვის,რომ არ შემიძლია ვიყო მისგან შორს? ახლა წესით უნდა ვაიძულებდე ჩემგან წასვლას,თუმცა არ შემიძლია.არ მინდა ჩემგან შორს იყოს, თითქოს რაღაც ძალით ვარ მასზე მიჯაჭვული და არ მაქვს სურვილი რომ სადმე გავუშვა.
-მაპატიე? -ხმადაბლა დაიჩურჩულა და ყელში ნაზად მაკოცა. თავი დავუქნიე და მისკენ მივტრიალდი ისე,რომ მისი ხელები ახლა ჩემს წელზე იყო. ჩემზე იმდენად მაღალია,რომ მკერდამდე ძლივს ვწვდები.უზარმაზარია,გოლიათი.
-ვწუხვარ,არ მინდოდა გული გტკენოდა -ლაპარაკი დაიწყო.ხელი ნაზად მივადე ტუჩებზე,არ მინდა რომ თავი იმართლოს,ის მართალია და არანაირი სურვილი მაქვს რომ განიცადოს ეს.რაც იყო იყო.
-აღარ გინდა ამაზე ლაპარაკი -ლოყაზე ვაკოცე და ხელები მოვხვიე.ახლაღა დავაკვირდი როგორ ძლიერად მიფეთქვას გული როდესაც მასთან ვარ. რაღაც არანორმალურად,თითქოს მკერდიდან უნდა ამოვარდესო.
-მე წავალ,შენ კი ხვალ გელოდები ჩემთან,რამდენი ხანია არ ყოფილხარ გასაინჯად, კარგი? -ჰარის თავი დავუქნიე და ხელები კიდევ ერთხელ მოვხვიე.სიმართლე გითხრათ არ მინდა რომ წავიდეს,მაგრამ ქვევიდან ზეინის და იმ გოგოს სიცილი ისმოდა და ალბათ ამიტომ გადაწყვიტა წასვლა,თან ახლა აქ რომ დარჩეს ვიცი რაც მოხდება და არ მინდა ეს ზეინმა გაიგოს.
ჰარი კარისკენ წავიდა და მეც უკან გავყევი,კარი გამოვხსენით და კიბეები ჩავირბინეთ.შავთმიანი გოგონა ზეინის კალთაში იჯდა და რაღაცაზე საუბრობდნენ,მადლობა ღმერთს ტანზე ეცვათ
-ჰმმ,ჰმმ -უხერხულად ჩავახველე და მათ შევხედე.ჰარიმ თვალი ჩამიკრა,თან გაიცინა. ზეინმა და იმ გოგონამ ჩემსკენ შემოიხედეს.
-ბეტი? ჰარი? -გაკვირვებულმა წარმოთქვა ზეინმა და წარბები შეჭმუხნა -აქ საიდან?
-მე დიდი ხანია უკვე აქ ვარ -თვალი ჩავუკარი -ჰარი კი წეღან მოვიდა,მაგრამ უკვე მიდის -ჰარიმ ხელი აუწია დამშვიდობების მიზნით და კარისკენ წავიდა. დავინახე გოგონა როგორ დაიხარა და რაღაც უჩურჩულა ყურში,ზეინმა კი თავი გააქნია და ლოყაზე აკოცა,შემდეგ კი ფეხზე წამოდგა.
ჰარი კართან დადგა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა
-ხვალ გნახავ -თავი დავუქნიე და კარი გამოვხსენი
-ხვალამდე -გავუღიმე.ჰარიმ კიდევ ერთხელ,სწრაფად მაკოცა და გარეთ გავიდა, გასვლის წინ კი მითხრა,რომ ტელეფონზე მომწერდა. ვუყურებდი როგორი დინჯი ნაბიჯებით მიდიოდა მანქანისკენ,შემდეგ მანქანის კარი გამოხსნა და მე გამომხედა,კოცნა გამომიგზავნა.გავიცინე და იმიტაცია გავაკეთე,თითქოს მისი გამოგზავნილი კოცნა დავიჭირე,შემდეგ კი გულში შევინახე. ჰარიმ ჩაიცინა და მანქანა ისე სწრაფად დაიძრა,რომ გააზრება ვერც მოვასწარი.
სახლში შებრუნებულს ზეინი სამზარეულოში დამხვდა
-გამარჯობა -გოგონას მივესალმე -მე ბეტი ვარ,ზეინის ახლო მეგობარი
-ჰეი,მე კი ნინა ვარ -ხელი ჩამომართვა და გამიღიმა -მე კი ზეინის შეყვარებული ვარ
-სასიამოვნოა -გავიცინე და წყალი ჩამოვისხი,როდესაც ზეინი გამოვიდა სამზარეულოდან
-როდის შემოგვეპარე ქურდაბაცაცა? -სიცილით მკითხა და თმა ამიჩეჩა. ერთი გემრიელად შევუღრინე და თმა გავისწორე
-რამდენი ხანია სახლში ვარ -მხრები ავიჩეჩე -უბრალოდ ზედმეტად დაკავებული იყავი ეგ რომ გაგეგო -თვალი ჩავუკარი. დავინახე როგორ ჩაიცინა ნინამ
-ნუ ალბათ უკვე გაიცანი,ეს ნინა ტერნერია,ჩემი შეყვარებული -ანთებული სახით მითხრა და გოგონას ხელი გადახვია
-რათქმაუნდა უკვე გავიცანი და ერთმანეთს ძალიან უხდებით -გავიცინე
-ის კულულა ბიჭი შენი შეყვარებულია? -ნინამ მკითხა და ზეინის მოტანილი მარტინი მოსვა
-არა -თავი გავაქნიე -უბრალოდ მეგობარია და უმმ.ჩემი გინეკოლოგია -ზეინს სიცილი აუვარდა,ნინამ კი თავში ხელი წამოარტყა.კაი გოგო ხარ,ნინა.
-მე ავალ დავწვები,ხვალ წასასვლელი ვარ და ხვალ გეტყვი რატომ ვარ აქ -გავიცინე და ფეხზე წამოვდექი.წყლის ჭიქა მაგიდაზე დავდგი,მათ დავემშვიდობე და ოთახში ავედი.საწოლზე წამოვწექი.თვალები დახუჭული არ მქონდა,რომ თვალწინ ჰარი დამიდგა. ის უნაკლოა. მწვანე,ღრმა თვალები. კულულა თმები. ვარდისფერი, საოცარი ტუჩები,რომლებიც ისეთი გემრიელია.. ღმერთო.. ამ ბიჭმა სულ გადამიყვანა ჭკუიდან.
ტელეფონზე ესემესი მომივიდა,როდესაც ეკრანს დავხედე გამეღიმა.გეგონება იგრძნო მასზე რომ ვფიქრობდიო.
'უბრალოდ მინდოდა ტკბილი ძილი მესურვებინა შენთვის. ტკბილ ძილს გისურვებ მშვენიერო.'
გამეღიმა და მეც ვუსურვე ტკბილი ძილი,შემდეგ კი ისე ტკბილად ჩამეძინა,რომ ასე მთელი 18 წლის მანძილზე არ მძინებია.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს.როგორც ჩანს წუხელ ფარდების გაფარება დამავიწყდა.ამოვიოხრე. ჯერ ერთი თვალი გავახილე,როდესაც სინათლეს ასე თუ ისე შევეგუე მეორეც გავახილე.დავამთქნარე და საწოლიდან წამოვდექი. დღეს ჰარისთან მივდივარ,შემოწმებაზე. აბაზანაში შევედი,ტანზე გადავივლე და პირველ სართულზე ჩავედი. როგორც ჩანს ჯერ კიდევ სძინავთ გვრიტებს. სამზარეულოში შევედი, ჩაი მოვიდდუღე,დავლიე,შემდეგ კი წასასვლელად მოვემზადე. ზეინს წერილიც დავუტოვე,რომ არ ენერვიულა ჩემს უეცარ გაქრობაზე.
სახლიდან გასულმა ტაქსი გავაჩერე და პირდაპირ ჰოსპიტალში წავედი.როდესაც მივედი გული რაღაც სხვანაირად ამიძგერდა.ტაქსის მძღოლს მგზავრობის საფასური გადავუხადე და სწრაფად გადავედი მანქანიდან. სწრაფი ნაბიჯით შევედი ჰოსპიტალში,შემდეგ კი ლიფტი გამოვიძახე.როდესაც მესამე სართულზე ავედი,ლიფტის კარიც გაიხნსა.ჰარი ელისთან იდგა და რაღაცას ესაუბრებოდა,ელიც თავს უქნევდა,თან საბუთებში რაღაცას ეძებდა.ჰარიმ ჩემსკენ გამოიხედა და როდესაც დამინახა გამიღიმა.მისკენ წავედი და რა წამსაც მას ჩავეხუტე თვალებში თითქოს რაღაც გამიბრწყინდა,გულმა კი უფრო ძლიერად დამიწყო ფეთქვა.ხელები ნაზად მომხვია და თავზე მაკოცა
-ელი,რაც გითხარი მოაგვარე. გარდაცვლილის ოჯახსაც დაურეკე და უთხარი რომ ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ -ელიმ თავი დაუქნია.ჰარიმ ხელი მხარზე მომხვია და მისი კაბინეტისკენ წავედით
-როგორ ხარ? -მკითხა,როდესაც კაბინეტში შევედით
-მე კარგად,შენ? -კითხვა დავუბრუნე და სკამზე მოვთავსდი
-ელისას საბუთებს ვაგროვებთ,ხვალ უკვე დაკრძალვაა -მოწყენილი ხმით მითხრა და თავის სკამზე მოთავსდა,თან საბუთებში იხედებოდა -ჯანდაბა,რაღაც საბუთები გარეთ დამრჩა -ფეხზე წამოდგა
-მე მოგიტან -მე ავდექი ფეხზე -ელისთან არის? -ვკითხე.ჰარიმ თავი დამიქნია. კაბინეტიდან გავედი და ელისთან მივედი
-ელი,ჰარის რაღაც საბუთები დარჩა აქ
-აჰ,ხო ახლა უნდა შემომეტანა -ხელში რაც ეჭირა ის მომაწოდა.მადლობა გადავუხადე და ჰარისთან დავბრუნდი.საბუთები მივაწოდე და სკამზე დავჯექი,ჰარი კი წამოდგა და წინ დამიდგა
-ჩემი მარჯვენა ხელი ხარ -ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა -იქნებ ელი გავუშვა და შენ იყო ჩემი მდივანი? -გამეხუმრა.გავიცინე და თავი გავაქნიე
-მარჯვენა? -გავიკვირვე -არა,მადლობა არ მინდა რომ შენი მარჯვენა ხელი ვიყო -ხელები ცაში ავიქნიე -მარჯვენა ხელით ბიჭები ჰმ.. ცუდ რაღაცას აკეთებენ ხოლმე -ჰარიმ ცოტახანს მისმინა,შემდეგ კი მისმა ვულკანმა იფეთქა და ვფიცავ ისე იცინოდა მეშინოდა,რომ არ ჩაბჟირებულიყო.  

Dr.StylesWhere stories live. Discover now