Beatrice's POV
-ამმ.. შემობრძანდით -ახალგაზრდა ექიმმა ხელით იმ კაბინეტისკენ გვანიშნა,ღრმად ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექით,დედამ წინ გამიშვა,თვითონ კი უკან წამომყვა,იმდენად ვნერვიულობდი,თითქოს მათემატიკის გამოცდა მელოდა წინ. ექიმი პირველი შევიდა კარში,შემდეგ კი ჩვენ შევყევით,როდესაც კაბინეტში შევედით თეთრი გაბერილი ბურთი ეგდო,ფანჯრიდან შემოსული ქარი კი აქეთ-იქით აბურთავებდა.უცნაური ფორმა ჰქონდა,ბუშტს დავაკვირდი და.. ო,ღმერთო! როდესაც მივხვდი რაც იყო სახეზე ავწითლდი და თავი გავაქნიე.
როდესაც დოქტორმა სტაილსმა თავისი ადგილი დაიკავა მე შემომხედა,შემდეგ კი ''ბუშტს'',სახეზე ეშმაკური ღიმილი გაუკრთა და მსუბუქად ჩაეცინა,როდესაც მიხვდა რატომაც ვიყავი აწითლებული,თავხედური ღიმილით შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ამას გინეკოლოგად რა უნდა? ერთი გარყვნილი,თავში ავარდნილი ბიჭია. ღმერთო,შარში ვარ,ამან უნდა გამსინჯოს?
-დაბრძანდით -სკამებზე მიგვანიშნა,თან ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ცოტაც მეკლდა და დედას ხელს დავავლებდი,შემდეგ კი უკანმოუხედავად გავიქცეოდი აქედან.დედა სკამზე დაჯდა,შემდეგ კი მე გვერდით მიმისვა
-აბა,რა გაწუხებთ? -გვკითხა და ორივეს სახეზე დაგვაკვირდა,ახლაღა შევამჩნიე როგორი ღრმა და მწვანე თვალები ჰქონია.
-არაფერი არ გვაწუხებს -ჩემს მაგივრად დედამ უპასუხა -უბრალოდ მინდა გამოკვლევები ჩაიტაროს და გავარკვიოთ ყველაფერი რიგზეა,თუ არა
-ძალიან კარგი -თავი დაუქნია დედას და რაღაც ფურცელს ავსებდა -რა გქვია?
-ბეატრისი -ვუპასუხე,თავი დამიქნია და რაღაც ფურცელზე დავინახე როგორ დაწერა ჩემი სახელი
-სრულად მითხარი შენი სახელი,თუ შეიძლება -ეშმაკური ღიმილით მიყურებდა,მისი ასეთი ქცევა საოცრად მაბნევდა
-ბეატრის ბეს ბრაუნი -ჩემი სრული სახელი ვუთხარი,თავი დამიქნია და რაღაც შეავსო ფურცელზე
-წამოდი,შესამოწმებელ ოთახში გავიდეთ ჩვენ ბეატრის,თქვენ დაგველოდეთ, თუ გნებავთ ყავას ან ჩაის შემოვატანინებ მდივანს -დედას თავაზიანად შესთავაზა და ფეხზე წამოდგა,
-არა,მადლობა,აქ დაგელოდებით -ექიმმა თავი დაუქნია,თავისი თეთრი ხალათი შეისწორა და კარისკენ წავიდა,მეც ავდექი და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე,დედას შევხედე,თავი დამიქნია,შემდეგ კი კაბინეტიდან გავედით
-რამდენი წლის ხარ,ბეატრის? -მკითხა ჩემს გვერდით დადგა
-18ის -წყნარად ვუპასუხე და ერთ-ერთ კაბინეტთან შევჩერდით,ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარი გახსნა,შიგნით შემიძღვა,თვითონაც შემოვიდა და კარი ჩაკეტა. აქაურობა ლაბორატორიას გავდა,უამრავი დანადგარი იდგა,პალატის შუაში უცნაური საწოლი იდგა
-ეს გასასინჯი და მცირე სამანიპულაციო მაგიდაა -ამიხსნა,როდესაც მიხვდა,რომ ამ უნაურ რაღაცას დავყურებდი
-მოდი,ახლა შარვალი გაიხადე და ამ მაგიდაზე მოთავსდი,შემდეგ შემეძლება,რომ გაგსინჯო. -ო,ღმერთო,დედა ეს რა შარში გამხვიე.იქვე სკამზე ჩამოვჯექი და შარვალი შევიხსენი,შემდეგ კი მთლიანად გავიხადე,დავინახე როგორ შემომანათეს მისმა თვალებმა და როგორ ამათვალიერა.სახეზე მთლიანად ავხურდი და თმები ჩამოვიყარე,რომ ჩემი სიწითლე შესამჩნევი არ ყოფილიყო
-ახლა მაგიდაზე მოთავსდი -ხმადაბლა მითხრა და მაგიდისკენ მიმანიშნა
-რა უნდა გამიკეთო? -ხმადაბლა ვკითხე,არ მინდოდა ნერვიულობა შესამჩნევი გამხდარიყო,მაგრამ რა აუცილებელია გახდა?თუმცა ის ხომ გინეკოლოგია,ის არის ექიმი ქალის წელს ქვემოთ ორგანოების.
-უბრალოდ გაგსინჯავს,ვნახავ რამდენად გჭირდება მკურნალობა და რაიმე ხომ არ სჭირს შენს ფისუნიას -თვალი ჩამიკრა და ხელი მომაშველა,როდესაც მაგიდაზე დაჯდომას ვცდილობდი
-მოდი,სანამ უშუალოდ გამოკვლევას დავიწყებთ,მითხარი რაიმე ხომ არ გაწუხებს, თუნდაც მენსტრუალური ციკლის დროს დარღვევები,ან ტკივილები -ახალგაზრდა ბიჭთან,უფროსწორად ექიმთან,უნდა ვისაუბრო ჩემს ქალურ პრობლემებზე?
-ციკლი დარღვეული მაქვს -ხმადაბლა ვუთხარი და ჰაერი ჩავისუნთქე -ხოლო როდესაც პერიოდი მაქვს ტკივილები მაწუხებს
-ტკივილი წელის არეში? -მკითხა,თან რაღაცეებს ინიშნავდა თეთრ ფურცელზე
-წელის და მუცლის არეში.ხშირად მოთენთილიც ვარ და არაფრის თავი მაქვს -გულწრფელად ვუთხარი
-მაინტერესებს რამდენად დიდი ადგილი უჭირავს სექსს შენს ცხოვრებაში -მკითხა და ტუჩებზე ენა გადაიტარა. სახეზე ერთდროულად ალბათ მილიონმა ფერმა გადამირბინა
-მე..მე არ ვცხოვრობ სექსუალური ცხოვრებით -ვუპასუხე,დავინახე როგორ დაიბნა
-ანუ? საერთოდ არ გაქვს სექსი თუ ძალიან იშვიათად?
-ქალიშვილი ვარ -სწრაფად ვუპასუხე,შემდეგ კი თავი დავხარე.რაღაც ჩაიბუტბუტა,თუმცა ვერ გავიგე.აქ იმისთვის ვარ,რომ ჩემი სექსუალური ცხოვრება განვიხილო?
ČTEŠ
Dr.Styles
Teenfikceმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.