Beatrice's POV
მიუხედავად იმისა,რომ ჰარი ჩემს გვერდით იყო ამ შუაღამისას მაინც ძალიან მეშინოდა უღრან ტყეში სიარულის. ხმას არცერთი ვიღებდით,უკვე რამდენიმე საათია ასე დავსეირნობთ,შუქიც კი არ არის,მხოლოდ მთვარის მკრთალი ნათება გვინათებს გზას.ჰარის ჩემი ხელი მისაში ძლიერად ჰქონდა მოქცეული ხანდახან ცერა თითს მისვამდა.თითქოს ამით მამშვიდებდა.
-ჰაზ,გთხოვ დავბრუნდეთ რა. მეშინია -ხმადაბლა დავიჩურჩულე.ტყეში რაღაც ხმები ისმოდა,რაც ჭკუიდან მშლიდა. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმოდა ჰარის კი ხელს არ ვუშვებდი.
ხმის ამოუღებლად დამიქნია თავი და ჩვენი კარვისკენ ავიღეთ გეზი. მწერების,ბუს და კიდევ რაღაც ცხოველების ხმა მთლიანად მიღრღნიდა სულს და კანკალმა ამიტანა. ამას კიდევ ის ემატებოდა,რომ ნორმალურად ვერ ვხედავდი და ჰარისაც ვერაფერს ვეუბნებოდი. ტუჩი ძლიერად მოვიკვნიტე,რომ ხმა არ ამომეღო და თვალებზე ცრემლები ჩამომიგორდა.ჯანდაბა ძალიან მეშინია.
ჰარის ძლიერად მივეკარი და ნაბიჯებს ცოტა ავუჩქარე.1 საათიანი სიარულის შემდეგ საბოლოოდ მივაღწიეთ ჩვენს კარავს და შიგნით სწრაფად შევედი,კანკალს კი ვერ ვწყვეტდი.ხმასაც ვერ ვიღებდი.ჰარი როდესაც შემოვიდა და ასეთ მდგომარეობაში დამინახა წარბები შეკრა და მუხლებით წინ დამიდგა
-რა მოგივიდა? -წყნარად მკითხა.თავი გავაქნიე,შემდეგ კი საძილე ტომარაში ჩავწექი,რომ კანკალი ცოტახნით მაინც შეჩერებულიყო. ვიცი ეს სიცივის გამო არ მჭირდა,მაგრამ მაინც.
-ჩემო სულელო,შეგეშნდა,არა? -ხმადაბლა მკითხა და ისიც შემომიწვა,თან ძლიერად ჩამიკრა გულში.თავი დავუქნიე,ხელები კი წელზე მოვხვიე და ძლიერად მივეკარი მკერდზე.ზურგზე თითებს ნაზად მისმევდა,თან შუბლზე მკოცნიდა და მიჩურჩულებდა,როგორი სულელი ვიყავი და რომ ყოველთვის ყველაფრისგან დამიცავდა,რომ არასოდეს მიმატოვებდა.
ძალიან გვიან,თითქმის გამთენიისას ჩამეძინა,მაგრამ ადგომა მალევე მომიწია,რადგან ჯოჯო უკვე სანადიროდ მიდიოდა,ჰარი კი ჩემს გამო რჩებოდა.სიმართლე გითხრათ რახან დილა იყო აღარ მეშინოდა იმდენად ტყეში წასვლის,ამიტომ ტანზე ჩავიცვი და ჰარისთან გავედი.როდესაც დამინახა გამიღიმა და შუბლზე მაკოცა,ხელი კი მის ხელში მოიქცია,თითები ერთმანეთში აბლანდა და არ მიშვებდა. არც მინდა რომ გამიშვას.თანახმა ვარ მთელი ცხოვრება ასე ვიყო,მასთან ერთად ხელჩაკიდებული. ვიცი რომ ეს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ტკივილსაც კი შემიმსუბუქებს.
-ჯოჯო,ბავშვი და შენი ცოლი როგორ არიან? -ჰკითხა ჰარიმ ჯოჯოს რამდენიმე წუთის შემდეგ,როდესაც ყველაფერს ამზადებდნენ სანადიროდ.
-კარგად არიან,მადლობა ჰაროლდ! გუშინ შენ რომ არა,ნამდვილად დავკარგავდი ორივეს -ჰარის ბედნიერებისგან გაეღიმა,შემდეგ კი მე შემომხედა.თავი დავუქნიე და თვალი ჩავუკარი.როდესაც ყველაფერი მოამზადეს ტყეში გზას დავადექით. ჯოჯო და მისი მონადირეები ფეხშიშველი მიიკვლევდნენ ტყეში გზას და მიკვირდა კიდეც,როგორც არ სტკიოდათ ფეხები. რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ ერთ-ერთი უზარმაზარი ხის წინ დავდექით
-ეს ხე უძველესი ხეა,რომელსაც შიგნით შხამიანი ნაყოფი აქვს -ახსნა დაიწყო ჯოჯომ და ხისკნ წავიდა,თან დიდი დანა დააძრო -ამ ნაყოფს ვჭრით და ვაკეთებთ ისარს,რითიც უნდა მოვნადიროთ ნადირი -რამდენიმე ტოტი მოაჭრა ხეს,შემდეგ კი გამოთლა დაიწყეს. ერთ-ერთს ხელში საშუალოდ გრძელი, მრგვალი რაღაც ეჭირა,რომელსაც შიგნიდან ფუღუროსავით ჰქონდა თავისუფალი.როდესაც ერთ-ერთი ისარი გააკეთა ამ ხის ფუღუროში ჩადო და ხესთან დადგა
-ხეზე დიდი ციყვი დაინახა,ახლა უნდა გავჩუმდეთ,შემდეგ კი ციყვს ესვრის და ნადავლი ჩვენი იქნება -ჰარისაც და მეც ჩაგვეცინა,შემდეგ კი გავჩუმდით და მას ვუყურებდით. რამდენიმე წამში ეს დიდი ხის ჯოხი პირთან მიიტანა,შიგნით ჩაბერა და შიგნიდან ის ისარი გამოვარდა,რომელიც თვითონ გააკეთა რამდენიმე წამის წინ. ხიდან ციყვი ჩამოვარდა. ეს ერთი ნადავლი.
-ჰაროლდ,ცდი? -ჯოჯომ ჰარის კითხა. ჰარიმ მე შემომხედა.სიცილით დავუქნიე თავი და ვანიშნე,რომ ეცადა,თან ჩემი ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ვიდეოს გადაღება დავიწყე,შემდეგ ამ ვიდეოდან სურათებსაც ამოვჭრი.
ეს ფუღუროიანი ხის ტოტი მაგონებდა სკოლის პერიოდს,როდესაც კალმებს ვშლიდით,ფურცლებს ვამრგვალებდით,შიგნით ვდებდით,შემდეგ კი ბავშვებს ვესროდით. ახლაც ზუსტად იგივე სიტუაციაა,იმ განსხვავებით,რომ კალმის ტარის ნაცვლად აქ დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის ოდნავ მსხვილი ხის ტოტი ეჭრათ ხელში,რომელიც დაახლოებით გამომწვარი იყო,შიგნით კი ფურცლის ნაცვლად შხამიან ისრებს დებდნენ. ჰარიმ ხელში დაიჭირა დიდი ტოტი,რომელსაც პირობითად ტარი ვუწოდე,შემდეგ კი შიგნით ჩაბერა,თუმცა შხამიანი ისარი მასთან ახლოსვე დაეცა,რაზეც სიცილი ამივარდა
-რა რთულია იცი? -სიცილით მითხრა და ტარი ჯოჯოს მიაწოდა,შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა და ენა გამომიყო.მეც იგივე გავაკეთე,კამერა კი ჯოჯოსკენ მივატრიალე. ერთი ჩაბერვით მიზანში მოახვედრა! ვაუ! ნამდვილად ძალიან ორიგინალური და მაგარი ხერხია.
-სათევზაოდ ჩავიდეთ აქვე მდინარეზე -შემოგვთავაზა ჩვენმა მასპინძელმა,რაზეც ბედნიერად დავთანხმდით და მდინარეზე ჩავედით.სასიარულო ცოტა რთული იყო,მაგრამ არა შეუძლებელი. თეთრი,ფითქინა წყალი მოდიოდა,შიგნით ქვებსაც კი დათვლიდით. ვხედავდი როგორ დაცურავდნენ შიგნით თევზები. ჯოჯომ და კიდევ ერთ-ერთმა ხელში მოწამლული ისრები მოიმარჯვეს და წყალში შევიდნენ,მე კი როგორც ყოველთვის ვიღებდი.პირველივე ისრის ჩარჭობაზე თევზები ამოჰყავდა. წარმომიდგენია როგორი გაწაფული აქვთ ხელი,ეს უკვე სისხლში აქვთ,ბოლოს და ბოლოს ასე იკვებებიან და ასე ცოცხლობენ!
-როდესაც ამ წყალში ვთევზაობთ ამ ისრებით,ბავშვებს სახლიდან 3 დღე არ ვუშვებთ, თორემ წყალი იწამლება და 3 დღე სჭირდება,რომ გაიფილტროს ამ შხამისგან -როდესაც წყლიდან ამოვიდა ჯოჯო აგვიხსნა და ნანადირევი უკან მოიკიდა.
-ამ სამი დღის განმავლობაში რითი იკლავთ წყურვილს? -ვკითხე მე
-მომარაგებული გვაქვს -მიპასუხა -წყლის ჭურჭელში გვაქვს ყოველთვის წყალი, რამე რომ მოხდეს გვექნება
-გასაგებია -ჩემს მაგივრად უპასუხა ჰარიმ,შემდეგ კი ტყიდან ნელ-ნელა გასვლა დავიწყეთ.გზაში მე და ჰარი დაჭერობანას ვთამაშობდით,დანარჩენები კი გაოცებულები გვიყურებდნენ. ბოლო ხმაზე ვიცინოდი,თან ხეების უკან ვიმალებოდი,რომ არ დავეჭირე,მაგრამ უკნიდან მეპარებოდა და მაინც მიჭერდა.
-ხომ იცი,რომ ვერ გამექცევი,ვერასდროს -ხელებს წელზე მიჭერდა,თან სერიოზული სახით მეუბნებოდა. გამეცინა და თავი გავაქნიე.ცხვირზე ტუჩები ოდნავ მივადე და ვაკოცე
-სულელო -გავუცინე და კიდევ ერთხელ ვაკოცე ცხვირზე. ვგიჟდები მასზე! ჰარიმ უცებ მაკოცა ტუჩებზე და ხელი გამიშვა. ისევ გავიქეცი,ჰარი კი უკან მომსდევდა,თან იცინოდა,როდესაც ფეხი ამიცდა და წავიქეცი.დაღმართზე დავგორდი და ვიგრძენი ხელის ზედა მკლავი როგორ გადამეჭრა.სიმწრისგან ამოვიკვნესე,ჰარიმ კი ჩემი სახელი დაიყვირა. როდესაც დაღმართზე მთლიანად დავგორდი და ერთ ადგილას გავჩერდი წამოვჯექი და ხელი წინ გამოვწიე,ერთადერთი რაც დავინახე ეს იყო თითქმის ბოლომდე ჩახეული ხელი და სისხლი,შემდეგ კი გონება დავკარგე.
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.