Part 23

1.3K 78 5
                                    

  Beatrice's POV

დილით თვალები გავახილე და ბედნიერებისგან გამეღიმა როდესაც ჩემს გვერდით აბურდული კულულები დავინახე.გეფიცებით ძილის დროს ანგელოზს გავდა. ტუჩები ოდნავ შეხსნილი და გაბერილი,სახე კი ისეთი მშვიდი ჰქონდა რომ სურვილი გამიჩნდა დამეკოცნა. ამის ნაცვლად მისკენ მივიწიე,ხელი ზევით ავაწევინე და ჩემს წელზე დავადებინე,შემდეგ კი ტუჩებზე ნაზად ვაკოცე. თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე.ვიგრძენი როგორ მაკოცა თავზე ჰარიმ და დიდზე გამეღიმა. თითებით ზურგზე ნაზად მომეფერა
-დილამშვიდობის,მშვენიერო -ყურში ჩამჩურჩულა.თავი ავწიე და ოდნავ გავიღიმე
-დილამშვიდობის -ნიკაპზე ვაკოცე.ჰარის ჩაეცინა და თითით ცხვირზე გამეთამაშა
-ძალიან მინდიხარ -ამოიოხრა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად მოექცა ჩემს ზემოდა.გამეცინა და ენა გამოვუყავი.როდესაც ტრუსზე დავხედე თვალები გამიფართოვდა.ვაუ,რამხელაა.
-მეც ძალიან მინდიხარ -თვალი ჩავუკარი -მაგრამ პერიოდი მაქვს -გადავიხარხარე როდესაც ამ სიტყვების გაგონებაზე მისი სახე დავინახე
-ხუმრობ? -ამოიოხრა და კისერში ნაზად მაკოცა.თავი გავაქნიე თითები კი კულულებში შევუცურე
-წუხელ მომივიდა,ასე რომ.. -მხრები ავიჩეჩე და ხელი ვკარი,რომ ჩემს გვერდით დაწოლილიყო.როდესაც გვერდით გადმოწვა საწოლზე წამოვჯექი და ფეხმორთხმით დავჯექი,თმები გვერდზე გადმოვიყარე,შემდეგ კი თმის დაწვნას შევუდექი.ჰარიმ ხელი მუხლზე დამადო და ნაზად მომეფერა
-ბეტიიიიიი,დედიკო და მამიკო ჩამოვიდნეეეეეეეეენ -რამდენიმე წამში ლილიანის ყვირილის ხმა გავიგე და კარიც შემოიხსნა.სულ ცივმა ოფლმა დამასხა და გული ამიჩქარდა.ჯანდაბა,აქ არიან?ახლა ასე რომ დამინახონ ჰარისთან.. კარისკენ რომ გავიხედე ლილიანი დავინახე რომელიც ჩვენ გვიყურებდა.ჰარიმ რაღაც საოცარი სახე მიიღო მე კი თმას ხელი გავუშვი.ლილიანმა კარი დაკეტა და შიგნით შემოვიდა
-აქ არიან დედა და მამა? -ხმის კანკალით ვკითხე
-არა არა -ხელები გაასავსავა -სახლში არიან,ზეინს დაურეკეს ახლა და წავიდეთ რა გთხოვ,მომენატრნენ,თან ზეინთან ნინა არის,ძალიან საყვარელი გოგოა -გამიღიმა და საწოლზე ამოხოხება უნდოდა.გულზე მომეშვა რომ თქვა,რომ აქ არ არიან თორემ დედას უაზრო გამოხტომებს რა აიტანდა. ღრმად ამოვიოხრე
-მოდი პრინცესა -ჰარიმ ხელი მოკიდა და ლილიანი საწოლზე ამოიყვანა,შემდეგ მუცელზე დაისვა.თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი და შუბლზე აკოცა
-ძალიან გავხართ ერთმანეთს.ორივე ულამაზესები ხართ -გვერდულად ჩაიღიმა ჰარიმ და ლილიანს კიდევ ერთხელ აკოცა. გამეცინა და საწოლიდან წამოვდექი. ტანსაცმელი ავიღე,ღამის პერანგი კი სხეულიდან მოვიშორე
-თქვენ ერთად რატო გეძინათ? -ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ლილიანმა მკითხა. გამეცინა და მხრები ავიჩეჩე
-იმიტომ რომ ღამე ეშინოდა,შემოვედი ჩავეხუტე და დაიძინა -ჰარიმ წყნარად აუხსნა. ხმადაბლა გავიცინე და თმები შევიკარი.აბაზანაში ხელ-პირი დავიბანე შემდეგ კი ისევ ოთახში გავედი.ლილიანს თვალებზე ხელები ჰქონდა აფარებული ჰარი კი შარვალს იკრავდა
-გამოვიხედო?ჩაიცვი? -მოუთმენლად იკითხა ლილიანმა
-მაისური დამრჩა ჩასაცმელი -ჰარიმ უპასუხა.ხელში აათამაშა ჩავი მოკლემკლავიანი მაისური და უცებ გადაიცვა -ახლა გამოიხედე
ლილიანმა ხელები მოიშორა თვალებიდან,ჰარიმ ლოყაზე აკოცა და ჩემსკენ მოიხედა
-გაემზადე? -წყნარად მკითხა.თავი დავუქნიე და ხელები მოვხვიე
-სახლში გაგიყვანთ,მერე გავივლი კლინიკაში და საღამოს შენთან ახალი ამვით დავბრუნდები,ოღონდ მოემზადე კარგი? -წყნარად მითხრა და ლილიანი ზურგზე შემოისვა
-რისთვის მოვემზადო? -გაკვირვებულმა ვკითხე და ლილიანს უკან დავუდექი,ფეხები კარგად მოვახვევინე ზურგზე,ხელები კი კისერზე მოვაჭიდებინე
-მინდა სადმე წავიდეთ -წყნარად მითხრა და ოთახიდან გავიდა
-არ გამომიშვებენ -ამოვიოხრე
-დამშვიდდი,ყველაფერი მოგვარდება -წყნარად მითრა.მხრები ავიჩეჩე და ზედმეტი კითხვების გარეშე პირველ სართულზე ჩავედით.ლილიანი ჰარის ზურგზე დახტოდა თითქოს მართლა ცხენი ყოფილიყო,ჰარი კი ორი წლის ბავშვივით მას აყვა და აქეთ-იქით დახტოდა.სიცილს ვერ ვიკავებდი მათი ყურებისას. როგორც კი ჩავედით დივანზე მოკალათებული ნინა დავინახე
-ეი,მშვენიერო -მისკენ წავედი და გადავეხვიე -როგორ ხარ? -მოვიკითხე და მის გვერდით დავჯექი
-კარგად ბეტი,შენ როგორ ხარ? -ღიმილით მკითხა და გვერდით მომიჯდა
-რავი,ამათი შემხედვარე ცუდად რატომ უნდა ვიყო -ჰარი და ლილიანისკენ მივანიშნე.ნინამ გაიცინა და მხრები აიჩეჩა
-საყვარლები არიან -დამეთანხმა და ოთახისკენ გაიხედა,საიდანაც ზეინი გამოვიდა
-ზეინ -ფეხზე ავდექი და მოვეხვიე -ჩვენები ჩამოსულან და უნდა წავიდეთ -ხმადაბლა ვუთხარი
-ნუ ნერვიულობ,თუ რამე ზარი გამომიშვი და შენთან გავჩნდები -ლოყაზე მაკოცა და მომეხვია
-ტელეფონი დამიჯდა -ამოვიოხრე და მოვშორდი.ზეინმა ჯიბიდან თავისი ტელეფონი ამოიღო და მომცა
-აჰა აიღე და სახლის ტელეფონზე დამირეკე თუ რამე -შუბლზე მეამბორა.უკვიდან ჰარის შეხება ვიგრძენი,ხელი წელზე მომხვია და მკერდზე მიმკრო
-წავიდეთ? -ყურში ჩამჩურჩულა.თავი დავუქნიე,მისკენ მივიხედე და ლოყაზე ვაკოცე
-ზეინ მადლობა,ძალიან მიყვარხარ -ჩაიცინა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. ლილიანს ხელი ჩავკიდე და სახლიდან გავედით.ჰარიმ ხელი წელზე მომხვია და მანქანამდე მივედით.მეც ლილიანთან ერთად უკან დავჯექი,ჰარი გზაში სასაცილო რაღაცეებს აკეთებდა რომ ლილიანი გაემხიარულებინა,მე კი ვყვიროდი რომ გზისთვის გაეხედა,მაგრამ ვის ესმოდა,თავისას აგრძელებდა,ლილიანი კი კვდებოდა სიცილით. მგონი ერთმანეთი იპოვეს.
მათი შემყურე სიცილი ამიტყდა და თავი გავაქნიე.როდესაც სახლამდე მივედით ჰარის დავემშვიდობე
-პატარავ -როდესაც მანქანიდან გადავედი გადმომყვა და ხელი დამიჭირა -თუ ნერვიულობ შემოგყვები
-არა,არ მინდა უფრო გავამწვავო სიტუაცია -ამოვიოხრე და თავი დავხარე -არ ვიცი რა ვუთხრა მათ.მართლა ვნერვიულობ,უფრო მის გამო -ლილიანისკენ მივანიშნე,რომელიც შესასვლელთან მოუთმენლად მელოდა.
-კარგი,მიდი შედი და თუ რამე დამირეკე -ჰარის თავი დავუქნიე და ნაზად ვაკოცე,როდესაც დედაჩემის ხმა გავიგონე
-რა ჯანდაბაა?!
ოჰ,ღმერთო.  

------------------------------

ჰოო 

Dr.StylesWhere stories live. Discover now