Beatrice's POV
-ამ დღის შემდეგ ველურ სტაილსს დაგიძახებ -სიცილით მოვეხვიე უკნიდან და თმები კიდევ ერთხელ ჩამოვიწიე. ჰარიმ გადაიხარხარა და შარვალი შეიკრა.
-წამოდი ქვევით ჩავიდეთ -სიცილით მომხვია ხელები მხარზე და თავზე მაკოცა. კიბეები სწრაფად ჩავირბინეთ,ბავშვები უკვე მაგიდას ალაგებდნენ
-უკაცრავად,ვილაპარაკეთ და ვეღარ მოვასწარით ჩამოსვლა -ურცხვად ვიცრუე და ნინასთან მივედი რომ დავხმარებოდი. ყველამ ეშმაკურად ჩაიცინა,რათქმაუნდა მიხვდებოდნენ მიზეზს რატომაც დავიგვიანე,მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ისევ უწყინარი ტყუილი სჯობდა.
-დაიკო,თავში ბუმბულები რატომ გაქვს? -როდესაც სამზარეულოდან გამოვედით მე და ნინა ლილიანმა მკითხა. პასუხი არ გამიცია,ყველას გადავხედე,ისეთი სახეები ჰქონდათ სიცილს ვეღარ შევიკავებდი,ამიტომ ყველას ერთად აგვივარდა სიცილი. ბოლოს იმდენი ვიცინეთ,რომ მუცლებზე ხელი გვეკიდა და თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდდით. როდესაც სული მოვითქვით გაკვირვებულ ლილიანს გავხედე, ვერაფერს მიმხვდარიყო,ბენი კი ეშმაკური მზერით გვიყურებდა მეც და ჰარისაც. რა მიკვირს,ის ხომ ჰარის ძმა არის!
-ლი,წამოდი მე გეტყვი -სიცილით დაუძახა ბენმა ლილიანს,ლიც მისკენ გაიქცა,თან იცინოდნენ. გამეცინა და ჰარის კალთაში მოვთავსდი
-რა გავაკეთოთ? -ვიკითხე და ამოვიოხრე. აქ ორი დღით ვარ და არ მინდა,რომ ასე უაზროდ ვიჯდეთ
-წამოდი ბავშობა გავიხსენოთ და რამე ვითამაშოთ -ზეინი ფეხზე წამოდგა და ორი წლის ბავშვივით ფეხზე წამოდგა. ნინას გაეცინა და თავი გააქნია
-მე პიკული მინდა,კიდევ არის? -ნინა წამოდგა და სანამ პასუხს ვეტყოდით უკვე სამზარეულოში იყო. ყველანი გარეთ გავედით
-ბენ,ლილიან -ჰარიმ ბავშვებს დაუძახა. რაღაცას თამაშობდნენ და იცინოდნენ. როდესაც ჰარის ხმა გაიგონეს ორივე ჩვენსკენ გამოიქცა -ბავშვებო,რამე ვითამაშოთ! -ორი წლის ბავშვივით ახარა ჰარიმ ბავშვებს.
-დახუჭობანა! -ლილიანმა გახარებულმა წამოიძახა ზუსტად იმ დროს, როდესაც ბენმა დაიყვირა -დაჭერობანა! -ყველას გაგვეცინა.ბენმა ლილიანს შეხედა და გაუღიმა
-შენ დაგითმობ,დახუჭობანა ვითამაშოთ -ბენს ლოყაზე ვაკოცე და გულში ჩავიხუტე,ჰარიმ კი ლილიანი აიყვანა ხელში. ზეინი სიცილნარევი სახით გვიყურებდა
-ანუ დახუჭობანას ვთამაშობთ? -ზეინმა იკითხა,თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,როგორც ჩანს კარგი დასამალი ადგილი აღმოაჩინა. გამეცინა და თავი დავუქნიე. დიდმა 'ბავშვებმა' პატარები დავჩაგრეთ და ისინი დაიხუჭნენ,შემდეგ კი სამივე სხვა მიმართულებით წავედით,ლილიანი და ბენი კი ხმამაღლა ითვლიდნენ. როდესაც გამოიხილეს ხის უკან კარგად დავიმალე,თან მეცინებოდა. ზეინი დავინახე,რომ სახლში შევიდა. როდესაც თავი ოდნავ წინ გამოვწიე,რომ დამენახა ბავშვები რას აკეთებდნენ ბენმა დამინახა
-ბეტი,დაგინახეეეეეეეე! -ბოლო ხმაზე დაიყვირა,შემდეგ კი ადგილზე მივიდა და ხელის რტყმა დაიწყო იმ კუნძზე,სადაც იხუჭებოდა იმის ნიშნად,რომ დამასწრო მისვლა. გამეცინა და გამოვედი. ჰარის ვერ ვხედავდი,ზეინი კი ვიცი რომ სახლში იყო. ალბათ თან ნინას ელაპარაკება.
-მე წყალს დავლევ და მოვალ -ლილიანს და ბენს ვუთხარი,ორივემ თავი დამიქნია,შემდეგ კი სახლში შევედი. ზეინის და ნინას ხმა სამზარეულოდან გამოდიოდა,შიგნით უნდა შევსულიყავი,როდესაც ჩემი სახელი გავიგე და კარებთან გავჩერდი
-ზეინ,ბეტისთან არ მაქვს პრობლემა -ნინამ თავი გააქნია -გეფიცები ბეტი მართლა ძალიან მიყვარს და ლილიანიც. ორივე საოცარი გოგონაა,უბრალოდ შენთან რომ ცხოვრობენ ამის გამო ხშირად ვერ ვარ შენთან,თან მითუმეტეს ახლა,როდესაც გითხარი რომ ორსულად ვარ
-ნინა,მესმის,მაგრამ ბეტის და მის დას ასეთ დროს გარეთ ვერ გავაგდებ -ზეინის ხმაში სევდა და კიდევ რაღაც იმალებოდა,რაც ვერ ამოვიცანი. გულმა რეჩხი მიყო
-მესმის,უბრალოდ თვითონაც ხომ უნდა მიხვდეს,რომ მარტო ყოფნა გვჭირდება? -ნინამ ამოიოხრა. ცრემლები თვალებზე ჩამომიგორდნენ. ვერ გავამტყუნებ. 100%ით მართალია. -იქნებ დაველაპარაკო?
-არა,არ გაბედო -ზეინმა წამოიყვირა -სანამ არ დავაბინავებ მას და ლილიანს ჩემი სახლიდან ვერ გავუშვებ ნინა.
მეტი ლაპარაკი არ მომისმენია,სწრაფი ნაბიჯით გავედი გარეთ,თან ცრემლები მოვიწმინდე. გეფიცებით,არ მწყენია,უბრალოდ სიმართლის მოსმენამ მატკინა გული. ჩემი ძველი სახლი ზეინმა გაყიდა,იმ ფულს გამოვართმევ,შემდეგ კი მე და ლი ვიყიდით პატარა და მყუდრო ბინას. მთელი ცხოვრება ასე ვერ გავაგრძელებ.
როგორც კი გარეთ გავედი ბენიც და ლილიანიც ჩემსკენ გამოიქცნენ
-აუ ბეტი ვერ ვნახეთ ზეინი და ჰარიი -წუწუნი დაიწყეს. ჩამეცინა,როდესაც ტყიდან დავინახე რომ ჰარი გამორბოდა
-აი აი,ჰარი ნახეთ! -დავიყვირე და ხელით მისკენ მივანიშნე,ორივე გაიქცა,რომ ჰარისთვის დაესწრო,მაგრამ ჰარი დაუთმობდა?ის ჭკუით ორივეზე პატარაა. ბავშვებს დაასწრო მისვლა,თან ენა გამოუყო და დაცინვა დაიწყო,მე მოგასწარითო. გამეცინა და თავი გავაქნიე. გადავწყვიტე,რომ არაფერი შემემჩნია. ზეინიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა ჩემს გამო. აქამდე როგორ ვერ ვიფიქრე ეს? თან ნინა ორსულად ყოფილა. ღმერთო ჩემო. თვალები ამოვიწმინდე კიდევ ერთხელ,ჰარი კი ჩემსკენ წამოვიდა
-მოხდა რამე -ერთი ხელი წელზე მომხვია,მეორეთი კი სახეზე მომეფერა. გავუცინე და თავი გავაქნიე
-არა,არაფერი,უბრალოდ თვალში რაღაც ფოთოლისმაგვარი ჩამივარდა -როდესაც მახსენდებოდა შიგნით მათი საუბარი ცრემლების შეკავებას ვერ ვახერხებდი. აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდი? ასეთი გულუბრყვილო როგორ ვარ?!
-ბეტი,როგორ ფიქრობ რამეს მომატყუებ? -ჰარი ამოიოხრა და თვალზე ტუჩები ნაზად მომადო -იცოდე იმ ფოთოლისმაგვარ რაღაცას,რომელმაც აგატირა დედას ვუტირებ -ჰარიზე გამეცინა და მოვეხვიე
-მართლა არაფერია -ტუჩებზე ვაკოცე -სად იმალებოდი? -თემა შევცვალე. ბავშვები ზეინს აქეთ-იქით ეძებდნენ,მაგრამ ვერ პოულობდნენ. ბოლოს ბენმა დაღლილი სახით გამომხედა,ხელით კი სახლისკენ ვუჩვენე. ბავშვები ცოდოები არიან. გამიღიმა და სახლისკენ წამოვიდა,შემდეგ კი შიგნით შევიდა
-ხის უკან ვიყავი წამოწოლილი -მხარზე ხელი გადამხვია და მინდორზე გავედით. გავიცინე და თმა ავუჩეჩე,როდესაც ბენის ყვირილი გავიგე,შემდეგ კი სახლიდან გამოიქცა,თან ზეინს უყვიროდა,უკან კი ზეინი გამოყვა,ბენი ხელში აიტაცა და ბოლოს ერთად მივიდნენ დანიშნულების ადგილას
-ორივემ გავიმარჯვეთ! -ზეინმა დაიყვირა,შემდეგ კი ბენი ხელში დაატრიალა. სიცილი ამივარდა როდესაც ლილიანი ბალახზე მკვდარივით დაეგდო და ყვიროდა,რომ დაიღალა. ჰარი მასთან მივიდა,ხელში აიყვანა,შემდეგ კი დაატრიალა. ლილიანი ბოლო ხმაზე იცინოდა,მისი სიცილი კი სიცოცხლის ხალისს მმატებდა.
საღამომდე ბენს და ლილიანს უამრავი ტამაში ვეთამაშეთ,ბოლოს კი როდესაც ბავშვებს დაეძინათ ჩვენ გარეთ კოცონი დავანთეთ და ყველაფერზე დავიწყეთ საუბარი
-ნინა,გილოცავ,ორსულად ყოფილხარ! -ბოლოს ვერ მოვითმინე და ვთქვი. თან ტაში შემოვკარი,ნინას სახეზე ფერი გადაუვიდა,ზეინმა კი თავი გააქნია
-მართლა,ძალიან მიხარია თქვენი ამაბავი,ზეინი მამა გახდება -გავიცინე და ზეინს თავზე ხელი წამოვარტყი,თუმცა არ გასცინებია
-ცოტახნით წამოდი რა,ვილაპარაკოთ -ფეხზე წამოდგა,ჰარი კი გაკვირვებული იყურებოდა
-რა მოხდა? -გაოცებულმა იკითხა.
-არაფერი ჰაზ -გავიცინე -მალე მოვალთ -ტუჩებზე სწრაფად ვაკოცე,შემდეგ კი ზეინს გავყევი. სახლთან ახლოს დავდეგით. თვალებში ცრემლები ჩასდგომია,ცოტაც და ორი წლის ბავშვივით ატირდებოდა
-ეი,ზეინ -ხელი სახის წინ ავუფრიალე -სულელი ხარ? რაზე ნერვიულობ?
-მაპატიე რა -წყანარად მითხრა,შემდეგ კი ხელები ძლიერად მომხვია და გულში ჩამიხუტა. მას ჰგონია,რომ რაიმეში ვადანაშაულებ?
ო,ღმერთო ჩემო!
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.