Part 10

1.6K 105 17
                                    


Beatrice's POV

თვალები გავახილე და საწოლზე წამოვჯექი.თავბრუ მეხვეოდა,თავი კი ისე მტკიოდა,თითქოს რაღაცას მირტყამდნენ.ოთხას თვალი მოვავლე და უცხო ოთახის დანახვისას წარბები შევკარი და ამოვიოხრე.გამახსენდა წუხანდელი საღამო და ისიც გამახსენდა რამდენი დავლიე.
საწოლის გვერდით მოვიხედე და ვარდისფერი ფუმფულა ხალათი შევნიშნე,იქვე იდო სახლის ჩუსტიკებიც,ასევე ვარდისფერი. გამეცინა და საწოლიდან წამოვდექი, ხალათი მოვიხურე,ფეხზეც ჩავიცვი,შემდეგ კი აბაზანაში შევედი,ხელ-პირი დავიბანე,შემდეგ კი ტანზე გადავივლე წყალი,რამაც ცოტა მიშველა და აზრზე მომიყვანა.სააბაზანოდან თმის მშრალებით გამოვედი,როდესაც ოთახის კარი გაიხსნა და ზეინი შემოვიდა,თმები მასაც სველი ჰქონდა,წელს ზემოთ შიშველი იყო,ხოლო ქვევით ჯინსის შავი შარვალი ეცვა,რომელიც თეძოს ოდნავ ქვევით ჰქონდა დაყენებული
-ქალბატონო,როგორ გრძნობ თავს? -ეშმაკურად მკითხა და საწოლზე წამოწვა. პირსახოცი თავზე მოვიხვიე და მეც დავჯექი
-თუ იმას არ ჩავთვლით,რომ თავი მტკივა,კარგად -გავიცინე და საწოლზე გადავწექი. ახლა თვალები რომ დავხუჭო ალბათ ისევ ჩამეძინება.
-აბა რა გეგონა ჭიქას ჭიქაზე რომ სვამდი -გაიცინა -მიდი ჩაიცვი და წამალს მოგცემ რომ შენს უტვინო თავს უშველო -თვალი ჩამიკრა და ენა გამომიყო
-ეს ნახეთ რა! -ფეხზე წამოვდექი -მე ვარ უტვინო?მაგას რა ნამუსით მეუბნევი? სამჯერ გაგაგდეს ლიტერატურის გამო სკოლიდან -გადავიხარხარე და ენა გამოვუყავი. ყველაზე გადარეული ბავშვი იყო მთელს სკოლაში. ჩემზე ორი წლით დიდია და აქედან გამომდინარე ჩემზე ორი კლასით ზევით იყო,მაგრამ ჩვენი მშობლების მეგობრობიდან გამომდინარე ჩვენც ვმეგობრობდით. სკოლაში უფროსი ძმასავით იყო,ვერავინ მიბედავდა რაიმე ზედმეტს,თუმცა როდესაც სკოლა მთავრდებოდა ყოველთვის ნომერ პირველი ნერვების მომშლელი იყო. მახსოვს უყვარდა როცა ვიბუტებოდი და ამის გამო სულ მატირებდა,თუმცა ესეც ტკბილი მოგონებებია..
-ორჯერ ლიტერატურის გამო -შემისწორა და საწოლიდან წამოდგა -ერთხელ იმის გამო რომ მასწავლებელი გავჟიმე სამასწავლებლოში -თვალი ჩამიკრა და კარისკენ წავიდა. გავიცინე და თავი გავაქნიე
-მიდი გაემზადე,დღეს გინეკოლოგთან უნდა გამოგყვე -ოჰ,ღმერთო,რაში მჭირდება გინეკოლოგთან გამოყოლა,თან მისი?
-არ მინდა შენი გამოყოლა,თავად წავალ -შევეპასუხე და ტანსაცმელი ავიღე,შემდეგ კი ჩაცმა დავიწყე
-კარგი იდეა მაქვს ბეატრის,თანაც შენი გინეკოლოგი ჰარი სტაილსი არ არის-თვალი ჩამიკრა. გამეცინა და თავი დავუქნიე,მაგრამ მან საიდან იცის?
-შენ რა იცი ვინაა ჩემი გინეკოლოგი? -გაკვირვებულმა ვკითხე
-ვიცნობ მას -გამიცინა -ორივეს ერთი გოგო მოგვწონდა ადრე,მესამედ რომ გამომაგდეს სკოლიდან ხო სხვა სკოლაში გადავედი და იქ გავიცანი, ის გოგო ჩვეულებრივი ბოზი გამოდგა,მე და ჰარი კი დავმეგობრდით,თუმცა წლებმა ჩვენი მეგობრობა სამწუხაროდ ქარს გაატანა,ახლა კი დროა თავი შევახსენო. -გამეცინა და თავი გავაქნიე.ნეტავ რას აპირებ,მალიკ? ამოვიოხრე და ჩემი გუშინდელი ტანსაცმელი ჩავიცვი
-სანამ იქ წავალთ სახლში უნდა წამიყვანო,ტანსაცმელი მაქვს გამოსაცვლელი -ზეინმა თავი დამიქნია,შემდეგ კი ოთახიდან გავიდა მეც მას გავყევი,შემდეგ კი ჩემთან წავედით.

Dr.StylesWhere stories live. Discover now