Beatrice's POV
ბნელი,წვიმიანი დღე იყო.თითქოს ქალაქმა იგრძნო ჩემი ტკივილი და ისიც ჩემთან ერთად ატირდა. ვერ ავღწერ იმ გრძნობას,რასაც ახლა განვიცდი. ორივე მშობელი 3 დღის წინ დავკარგე,ახლა კი ვხედავ მესაფლავე როგორ აყრის ზედ მიწას. განა ეს არის სამართალი? ლილიანი ფეხზე მეხვევა და გულამოსკვნილი ტირის,ჩემი ხელი ჰარის მის დიდ ტორებში აქვს მოქცეული და მაიძულებს,რომ გავმაგრდე,ზეინი კი მიყურებს და ვხვდები რამდენად წუხს ჩემს გამო. რა უნდა გავაკეთო ახლა? ან იმ კაცებმა რა ნამუსით უნდა იცხოვრონ? ლილიანს და მე მშობლები წაგვართვეს,როგორ უნდა ვირჩინოთ თავი,ან როგორ უნდა მოვუარო მარტომ ჩემს დას? ძალიან მეშინია თუ რა იქნება მომავალში,ყველაფერი მაშინებს.
-ბეს,წამოდი გავიდეთ -ყურში ჩამჩურჩულა ჰარიმ და ქოლგა თავზე გადმომაფარა, რომ წვიმისგან დავეცავი.გვერდით მიმოვიხედე,ხალხი უკვე მიდიოდა.მადლობა გადავუხადე ყველას პატივისცემისთვის და მოსვლისთვის,შემდეგ ჩემს დას ხელი ჩავკიდე და გარეთ გავედით. ვგრძნობდი,რომ მის გამო უნდა დავრჩენილიყავი ძლიერი,მაგრამ არ შემეძლო.შიგნიდან მღრღნიდა მომავალზე ფიქრები.ფიქრები იმისა,რომ ჩემს დას სათანადოდ ვერ მოვუვლიდი. სასაფლაოს გარეთ თვალებდაწითლებული ბებია დამხვდა. ლილიანს ნაზად მოეფერა და გულში ჩაიხუტა. არცერთ ბებიას და ბაბუას ჩვენთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია,თუმცა რათქმაუნდა მათი შვილების დასაფლავებაზე მოვიდოდნენ.
-ბეტი შვილო -წყნარად დაიწყო ლაპარაკი ბებიამ.ჰარიმ შემომხედა,თავით მანიშნა,რომ მარტო დამტოვებდა,შემდეგ კი ზეინისკენ წავიდა.
-გისმენ -უემოციოდ ვუპასუხე.ერთი სული მაქვს როდის მივალ სახლში.
-ლილიანზე მინდა გელაპარაკო. შენ როგორ უნდა მოუარო? იქნებ ჩემთან წამეყვანა სოფელში თან.. -როგორც კი ეს მითხრა ლილიანმა ტირილი დაიწყო და ფეხზე ისე მომეკრო,თითქოს მის თავს ვინმეს ვატანდი.
-არ დაასრულო წინადადება -ხელი ავიქნიე -ამაზე არც კი იოცნებოთ. ლილიანს ახლა მე ვჭირდები,ის ჩემთან დარჩება -ჩემი პატარა და ხელში ავიყვანე და საფეთქელზე ვაკოცე. მთელი ძალით მეკვროდა,ფეხები თეძოებზე ძლიერად მომხვია,ხელებს კი კისერზე მიჭერდა
-ასეთი რაღაც მეორედ არც გაიფიქროთ -თავი გავაქნიე და ბიჭებისკენ წავედით.
-მშვიდობაა? -ზეინმა მკითხა. ამოვიოხრე და თავი დავუქნიე. ხალხი მანქანებში ჯდებოდა და აქედან მიდიოდნენ მე კი სასაფლაოს გადავხედე. ამდენ გარდაცვლილს კიდევ ორი ადამიანის სხეული მიემატა. ცრემლები გადმომვარდა თვალებიდან და სწრაფად მოვიშორე
-ლი,მანქანაში ჩაჯექი,კარგი? -ლილიანმა თავი დამიქნია.ძირს უნდა დამესვა როდესაც თვალებში ჩამაშტერდა
-ხომ არასოდეს მიმატოვებ? -წყლიანი თვალებით მკითხა
-არასოდეს პატარავ,არასოდეს! -დავპირდი,ლოყაზე ნაზად ვაკოცე და ზეინის მანქანაში ჩავსვი.ზეინმა ჰარისთან სალაპარაკოდ დამტოვა,თვითონ საჭეს მიუჯდა
-ჩემთან ვერ წამოხვალ,ხომ? -წყნარად მკითხა და ხელი ნაზად მომხვია წელზე. თავი გავაქნიე და ლილიანისკენ გავიხედე
-ვერ დავტოვებ ასეთ დროს მარტო. ძალიან ვჭირდები -ცრემლები მოვიწმინდე და ჩემი კურტკა მხრებზე კარგად შემოვიხვიე
-საღამოს აუცილებლად მოგაკითხავ,იქამდე დაისვენე და ეცადო რომ ამაზე არ იფიქრო -ამოვიოხრე და ძლიერად მოვხვიე ხელები.თვითონაც მომეხვია და შუბლზე ნაზად მკოცნიდა.
-საღამოს დაგელოდები -ყურში ჩავჩურჩულე.ლოყაზე ნაზად მაკოცა და ცრემლები მომწმინდა,რომლებიც ჩემდაუნებურად ჩამომიგორდნენ ლოყებზე.
-ძალიან მიყვარხარ ბეს,ძალიან -ტუჩები შუბლზე მომადო და ნაზად მაკოცა -მიდი ახლა,არ გაცივდე.ჩაჯექი მანქანაში და როგორც კი შევძლებ შენთან გავჩნდები. თავი დავუქნიე.ჰარიმ მანქანის კარი გამიხსნა,შიგნით დავჯექი,შემდეგ კი მომიხურა. ხელი დავუქნიე,ჰარიმაც იგივე გააკეთა,შემდეგ კი იმ ადგილს მოვწყდით.
-ზეინ,სახლის მყიდველები ხომ არ დაგიკავშირდნენ? -როდესაც ნახევარი გზა გავიარეთ სიჩუმე დავარღვიე და ზეინს ვკითხე ისე,რომ ფანჯრიდან თავი არ გამომიწევია. წვიმიან გზას გავყურებდი და გულში ხმამაღლა ვტიროდი.
-დამირეკეს,დღეს ნახავენ სახლს,რომ მიგიყვანთ შენ და ლილიანს მე წავალ და მაგ საქმეს მოვაგვარებ -პასუხი აღარ გავეცი. მინდა,რომ მალე მოგვარდეს ეს საქმე,იმ სახლში ვერ გავჩერდები,ერთი წამითაც არ შემიძლია იქ ვიცხოვრო რაც ეს ამბები მოხდა.უკანა სიდენიაზე ჩემს დას გავხედე,ჩასძინებია. დღეს ზედმეტად ემოციური და მძიმე დღე იყო მისთვის,ამიტომ არ გამკვირვებია.
-ბეტი,უკეთ ხარ? -როდესაც მანქანა წითელზე გაჩერდა ზეინმა მკითხა. ამოვიოხრე და მხრები ავიჩეჩე
-უბრალოდ არ მჯერა რომ ეს მოხდა. ზეინ ძალიან მეშინია -გულწრფელად ვუთხარი
-ხომ იცი,რომ შენ და ლილიანს არ მიგატოვებთ? ლილიანზე ნუ ნერვიულობ, ყველაფერი ექნება,არაფერი არ მოაკლდება,თან შენც ხომ მუშაობ ფოტო სტუდიაში. ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება,დამიჯერე
-იმედი მაქვს -ამოვიოხრე და თავი ცივ ფანჯარას მივადე.გამოფიტული ვარ, ვერ ავღწერ იმ ტკივილს,რასაც განვიცდი და ამ სულიერ ტკივილს ის შიში ემატება,რომელსაც ახლა განვიცდი. ჩემი დის მომავალი მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული. ჩემი დის ბაღის გადასახადები,პლიუს სიმღერა და ბალეტი. ამოვიოხრე და თავი გავაქნიე,ცრემლებს კი არ მივეცი უფელბა,რომ ახლიდან დაესველებინათ ჩემი ლოყები.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Dr.Styles
Подростковая литератураმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.