Part 36

1.1K 76 3
                                    

  Harry's POV

ბეტის თმებზე თითებს ვუსვამდი და ხმადაბლა ვღიღინებდი. უკვე კარგა ხანია სძინავს,მაგრამ არ მინდა გამოფხილზდეს.ისედაც საკმარისად მძიმე დღე ჰქონდა დღეს. საშინელებაა როდესაც ორივე მშობელს ერთად კარგავ. მისი კარგად მესმის და არ მინდა რომ მეტად დაიტანჯოს. არ მინდა,რომ მის მშვენიერ თვალებზე ცრემლები კიდევ დავინახო. ჩემს ფიქრებში გართული ვიყავი,როდესაც ოთახის კარები გაიხსნა,შიგნით კი ლილიანი შემოტანტალდა.ტანზე თავისი საღამურები ეცვა,თმები აბურდვოდა,თან თვალებს იფშვნეტდა. მის დანახვაზე ჩამეცინა
-ბეტის სძინავს? -მოწყენილი ხმით იკითხა.საწოლთან დადგა და ბეტის უყურებდა. თავი დავუქნიე და ვანიშნე,რომ ჩემთან მოსულიყო.
-მოდი ჩემთან -საწოლთან მოვიდა და ცდილობდა ზევით ამოსულიყო,თუმცა არ გამოსდიოდა. გავიცინე,წამოვდექი,ხელი მოვკიდე და მუცელზე დავისვი,თან მის დალალებს ვეფერებოდი. საოცრად ჰგავს ბეტის,საოცრად.
-ჰარიი -ხმადაბლა დაიწყო ლაპარაკი,თან მაისურზე მეთამაშებოდა. უკნიდან პლედი მოვაფარე მხრებზე,რომ არ შესცივნოდა. მაინც,ახალი ამდგარია და შეიძლება გაცივდეს.
-გისმენ პრინცესა -ლოყაზე ნაზად მოვეფერე თმები კი უკან გადავუწიე. ცოტახანში თავი ამოწია და თვალებში ჩამაშტერდა
-ახლა დედიკოს და მამიკოს ვერასოდეს ვეღარ ვნახავ? -გაბზარული ხმით მკითხა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
-როგორ ვერ ნახავ -გავუცინე.საწოლზე წამოვჯექი და ბეტიც უფრო ახლოს დავისვი ჩემთან,თან ცრემლიანი თვალები დავუკოცნე -100 წლის შემდეგ ჩვენ ყველა იქ წავალთ,სადაც შენი დედიკო და მამიკო არიან ახლა
-100 წელი სანამ გავა რომ მომენატრებიან? -ლილიან,რა ჩამჭრელ კითხვებს მისვამ..
-ისინი ყოველთვის შენთან იქნებიან პატარავ,უბრალოდ შენ ვერ დაინახავ მათ,თორემ დედიკოც და მამიკოც ზემოდან გიყურებენ და თვალს გადევნებენ,რომ სასახელო და კარგი გოგონა გაიზარდო.
-მართლა სულ მიყურებენ? -გაოცრებულმა მკითხა და ცრემლები შეიშრო
-რათქმაუნდა -თავი დავუქნიე. როდესაც ვიფიქრე,რომ კითხვებს აღარ დამისვამდა და უბრალოდ ჩამეუტებოდა ზუსტად მაშინ წამოწია თავი და ამოუცნობი მზერით მიყურებდა,შემდეგ ცოტახანი დაფიქრდა და ბოლოს კითხვაც დამისვა
-ჰარი,რატომ კვდებიან ყოველთვის საუკეთესო ადამიანები? -ღრმად ამოვიოხრე და ვცდილობდი პასუხი მომეფიქრებინა.. თავში მაშინვე ელისა,მამაჩემი და ჩემი ახლობელი ადამიანები ამომიტივტივდნენ,ცოტაც და მეც ვიტირებდი.
-როდესაც ბაღში ხარ,რომელ ყვავილებს წყვიტავ? -კითხვა შევუტრიალე,ცოტა დაიბნა
-ყველაზე ლამაზებს -მიპასუხა. ჩავიცინე და თავი დავუქნიე
-ეგ არის პასუხიც. ყოველთვის ისეთი ადამიანები კვდებიან,ვინც არ იმსახურებენ, თუმცა უფალსაც საუკეთესოები უნდა თავისთვის -შუბლზე ვაკოცე და გულში ჩავიკარი.ხელები კისერზე მომხვია და ჯვრის ჯაჭვზე დაიწყო თამაში.
-დიდი გოგომ რომ გავიზრდები ცოლად მომიყვან? -სრულიადნ მოულოდნელად სხვა თემაზე გადავიდა,რამაც ჩემი სიცილი გამოიწვია. ხელი პირზე ავიფარე,რომ უფრო ხმამაღლა არ გამცინებოდა და ბეტი არ გამეღვიძებინა. ლილიანი მომშორდა და დაბღვერილი სახით მაკვირდებოდა
-ჰმ. მე შენი დის შეყვარებული ვარ,როგორ ფიქრობ შეიძლება ასეთი რაღაც? -ეშმაკური ღიმილით ვკითხე,რამაც ლილიანსაც სიცილი მოგვარა
-კი -თავი დამიქნია -როცა მე გავიზრდები დიდი გოგო, ბეტის დაშორდი და მე მომიყვანე ცოლად
-შე პატარა ეშმაკუნა -ბეტი საწოლზე გადმოტრიალდა და ლილიანს თმები აუჩეჩა, თან იღიმოდა. ვიცი ეს ღიმილი ტკივილის დასამალად აქვს სახეზე აკრული,თუმცა მაინც მიხარია,რომ იღიმის. -მე მძინავს და შენ ჩემს შეყვარებულს აბამ ხო?
-არა არა -ლილიანმა ხელები გაასავსავა. ბეტის გავხედე,მანაც შემომხედა და თავი დამიქნია,თითქოს მანიშნა,რომ კარგად იყო,შემდეგ მოიწია და თავი მკერდზე დამადო. შუბლზე ვაკოცე და ღრმად ამოვისუნთქე
-არა? მე გავიგე რას ამბობდი! -ბეტიც არ ნებდებოდა
-ჰარიმ შემომთავაზა -ურცხვად მოიტყუა,რაზეც სამივეს გაგვეცინა.თმები ავუჩეჩე, თან ვიცინოდით
-ესეიგი მე შემოგთავაზე,ხომ? -თავი დამიქნია,როგროც ჩანს არ აპირებს უარყოს.გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე
-შენს დაიკოს მოვიყვან ცოლად და მერე შენ ჩვენი პირველი შვილი იქნები -წყნარად ვუთხარი ლილიანს და ბეტის გავხედე. თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი და სევდიანად მიღიმოდა. როგროც ჩანს არ შეუძლია,რომ თავისი ემოციები ბოლომდე დამალოს,მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცდილობს არ დაანახოს ლილიანს მისი ცრემლები,მაინც ძალიან უჭირს მისი ემოციების გაკონტროლება,რაც მეც მანადგურებს.
-კარგი,შევთანხმდით -ლიმ თავი დამიქნია და საწოლიდან ქვევით ჩახტა -ახლა წავალ და ნინას წავართმევ ბიჭს. ზეინი უარს არ მეტყვის! -ხმადაბლა ჩავიცინე და როგორც კი ოთახიდან გავიდა მაშინვე ბეტის მივუბრუნდი. უნდა მეთქვა ტავს როგორ გრძნობთქო,მაგრამ თვალები დახუჭა და დახუჭული თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. ვერ ავღწერ ჩემთვის რამხელა ტკივილია,როდესაც მას ასეთ მდგომარეობაში ვხედავ,როდესაც ვხედავ რომ სტკივა და ვერაფრით ვეხმარები, ეს ჭკუიდან მშლის,მაგიჟებს!
-გთხოვ,დამშვიდდი. ვიცი,რომ რთულია,ვიცი და შენი მესმის,მაგრამ უნდა გაძლიერდე. სხვა გზა არ არის ბეს...
-ყველაფერი თავში მიტრიალებს. მშობლები დღეს დავასაფლავე და ეს სულს მიღრღნის,მაგრამ მომავალზე ფიქრი საერთოდ მანადგურებს. ჰაზ რა უნდა მოვუხერხო ჩემს დას?ზეინთანაც სამუდამოდ ხომ ვერ დავრჩები -ამოისლუკუნა და უფრო ძლიერად მომეკრო
-როგორ ფიქრობ,მე უყურადღებოდ დაგტოვებთ?ეს არცერთი წამით არ გაიფიქრო,ყველანაირად შენს გვერდით ვიქნები -მის გამო ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს შევუსრულებ რასაც მთხოვს.
-სამსახურის ძებნა უნდა დავიწყო აუცილებლად -მხრები აიჩეჩა -ეს ერთადერთია რაზეც შემიძლია რომ ვიფიქრო ახლა,რაც შეიძლება მალე
-ელის ადგილას იმუშავებ? -დაუფიქრებლად ვკითხე. მტავარია დამტანხმდეს,ელის კი მანჩესტერში გავუშვებ,ჩვენს მეორე ფილიალში.
-არა -თავი გააქნია -არავითარ შემთხვევაში დავუშვებ რომ ჩემს გამო ვინმემ სამსახური დაკარგოს
-არ დაკარგავს სამსახურს,მანჩესტერში გავუშვებ მას -ბეტიმ თავი გააქნია. მართალია მანჩესტერში ამასთან შედარებით პატარა კლინიკაა,მაგრამ იქაც საკმაოდ კარგი სიტუაციაა.
-არა,არ მინდა ეს ჩემს გამო მოხდეს,თანაც ვიცი რომ უაზროდ დაიწყებენ იმაზე ჭორაობას,რომ სამსახური იმის გამო დავიწყე მანდ,რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ
-დაიკიდე ყველა -მხრები ავიჩეჩე და ხელები ძლიერად მოვხვიე წელზე -რაში გაინტერესებს ვინ რას იტყვის?
-არ მაინტერესებს,უბრალოდ ახლა არ ვარ ეგეთი რაღაცეების ნერვებზე და პლიუს მაგხელა პასუხისმგებლობაც არ მაქვს -თვალები მოიწმინდა და მკერდზე მაკოცა
-მიდი დაისვენე და მე ქვევით ჩავალ -საწოლიდან წამოვდექი,ბეტიც წამოდგა და ტანზე ტანსაცმელი შეისწორა
-ლილიანი ქვევით მარტო არის და მეც ჩამოვალ
-როგორც გინდა -გავუღიმე,შუბლზე ვაკოცე,ხელი ჩავჭიდე და პირველ სართულზე ჩავედით. ლილიანი ზეინთან ერთად იჯდა ტელევოზორთან და მულტფილმს უყურებდნენ,როდესაც ჩვენი ხმა გაიგეს მოტრიალდნენ. ზეინმა ბეტის შეწუხებული სახით შეხედა,თუმცა ბეტიმ გაუღიმა
-კარგად ვარ ნუ მიყურებ ეგრე -წყნარად უთხრა და მის გვერდით დაჯდა,მე სამზარეულოში გავედი,ორი ბოთლი ლუდი ავიღე და ისევ მისაღებში დავბრუნდი.ერთი ბოთლი ზეინს მივეცი,მეორე ჩემთვის დავიტოვე. ბეტი დივანზე იჯდა,ცალი ფეხი ზემოთ ჰქონდა ამოწეული და თვითონ ეჯდა,მეორე კი ქვევით ჰქონდა დაშვებული.უკნიდან მოუჯექი და ყელში ნაზად ვაკოცე.
საკუთარ თავს როდესაც უფიქრდები,ვხვდები,რომ მასთან ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს. არ ვიცი რამდენჯერ უნდა თქვა,რომ ვნანობ აქამდე ასე უაზროდ რომ დავკარგე დრო! სიყვაარული საოცარი გრძნობაა,გრძნობა რომელიც გეხმარება რომ ყველა დაბრკოლება გადაიტანო და ცხოვრება გააგრძელო. დარწმუნებული ვარ ბეტი შეძლებს ჩემი თანადგომით,რომ ეს ტკივილი დაივიწყოს.
როდესაც ასეთს ვხედავ ძალიან ცუდად ვხდები. როდესაც ბედნიერია მას არ შეუძლია ლაპარაკის შეწყვეტა,მაგრამ ახლა,როდესაც ცუდად არის ის სიტყვასაც ვერ ამბობს და ეს მაგიჟებს,ჭკუიდან მშლის მისი მოწყენილი და ცრემლებით სავსე თვალები. მისი სიცილის ხმა მინდა მოვისმინო,მინდა მოვისმინო როგორ მებუზღუნება,როდესაც რაიმეს ისეთს,ვუკეთებ რაც არ უნდა. მიყვარს,როდესაც ვიჭერ,მკერდზე ვიხუტებ,თვალებში მიყურებს და ბოლოს ღიმილიანი სახით გვერდით იხედება.
მის ხელებს დავხედე,ერთმანეთში ხლართავდა.ლუდი მეორე ხელში დავიჭირე,ერთი ხელი წელიდან მუცელზე გადავიტანე,მისი ხელი ხელში მოვიქციე და ძლიერად ჩავკიდე,თან ყელში ნაზად ვეამბორე.დავინახე როგორ დახუჭა თვალები და ჩამეცინა. ხელს ისე მიჭერდა,თითქოს ეშინოდა,რომ არ გავეშვი.მეც მეშნია,რომ ჩემგან არ წავიდეს,ამიტომ ვეცდები,რომ მთელი ცხოვრება ასე ძლიერად მეჭიროს მისი ხელი,რომ მთელი ცხოვრება შევინარჩუნო ის.
-თუ დამტოვებ ყველაფრის შემეშინდება..

Dr.StylesWhere stories live. Discover now