Beatrice's POV
-ზეინ,არ მომეკარო თორემ გეფიცები შემომაკვდები -გამაფრთხილებელი მზერა ვესროლე და ცრემლები მოვიწმინდე.მადლობა ღმერთს რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო,თორემ უკვე ვგეგმავდი როგორ მომეკლა თავი.ზეინზე ასეთ რამეს ვერასოდეს წარმოვიდგენ,ის ჩემთვის დიდი ძმა არის,რომელთანაც ნამდვილი ბეტი ვარ, ყოველგვარი ნიღბის გარეშე.შემიძლია მის კალთაში გულამოსკვნილმა ვიტირო სრულიად უმიზეზოდ,ან მასთან ერთად დავიძინო ღამით,როდესაც რაიმესი შემეშინდება და ახლა ერთი წამით მაინც რომ წარმოვიდგინე რომ ზეინს შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირად გაეგო ან თუნდაც ის რომ სხვა თვალით მიყურებდა გულს ძალიან მტკენს.
როდესაც მას გავხედე ისევ იცინოდა,თან თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა.
-ბეტი,რა სულელი ხარ -სიცილით ამოთქვა კიდევ ერთხელ და ჩემსკენ წამოვიდა.ხელი ავიქნიე,რომ ჩემსკენ არ შემხებოდა,მაგრამ ამან არ გაჭრა,ხელი მომკიდა და გულში ჩამიხუტა.ხელები მკერდზე დავადე და ისევ ორი წლის ბავშვივით ავტირდი.რამდენიმე წუთის წინ კინაღამ გული გამისკდა მისი სულელური ხუმრობის გამო.ვიფიქრე რომ მეგობარს ვკარგავდი.
-დღეს ამაზე ლაპარაკობდით შენ და ჰარი? -ხმადაბლა ვკითხე.ზეინმა თავი დამიქნია და შუბლზე მაკოცა
-იდიოტი -ჩავიბურტყუნე და ზეინს მოვშორდი -სახლში მინდა წასვლა.მინდა ვნახო რას შვებიან ჩემები და დაწყნარდნენ თუ არა
-დედაჩემმა მითხრა გუშინ,რომ ცოტახნით ბრედფორდში წავიდნენ
-ხუმრობ? -წამოვიყვირე და სიმწრისგან ჩამეცინა -ისე წავიდნენ რომ მე და ლილიანი არც მოვუკითხივართ?
-ორივე ძალიან განიცდიდა თქვენს გამო ბეტი,მაგრამ დედაჩემმა უთხრა რომ ჩემთან იყავით და ჯობდა რომ ჯერ დაწყნარებულიყვნენ და მერე გესაუბრათ -ზეინმა ამიხსნა სიტუაცია,მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ.ისე წავიდნენ,რომ ერთხელ არ უცდიათ ჩემთან დალაპარაკება.თავი გავაქნიე და თმა ცხენის კუდად ავიწიე
-ემილისთან წავალ,ძალიან გთხოვ ლილიანი გამოიყვანე რა ბაღიდან -ზეინმა უსიტყვოდ დამიქნია თავი,ტაქსი გააჩერა და ჩემი საფასური მან გადაიხადა. უკანა სავარძელზე მოვთავსდი,ზეინს ხელი დავუქნიე,შემდეგ კი ემილის მისამართი ვუთხარი მძღოლს.
გზები გადაკეტილი იყო,რის გამოც გრძელი გზით მოგვიწია წამოსვლა.ტაქსის მძღოლს საფასურზე შემოვლითი გზების გამო ფული დავუმატე და ემილის დავურეკე,რომ გარეთ გამოსულიყო.როდესაც გამოვიდა გადავეხვიე და იქვე ეზოში ჩამოვჯექით
-სად დაიკარგე? -როგორც კი დავჯექით მისაყვედურა
-რავიცი,ერთი ამბებია ჩემთან.როგორ ხარ? -მწვანე ბალახიდან ამოწვერილი ლამაზი ყვავილი მოვწყვიტე და ხელში დავატრიალე
-რავიცი,მომენატრე
-წამოდი,სადმე წავიდეთ,ახალი ამბების მთელი ჯარი მაქვს მოსაყოლი -წარბები ავათამაშე და ფეხზე წამოვდექი,ისიც წამოდგა ფეხზე შემდეგ კი MC ში წავედით და ჰარიზე ამბების მოყოლა დავიწყე.
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.