Beatrice's POV
-ბეტი,ზედმეტს სვამ -სიცილით მითხრა ზეინმა და ჭიქა ხელიდან გამომართვა. ამოვიოხრე და თვალები გადავატრიალე
-კარგი რა,ნუ იქნები ტრაკი,შენ არ წამომიყვანე გასართობად? ხოდა გავერთოთ! -ამოვილუღლუღე და მისი ჭიქა ავიღე.დავინახე როგორ გაიცინა და თავი გააქნია,შემდეგ კი ბარმენს რაღაც უთხრა და ბარმენმაც დიდი ჭიქით წინ რაღაც დაუდო
-ბეტი,მიდი დალიე -მომაწოდა
-ეგ რა არის? -გაკვირვებულმა ვკითხე და დამასლოკინა.ო,ღმერთო.ხელი პირზე ავიფარე და ზეინს ბოდიში მოვუხადე,მაგრამ მეორე წამს ისევ იგივე.ზეინს სიცილი აუვარდა და ახლა გამახსენდა ადრეც ზუსტად ასე იცინოდა,თავისი ენა კბილებს შორის ჰქონდა მოქცეული და თვალებს ოდნავ ჭუტავდა
-მიდი დალიე,ცოტას გამოგაფხიზლებს,ოღონდ სასმელს შეეშვი -თავი დავუქნიე და მისი მოწოდებული ჭიქა ავიღე,შემდეგ კი ცოტა დავლიე.წყალი იყო.თვალები გადავატრიალე და ისევ დამასლოკინა.
-ხომ არ ფიქრობ,რომ სახლში წასვლის დროა? -საათს დახედა,შემდეგ კი სახეზე შემომხედა
-კარგი რა ზეინ -ამოვიოხრე და სკამიდან ჩამოსვლა დავაპირე,მაგრამ როდესაც ცალი ფეხი ჩავდგი წინ გადავვარდი.მადლობა ღმერთს ზეინი წინ მედგა და დამიჭირა,თორემ ძირს ვიქნებოდი უკვე გაწოლილი.
-ნახე როგორი მთვრალი ხარ,გპირდები სხვა დროსაც წამოგიყვან,ოღონდ ახლა წავიდეთ,თორემ ზურგზე მოგისვამ და ისე წაგიყვან -დამემუქრა და გეფიცებით,ვიცოდი რომ ნამდვილად იყო გამკეთებელი.
-კარგი,კარგი,წავიდეთ -ამოვიბუზღუნე და მოსაცმელი ავიღე,ჩემი ტელეფონი კი რეკვას არ წყვეტდა
-ვინ გირეკავს? -მკითხა,როდესაც გარეთ გავედით და მისი ახალი მანქანისკენ წავედით,რომელიც ძალიან მომწონდა.
-ჩემი გინეკოლოგი -თვალები გადავატრიალე
-მომეცი,დაველაპარაკები -ეშმაკურად აათამაშა თვალები და უკვე მივხვდი მის გაზრახვას.გამეცინა,რატომაც არა? ტელეფონი მას მივეცი და მანქანაში ჩავჯექით,პირით ვანიშნე,რომ ლაუდსპიკერი ჩაერთო,მანაც შემისრულა თხოვნა,შემდეგ კი ხმა ჩაიწმინდა
-გისმენთ -მკაცრი ხმით უპასუხა
-უმმ.. გამარჯობა.ბეტი სად არის? -ჰარიმ იკითხა,თან მივხვდი რომ დაბნეული იყო. პირზე ხელი ავიფარე,რომ არ გამცინებოდა.
-გვერდით მიწევს და სძინავს,ვინ ხარ შენ? -სერიოზული ტონით უპასუხა ზეინმა თან თვალი ჩამიკრა.გამეცინა.
-მე მისი ექიმი ვარ -მივხვდი რომ დაიბნა. -ამმ.. გადაეცით,რომ ხვალ შემოწმებაზე ველოდები -ტელეფონი გათიშა,მე და ზეინს კი ისტერიული სიცილი აგვივარდა
-დაიცადე,ეს რა,გეჩალიჩება? -მკითხა თან მანქანა დაქოქა და ტელეფონი მომაწოდა
-დაახლოებით,მაგრამ გაქნეული მექალთანეა -ამოვიოხრე და თავი სიდენიას მივადე
-ხვალ მე გამოგყვები -გაიცინა.თავი დავუქნიე და მეც ჩავიცინე,შემდეგ კი როგორც მას ჩვევია,ყველაზე მაღალი სიჩქარით გაჭრა ლონდონის ქუჩები,სიმღერები კი მაღალ ხმაზე დააყენა.რახან ის აქ არის,დარწმუნებული ვარ დღეიდან იწყება გართობა!
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.