Beatrice's POV
2 დღიანი მგზავრობის შემდეგ საბოლოოდ ჩავედით ნორფოლკის კუნძულზე. გზა საოცრად დამღლელი იყო,თუმცა როდესაც გემით მოგვიწია დანიშნულების ადგილამდე მისვლა მივხვდი,რომ დამღლელი კი არა ეს ყველაზე საოცარი მოგზაურობა იყო ჩემს ცხოვრებაში. საოცარი შეგრძნებაა,როდესაც მთელს ზღვაში მხოლოდ შენ ხარ იმ ადამიანთან ერთად,ვისზეც გიჟდები. საოცარი კადრები გადავიღე,როდესაც ორი ზღვა ერთმანეთს უერთდებოდა. ერთ-ერთი ზღვა ღია იყო,მეორე კი შავი.ასეთი საოცრება თუ არსებობდა არც კი მეგონა. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ამ კუნძულს,შუაღამე იყო რომ პირველად ფეხი აქ დავდგი და ცოტა არ იყოს ღამე დაძინება გამიჭირდა,რადგან კარავში გარედან რაღაც ხმები შემოდიოდა.ზუსტად არ ვიცი რა ხმები იყო,მაგრამ ალბათ გარეული ღორი ან რაიმე მაგდაგვარი იქნებოდა,რამაც ძალიან შემაშინა,თუმცა ჰარის ძლიერმა მკლავებმა შიში გადამავიწყეს და მის ძლიერ მკლავებში ტკბილად დამეძინა.
დილით სახეზე რაღაც მიღუტუნებდა.ხელი სახეზე ავიფრიალე,რასაც ჰარის სიცილი მოყვა.
-ჰარიი -დავიბუზღუნე და ხელებით სახე დავიფარე,მაგრამ ახლა თითებზე დამიღუტუნა.ამოვიოხრე და თვალები ძლივს-ძლივობით გავახილე. კულულა იჯდა,ხელში რაღაც ბუმბული ეჭირა და იმით მიღუტუნებდა
-მეძინება,რა გინდა -შევუბღვირე
-ჰმ.რა ბრაზიანი გოგო ხარ შენ? -გაიცინა და კიდევ მომიღუტუნა -წარმომიდგენია რა საოცარი იქნები საწოლში ვნებიანი და ავი -ისევ გაიცინა. თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი.გვერდები მტკიოდა,ალბათ წუხელ როდესაც კარავი გავშალეთ რამე ქვაზე დავდეთ და ვერ დავინახეთ
-დიდი ხანია გღვიძავს? -ხმადაბლა ვკითხე და ჯინსი ამოვიცვი.ჰარიმ თავი დამიქნია და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.გამეღიმა.საპასუხოდ ცხვირზე ვაკოცე,შემდეგ კი მისი მაისური გადავიცვი და შარვალში ჩავიტნიე
-მშვენიერი ხარ -კომპლიმენტი მითხრა. მადლობა კოცნით გადავუხადე,კისერზე ჩემი ახალი ფოტოაპარატი დავიკიდე და კარავიდან გავედი. ჩემი გასვლა და პირის დაღება ერთი იყო. ვიცოდი რომ აქ ისეთი ხალხი ცხოვრობდა,რომლებიც წინა საუკუნეში არიან ჩარჩენილები თუმცა ნანახმა მაინც ძალიან გამაოცა.
მუქი შეფერილობის ხალხი იყო,რომელთაც ტანზე არ ეცვათ.ტანსაცმლის ნაცვლად რაღაც მცენარისგან გაკეთბული კაბები ჰქონდათ მოფარებული,რადგან წინ სასირცხო ადგილები დაეფარათ,ზევით კი შიშვლები იყვნენ.ქალებიც და კაცებიც ასე შემოსილი დადიოდნენ. გაოცებული ვუყურებდი მათ და რამდენიმე სურათი გადავუღე კიდეც,როდესაც ჰარი გამოვიდა კარავიდან და თვალი ჩამიკრა.გამეღიმა და ბედნიერებისგან ჩავეხუტე.ღმერთო არ მჯერა,რომ ჩემი ოცნება ამისრულა.ჯერ კიდევ შოკში ვარ.
-გამარჯობა -ჰარი ერთ კაცს მიესალმა,რომელიც ხანში შესული ჩანდა.კაციც მიესალმა და გაიღიმა.უნდა გითხრათ,რომ ამ კაცის შესახედაობამ გამაკვირვა.არა მისი გარეგნობის ან ტანსაცმლის გამო.არამედ იმის გამო,რომ ცხვირში რაღაც ჯოხი ჰქონდა გაყრილი და ისე დადიოდა,თუმცა ყველას ასე არ ჰქონია. კარგად დავაკვირდი,თუმცა შემდეგ შემრცხვა და თვალი მოვაშორე მის ცხვირს. ასეთი რაღაც არასოდეს მინახავს,მიუხედავად იმისა,რომ ხშირად ვკითხულობ ასეთ ტომებზე ისტორიებს ასეთი რაღაც არსად ყოფილა.
-ბეს -ჰარიმ მომმართა -ის იქნება ჩვენი მასპინძელი.მხოლოდ მან იცის ინგლისური,დანარჩენები თავიანთ ენაზე საუბრობენ,მაგრამ როდესაც რაღაცას ეტყვი გაიგებენ -ჰარის თავი დავუქნიე და კაცს ხელი ჩამოვართვი
-სასიამოვნოა -გავიღიმე.კაცმა თავი დამიქნია
-ჯოჯო -მისი სახელი მითხრა და გეფიცებით მთლიანად იმას ვცდილობდი რომ ამ სახელზე არ გამცინებოდა. ჯოჯო? ასეთი სახელი არასოდეს გამიგია.თავი დავუქნიე და ვარჩიე რომ ხმა არ ამომეღო,თორემ ჰარის ხმადაბალ ჩაცინებაზე უფრო ამივარდებოდა სიცილი.
-ჩვენ სანადიროდ მივდივართ -ჰარიმ მითხრა ცოტახანში.თავი დავუქნიე და ლოყაზე ვაკოცე.
-მე რა უნდა ვაკეთო? -ვკითხე
-ქალებმა საჭმელი უნდა გააკეთონ და მათთან იყავი.როგორც ვიცი ძალიან საინტერესოდ მზადდება ყველაფერი -გავიღიმე და კიდევ ერთხელ დავუქნიე თავი,შემდეგ კი ნაზად ვაკოცე.
პატარა ბავშვები იქვე დარბოდნენ და რაღაცას თამაშობდნენ,ისინი მთლად შიშვლები იყვნენ. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და მათაც სურათი გადავუღე.
-ჰაროლდ -ჯოჯომ ჰარის დაუძახა და სიცილი ამივარდა,როდესაც ამ სახელის გაგონებისას ჰარიმ საოცარი სახე მიიღო
-გისმენ,ჯო -შემოკლებული სახელით დაუძახა ჰარიმ
-მზად ხარ წასასვლელად? -ჰარიმ თავი დაუქნია და თითით უჩვენა,ერთ წამს დამაცადეთო. ჯოჯო დაეთანხმა,ჰარი კი ჩემთან მოტრიალდა,სახიდან თმა გადამიწია და ნაზად მაკოცა
-იმედია ბევრი ნანადირევით დავბრუნდებით -ჩაიცინა
-ჰმ.რაც მთავარია ჩემი გული უკვე მოინადირე -თვალი ჩავუკარი და კიდევ ერთხელ ვაკოცე მის ვარდისფერ ტუჩებზე
-შენ პირველივე დღიდან მოინადირე ჩემი -სერიოზული,ბოხი ხმით მითხრა. მუცელში უამრავი რამ მოხდა ერთ წამში,გული კი საშინლად ამიჩქარდა.
-გელოდებიან -დავიჩურჩულე -მალე დაბრუნდი -ჰარიმ თავი დამიქნია,შუბლზე მაკოცა,შემდეგ კი სწრაფად წავიდა მათკენ.სანამ ტყეში გაუჩინარდებოდნენ რამდენიმე სურათი მათაც გადავუღე,შემდეგ კი ქალებთან მივედი.გავუღიმე და იქვე დავჯექი.რამდენჯერმე ვიკითხე თუ უნდოდათ დახმარება,რაღაცეები გავაკეთე,მხიარულად მიდიოდა ყველაფერი,მათი საკვებიც დავაგემოვნე და უნდა ვაღიარო,რომ ნამდვილად საოცრება იყო. არ ვიცი რომელი ცხოველის ხორცია,მაგრამ ნამდვილად დელეკატესია.
როდესაც გემრიელად ვისაუზმეთ ბავშვებმა იმ წყლისკენ წამიყვანეს,სადაც თუ არ ვცდები ნიანგებიც კი თავისუფლად იცხოვრებდნენ.უამრავი სურათი გადავიღე. ერთ-ერთი პატარა გოგონა ინგლსურად ლაპარაკობდა,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან უჭირდა მაინც მესმოდა რას მიხსნიდა. მითხრა,რომ აქ რამდენჯერმე მომხდარა ისეთი ფაქტი,რომ ნიანგს სარეცხის რეცხვის დროს ქალი შეუჭამია. მთელს ტანში არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,თუმცა მაინც ვუსმენდი პატარა გოგონას,რომელიც ცდილობდა,რომ კარგად აეხსნა ის ყველაფერი,რაც მისი ბებიებისგან და ბაბუებისგან გაუგონია.
როდესაც ჩვენი პატარა ექსკურსია დასრულდა ჩვენს ადგილას დავბრუნდით. თურმე სანამ კაცები არ მოვლენ იქამდე საკვები არ ექნებათ,ხოლო თუ ნანადირევს ვერ მოიტანენ მთელი დღე მშივრებს მოუწევთ ყოფნა.
ერთ კუთხეში დავჯექი და დიდი მოთმინებით მოვიდოდა ჰარი,თორემ ნამდვილად ძალიან მოვიწყინე მის გარეშე.
არ ვიცი რამდენი საათი ვიჯექი ასე,მაგრამ როგორც იქნა ჰარის სიცილის ხმა გავიგე.როგორც ჩანს მშვენიერ ხასიაეთზეა.ძალიან მიხარია,ასე რომ არის,მაგრამ ასე უაზროდ ყოფნამ ძალიან დამღალა. როდესაც ტყიდან გამოვიდნენ ზურგზე პატარა გოჭი ყავდათ მოკიდებული,ერთ-ერთ მონადირეს კი ხელში რაღაც ფრინველი ეჭირა. ჰარი ჩემსკენ არც შემოტრიალებულა სიცილი გააგრძელა,თან დაჯდა და დანით ღორის დამუშავება დაიწყო.ერთ-ერთმა ხელი გაკრა ჰარის და ჩემსკენ უჩვენა თითით,მაგრამ თავი დავხარე,არ მინდა დამინახოს რომ ვუყურებ,იმ ბიჭს რომ არ ეჩვენებინა ჩემსკენ ალბათ არც კი გავახსენდებოდი.
ფეხები მოვხარე,ხელები მუხლებზე შემოვიწყვე და თავი მათში ჩავდე. შუადღისით მაისური გამოვიცვალე და ბრეტელებიანი მაიკა გადავიცვი,თუმცა ახლა ქარმა დაუბერა და ცოტა შემცივდა. გავიგე მისი ნაბიჯების ხმა,შემდეგ კი ვიგრძენი რომ გვერდით დამიჯდა.
-ბეტი -ხმადაბლა დაიჩურჩულა. ხმა არ გავეცი.ფეხები ქვევით ჩამოვწიე და ხელები ისე დავიწყე მუხლებზე. -ბეეს -ისევ ხმადაბლა დაიჩურჩულა და თმები ზურგიდან წინ გადმომიყარა.ჩემს საპირისპიროდ დაჯდა,შემდეგ კი ისე ამოიწია,რომ ჩემს გვერდით მჯდარიყო.ერთი ხელი ჩემს ფეხებს შორის დადო,მეორეთი კი თავი მომატრიალებინა
-რა მოგივიდა? -ხმადაბლა მკითხა
-არაფერი -მხრები ავიჩეჩე და ხელი გავაშვებინე სახიდან,შემდეგ კი ისევ მიწას დავაშტერდი -უბრალოდ დღეს არც კი გაგხსენებია,თუ აქ ვიყავი
-მაპატიე,ძალიან შევედი როლში მათთან ერთად -ხელი ზურგზე ნაზად მომისვა. მაშინვე ტანში ჟრუანტელმა დამიარა,გულმა კი სწრაფ-სწრაფად დაიწყო ცემა.
-მაპატიე რა,გთხოვ -ზურგზე მოშიშვლებულ ადგილას ნაზად მაკოცა,ტუჩები კი არ მოუშორებია,ზურგით ტუჩებზე მეფერებოდა.თვალები დავხუჭე და ძალიან ხმადაბლა ამოვიკვნესე.მაგიჟებს,ჭკუიდან მშლის!
-ბეს,მაპატიე,მიყვარხარ.---------------------------
იაქტიურეთ რააა
ჩაკვდა
მგონი არ ღირს 2 თვაის დადება.
ვაფშე არ აქტიურობთ
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.