Beatrice's POV
იცით,ხანდახან ხდება რომ ადამიანი წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს და ამის გამო შეიძლება მთელი დღეები დათრგუნული იყოს. გულის სიღრმეში ეშინოდეს,რომ ის,რასაც გრძნობს მართლა არ აუსრულდეს,შემდეგ კი გული არ ეტკინოს. ზუსტად ასე დამემართა,იმ დღიდან მოყოლებული,რაც ჰარისთან ვარ იმის შიში მაქვს,რომ დავშორდებით. შეიძლება ზედმეტად ბანალური ვიყო,მაგრამ მინდა მჯეროდეს,რომ მე და მას შეგვიძლია კარგი მომავალი შევქმნათ და ერთმანეთს არ დავშორდეთ,არასდროს.ვიცი არასოდეს მომბეზრდება მასთან ყოფნა,არასდროს მომბეზრდება მასთან ერთად საწოლში გაღვიძება და დილით მისი მწვანე თვალების დანახვა,მაგრამ იგივეს განიცდის ჰარი? არ მინდა მის გრძნობებში ეჭვები შევიტანო და არც ის მინდა,რომ ფუჭი ოცნებებით გული მეტკინოს. ჰარიმ მითხრა რომ ვუყვარვარ,ბევრჯერაც დამიმიტკიცა მისი გრძნობები თუმცა რა ემართება? ტელეფონზე იმდენჯერ დავურეკე,რომ ვერც კი დავითვლი,მან კი უბრალოდ გამითიშა და იმის ღირსადაც არ ჩამთვალა ერთი სიტყვით ეთქვა რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა.სხვა ხომ არაფერს ვითხოვდი? თუმცა უნდა ვაღიარო იქ საერთოდ არ უნდა მივსულიყავი.ჩემი მხრიდან ეს ყველაზე სულელური საქციელი იყო. ან რას ვგავდი, ჯინსებში, კედებში და უზარმაზარ მაისურში გამოწყობილი. როგორ ვიფიქრე რომ ასეთ მდიდრულ რესტორანში წასულს ჩემი ასეთ ფორმაში დანახვა გაუხარდებოდა ან ესიამოვნებოდა? როდესაც ფუმფულა ქალმა მითხრა სადაც იყო მაშინვე უბრალოდ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი,თუმცა რაც იყო იყო.ვერაფერს ვერ შევცვლი, დროის უკან დაბრუნება კი საუბედუროდ არ შემიძლია.
სიბნელეში მარტო ჯდომა როდესაც მომბეზრდა ოთახში ავედი,ჩემს საწოლში ლილიანი იწვა.თავზე ვაკოცე და აბაზანაში შევედი,ტანზე წყალი გადავივლე,თუმცა მასზე ფიქრები არ მშორდებოდნენ რაც მთლიანად მიღრღნიდა სულს. როდესაც ცხელი შხაპი მივიღე ტანზე წითელი საცვლები ჩავიცვი,ზევიდან ატლასის ხალათი შემოვიცვი და ისევ პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოში მამაჩემის Jack Danielsი დავინახე,ავიღე და თავზე მოვხსენი.მშვენიერი სურნელი აქვს. ისევ მისაღებში გავედი,დივანზე შემოვჯექი და პატარა ჭიქაში ჩამოვისხი. პირველმა ყლუპმა ყველაფერი ჩამიწვა,მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან მესიამოვნა. ვგრძნობდი როგორ მიმძიმდებოდა თავი. ერთი ბოთლი ისე შემომეცალა,რომ ვერც კი ვიგრძენი,თითქოს დრო გაჩერებული იყო,როდესაც კარზე კაკუნის ხმა მომესმა. თავიდან შევკრთი,მაგრამ შემდეგ გაბედულად წავედი კარისკენ. ბოთლი იქვე დავდგი,შემდეგ კი კარი უშიშრად გავხსენი.ვხვდებოდი,რომ სიარული ცოტა მიჭირდა,ამიტომ გახსნილ კარს მივეყუდე და წინ როდესაც ჰარი დავინახე ერთიანად გავვოცდი,თან სხეულში თითქოს რაღაც მოხდაო,უცებ ყველაფერი ამომიტრიალდა.ცოტაც და ცეკვას დავიწყებდი.
-აქ რა გინდა? -მიუხედავად იმისა,რომ ძალიან გამიხარდა მისი დანახვა მაინც ვარჩიე,რომ გაბრაზებული ბეტი დავრჩენილიყავი,ცოტახნით.სულ ცოტახნით.
-მომენატრე -წყნარად მიპასუხა.ხელები უკან ჰქონდა და წინ არ წევდა -და კიდევ ბოდიშის მოსახდელად მოვედი.თან როგორც ჩანს უჩემოდ ბეტის ბნელმა მხარემ იჩინა თავი და გამოთრობა გადაწყვიტა ერთი კულულას სირული საქციელის გამო -ხელები წინ გამოწია და წითელი დიდი ვარდები მომაწოდა. გამეცინა და გამოვართვი
-ანუ ფიქრობ რომ ასე უბრალოდ გამოძვრები? -სახლში შემოვუშვი და კარი დავკეტე. გააზრებაც ვერ მოვასწარი,რომ წელზე ხელი მომხვია და კარზე ამაკრა. ცივი ხელი ხალათის ქვეშ შემომიცურა და წელზე ნაზად მომეფერა
-ტელეფონი მე არ მქონია -ყურში ნაზად ჩამჩურჩულა -ბენს ჰქონდა. თავს არ ვიმართლებ,უბრალოდ მართლა ასე იყო -ნაზად გაიცინა და ყურის ბიბილოზე კბილები მომიჭირა -არ მინდოდა რომ გენერვიულა.არც ის მინდოდა ახვარივით მოვქცეულიყავი -ტუჩებზე ტუჩებით მეხებოდა,მაგრამ არ მკოცნიდა,რაც ჭკუიდან მშლიდა.ფეხები მიკანკალებდა,გული კი უკვე ისე მიცემდა,რომ მალე იქიდან ამოვარდებოდა.
-უბრალოდ ძალიან ვინერვიულე.რა აღარ ვიფიქრე -გულწრფელად ვუთხარი და მოვშორდი. არ მინდა ასეთ მდგომარეობაში დაგვინახონ მშობლებმა თორემ კარგი დღე არ დამადგება.
ჰარიმ ხელი უკნიდან მომხვია და ზურგით მის სხეულზე ამაკრო. აშკარაა,რომ ისიც ნასვამია.
-სად მირბიხარ ბეატრის? -ყურში მგზნებარედ ჩამჩურჩულა,შემდეგ კი გაიცინა -არ ვაპირებ ამაღამ სადმე გაგიშვა. -ყელში ნაზად მაკოცა,შემდეგ კი გახურებულ კანზე ენა გადამატარა. ხმადაბლა ამოვიკვნესე.
-ჩემს ოთახში ჩემს დას სძინავს,დაბლა შევიდეთ,მაგრამ გთხოვ ახლა არ გინდა არაფერი,ქვევით არიან ჩემებიც და გაიგებენ ხმას -ჰარიმ ჩაიცინა და თავი დამიქნია,შემდეგ კი პირველ სართულზე ცარიელ ოთახში შევედით. საწოლზე მოწყვეტით დავეცი და ღრმად ამოვიოხრე.ჰარიც გვერდით მომიწვა,მისკენ მიმწია და ნაზად მაკოცა.ფეხი მის ფეხს დავადე,ხელი მკერდზე მოვხვიე და კოცნაში ავყევი. უბრალოდ ნაზი,სასიამოვნო კოცნა იყო,არაფერი განსაკუთრებული.ჰარის თითები სხეულზე ნაზად მეფერებოდნენ,თან კოცნას არ წყვეტდა.
გეფიცებით,როდესაც აქ დავინახე ამოვისუნთქე.გულზე თითქოს რაღაც მომეშვა. ახლაც კი,როდესაც ვკოცნი ხელები მიკანკალებს და არ მჯერა რომ აქ არის. მართალია მასზე ძალიან ნაწყენი ვიყავი,თუმცა მისმა აქ დანახვამ ყველა წყენა სადღაც შორს მოისროლა.მთავარია,რომ აქ არის,ვეხები და შემიძლია რომ ჩავეხუტო მეტი არაფერი მინდა ბედნიერებისთვის. იმდენად ძლიერად მიყვარს,რომ გული ამ სიყვარულს ვერ იტევს,ცოტაც და გასკდება! ან სულაც ფრთებს გამოისხამს და ბედნიერებისგან იფრენს.
იცით,ხანდახან ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილია, ვფიქრობ რომ ეს რაღაც სიზმარია,მაგრამ შემდეგ ვხვდები,რომ ჩვენ ყველას გვჭირდება ფანტაზია იმისთვის,რომ გადავრჩეთ რეალობი---------------------------------------
ისადა ჰოო დაგვიბერდაა ზეინიიი.
ვაიმე როგორ მიყვარს ^^
ESTÁS LEYENDO
Dr.Styles
Novela Juvenilმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.