Beatrice's POV
სახე შემეცვალა და ხმა ვერ ამოვიღე,რომ რამე მეთქვა. ვიცოდი,რომ არ ესიამოვნებოდა ამას რომ გაიგებდა,მაგრამ ასე მკაცრადაც არ ველოდი,რომ უარს მეტყოდა.
-აუცილებელია რომ იმ ბიჭებთან ერთად იყო? -ცოტახანში ხმა დაარბილა და ისე მკითხა,თუმცა მაინც მესმოდა მისი მძიმე სუნთქვის ხმა.
-კი. ასე მითხრა ფოტოგრაფმა -მხრები ავიჩეჩე -მეც არ მინდა,მაგრამ საკმაოდ სოლიდურ თანხას მიხდიან,თან ასე უფრო მეტად ცნობადი გავხდები და იქნებ ცოტა ამოვისუნთქო კიდეც -მაგიდაზე დავჯექი და თავი დავხარე,თუმცა შემდეგ ისევ წამოვდექი და ჩემი ჩანთა ავიღე. ახლა ჰარი ჩემს ხასიათზე არაა,ამიტომ უბრალოდ ჯობია რომ დავტოვო და იფიქროს. კარიდან გავედი,ბოლო წამამდე მქონდა იმედი,რომ დამიძახებდა და უკან შემიყვანდა,მაგრამ არა. ელის დავემშვიდობე,შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით წავედი ლიფტისკენ.
ვიცი ეს ყველაფერი ჰარის დაკარგვად არ მიღირს და ვფიცავ მხოლოდ მე რომ ვიყო და ლილიანი არ მყავდეს ერთი წამით არ დავფიქრდებოდი ისე შევეშვებოდი ამ ყველაფერს,მაგრამ ვაი,რომ ლილიანი მყავს და ვერაფერს ვერ შევცვლი. ლის გამო ყველაფერს უნდა გავუძლო,მის გამო ყველაფერს გავუკეთებ,რომ ისეთი ცხოვრება ჰქონდეს,როგორიც ჩვეულებრივ ბავშვებს. ყველა პირობას შევუქმნი იმისთვის რომ მშობლების გარეშე ცხოვრება არ გაუჭირდეს. ვიცი,ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვიცი რომ შევძლებ.
როდესაც კლინიკიდან გამოვედი ტაქსი გავაჩერე,შემდეგ კი ჩემი მშობლების საფლავზე წავედი. ხშირად ვერ მოვდივარ აქ რაც ძალიან მტკენს გულს. როდესაც მათ საფლავთან ახლოს მივედი მაშინვე ცხარე ცრემლით ავტირდი. იქვე ჩამოვჯექი და მიწას ხელი ნაზად გადავუსვი.
-მენატრებით -ხმამაღლა ამოვიქვითინე -მჭირდება რომ აქ იყოთ. ლილიანსაც სჭირდებით -ცრემლები მოვიწმინდე -ჯერ ზედმეტად ადრე იყო თქვენი წასვლა. ძალიან ადრე წაგიყვანათ უფალმა თავისთან,ნუთუ ის არ იცოდა,რომ ჩვენ აქ დაგვჭირდებოდით? რას არ მივცემდი,რომ ლილიანთან თქვენ იყოთ ახლა, მას მშობლები სჭირდება გვერდით. მეშინია რომ სათანადოდ ვერ მოვუვლი,ისე როგორც დედა უვლიდა.მეშინია,ყველაფრის მეშინია. ახლა ვირგძენი როგორი უძლური ვარ თქვენს გარეშე და ვნანობ,ვნანობ რომ ასე გექცეოდით. ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება,ნეტავ შემეძლოს,რომ ისევ ისე მოგეხვიოთ,როგორც ადრე,პატარაობაში -ხელები სახეზე ავიფარე რომ უფრო ხმამაღლა არ მეტირა. მთლიანად ვკანკალებდი და ნელ-ნელა ვიაზრებდი წინ რამხელა გამოცდა მელოდა.
მოულოდნელად ციდან წვიმის მსხვილი წვეთები წამოვიდა,შემდეგ კი ისე სწრაფად დასცხო წვიმამ,რომ მთელი ძალით რომც გავქცეულიყავი მაინც ვერ გავასწრებდი მშრალ,ამიტომ ადგილიდან არც ავდგარვარ,ვიგრძენი ტელეფონი როგორ აბზუილდა ჩემს ჯიბეში. დარწმუნებული ვარ ჰარია,ამიტომ არც კი მინახავს. დედაჩემის და მამაჩემის საფლავზე ერთ საათზე მეტხანს გავჩერდი. მთლიანად გალუმპული ვიყავი,ამიტომ არცერთი ტაქსი არ მიჩერებდა. ფეხით დავუყევი ქუჩებს.წვიმაში სიარულს ერთი პლიუსი აქვს,ვერავინ ამჩნევს,რომ ტირი, ამიტომ შეგიძლია,რომ შენი სევდა წვიმას გაატანო. არ ვიცი ფეხით რამდენ ხანს ვიარე,მაგრამ თითქმის შუადღის 3 საათი იყო,როდესაც ზეინის სახლში მივედი. ზეინი სახლში არ იყო,ლილიანი კი ბაღშია. დღეს ბალეტიც არ აქვს. გავახარებ და დღს მე გამოვიყვან ბაღიდან. ოთახში ავედი,ჯერ ცხელი აბაზანა მივიღე,შემდეგ ტანზე გამოვიცვალე და ტელეფონი შევამოწმე. რათქმაუნდა ჰარის ნარეკები იყო. დავაიგნორე და ინტერნეტიდან ამოწერილ ნომერზე დავრეკე,რამდენიმე ზარში მიპასუხა კიდეც. ვესაუბრე მამაკაცს,შეხვედრაზე შევთანხმდით,შემდეგ კი ისევ გარეთ გავედი. როგორც მახსოვს ზეინმა ჩემი სახლი რომ გაყიდა შემდეგ ფული ბარათზე დამირიცხა და პაროლი 1,2,3,4 არისო მითხრა.
როდესაც ადგილზე მივედი დავრწმუნდი,რომ ამ სახლის ხელიდან გაშვება არ ღირდა. საკმაოდ კარგი სახლია,კარგ უბანშიც და კარგ კორპუსში. ერთი საძინებელი ოთახი,სველი წერტილები,სამზარეულო და მისაღბი კი გაერთიანებულია,ბარის სტილშია გაკეთებული,გარეთ კი პატარა აივანია,თანაც თანხაც ზუსტად მყოფნის და ცოტაც მრჩება,რომ შემდეგ პატარა ოთახი ლილიანს მოვუწყო.
-ვყიდულობ -მამაკაცს გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი,შემდეგ კი თანხა პირდაპირ მის ანგარიშზე გადავრიცხე
-გილოცავთ! -მამაკაცმა,რომლის სახელი ვერ დავიმახსოვრე,გამიღიმა შემდეგ კი კარისკენ წავიდა -ბედნიერებას გისურვებთ,იმედი მაქვს ეს სახლი ბედნიერებას მოგიტანთ -მის სიტყვებზე ჩამეცინა,შემდეგ კი სახლიდან გავაცილე,ბარათი ჯიბეში ჩავიდე და სახლს თვალი მოვავლზე. ძალიან მომწონს აქაურობა.ყველაფერი თავის ადგილზეა და სიმართლე გითხრათ ძალიან იაფშიც კი გამოვედი. ყველაფერი ძალიან თანამედროვეა,ავეჯი,სამზარეულო... ყველაფერი საოცრად მომწონს და დარწმუნებული ვარ ლილიანსაც მოეწონება. ოთახში შევედი,სადაც ერთი ორსაწოლიანი იდგა,დიდი სარკიანი კარადით. ღმერთო,ვრწმუნდები რომ არ ვინანებ აქ გადმოსვლას. უფრო და უფრო მომწონს აქაურობა. ისევ მისაღებში გავედი და ახლაღა შევამჩნიე კედელზე დიდი პლაზმური ტელევიზორი. გამეცინა და ტელეფონი ამოვიღე. ჰარისთან უნდა დამერეკა,მაგრამ გადავიფიქრე და ზეინს დავურეკე
-ზეინ,მომილოცე! ის სახლი ვიყიდე -ბედნიერმა ვუთხარი და კიდევ ერთხელ მოვავლე აქაურობას თვალი. საოცარია აქაურობა
-ხუმრობ? -დაბნეულმა მითხრა. გამეცინა
-არა,არა მართლა. ახლა შენთან წავალ,რაც გადმოსატანი მაქვს გადმოვიტან ნელ-ნელა. ყველაფერი არის აქ,ისეთი სახლია სადაც უბრალოდ უნდა შეხვიდე და იცხოვრო
-ბეტი,ასე უცებ როგორ გადაწყვიტე ეს? -ხმა გაუმკაცრდა -დღეს ჩემთან დარჩებით
-არა,ახლა გადავალ შენთან,რაც ტანსაცმელია წამოვიღებ და ყველაფერი მზად იქნება,მერე ლის გამოვიყვან ბაღიდან
-ბეტი,არ მჯერა რომ ეს გააკეთე -ამოიოხრა -ასე მალე სახლი როგორ იყიდე?
-ეს სახლი რამდენიმე დღის წინ ვნახე ინტერნეტში,დაგავიწყდა? -დივანზე დავჯექი და კმაყოფილმა კიდევ მოვავლე თვალი აქაურობას
-ანუ მტოვებ? -ცოტახანში საოცრად ხმადაბალი,გაბზარული ხმით მკითხა ზეინმა
-არა,დამიჯერე ხშირად მოვალთხოლმე შენთან და შენ რა,ფიქრობ შენ არ მოხვალ ხოლმე ჩემთან? -გავიცინე,თუმცა მის სიტყვებზე გული მეტკინა.არ მინდა თავისი თავი დაადანაშაულოს,ვიცი რომ ძალიან განიცდის დღემდე ნინას ნათქვამს.
-ბეტი,ახლა ფოტოშუთი მაქვს,მოგივიანებით დაგირეკავ. -ზეინს დავემშვიდობე და ტელეფონი გავუთიშე,შემდეგ კი სახლიდან გამოვედი და კიბეები ჩავირბინე. პირველად უნდა ვიცხოვრო კორპუსში და ეს ჩემთვის ცოტა უცნაურიც კი არის, მაგრამ ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს. რაც მთავარია მეორე სართულზე ვარ და უფრო ზევით არ არის ეს სახლი,დანარჩენს მალე შევეგუები. იმედია.
როდესაც სახლიდან გამოვედი ფეხით გავუყევი ზეინის სახლამდე გზას. არც ისე დიდი გზა არის ჩემი კორპუსიდან მის სახლამდე,ამიტომ ტაქსში ფულის დახარჯვას ასე სჯობდა. აქედან როდესაც ბარგით გამოვალ ჯობია,რომ მაშინ გავაჩერო ტაქსი.
ზეინის სახლში შევედი და ჩემი და ლილიანის ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე,თან დროს ვამოწმებდი,რომ არ დამეგვიანა ჩემს დასთან. როდესაც დავინახე,რომ დრო იყო გავსულიყავი იმ ყველაფერს შევეშვი და გარეთ გავედი. კარები ჩავკეტე,შემდეგ კი ფეხით დავუყევი ქუჩას.ლის ბაღიც ახლოს გვექნება სახლთან,რაც ძალიან მახარებს. გზაში ტელეფონმა ისევ რეკვა დაიწყო და გადავწყვიტე,რომ მეპასუხა
-ბეს -რათქმაუნდა ჰარი იყო.
-გისმენ -ჩვეულებრივ ვუპასუხე
-სად ხარ? ზეინის სახლთან ვარ და აქ არ ხარ -შემიძლია დავიფიცო,რომ მთვრალი იყო. ხმაზე ეტყობოდა.
-ლილიანი უნდა გამოვიყვანო ბაღიდან -წყნარად ვუპასუხე
-შენი ნახვა მინდა -მძულს,როდესაც კატეგორიული ხმით მომმართავს. ან საერთოდ, რატომ დალია?
-როდესაც ლის გამოვიყვან გნახავ. დღეს ახალ სახლში გადავედი.
-რა?ხუმრობ?
-არა,მართლა. ჰარი ბაღთან ვარ უკვე,გამოვიყვან ლის და შემდეგ დაგელაპარაკები -ჰარიმ 'კარგი'ს მაგვარი რაღაც წაიბუტბუტა,შემდეგ კი ტელეფონი გამითიშა. როდესაც ბაღში შევედი ბავშვები რაღაცას თამაშობდნენ,ლილიანმა დამინახა და ჩემსკენ გამოიქცა,შემდეგ კი ძლიერად მომეხვია. დღეს არ ელოდა რომ მე მოვიდოდი,ამიტომ როგორც ვივარაუდე,ძალიან გაუხარდა. ფეხზე თავისი ფეხსაცმელი ჩავაცვი,ბაღის ფაჩუჩები მის კარადაში შევინახეთ,მასწავლებელს დავემშვიდობეთ და იქიდან წამოვედით. გზაში ლის ვუთხარი ახალი სახლის შესახებ. ცოტა მოიწყინა რომ გაიგო,რომ ზეინთან აღარ ვიქნებოდით,მაგრამ მაინც გაუხარდა,როდესაც ვუთხარი,რომ მისთვის ოთახს მოვაწყობდი,ზუსტად ისეთს,როგორიც თვითონ სურდა.
ტაქსით ზეინის სახლამდე მივედით. ჰარის მანქანა ისევ იქ იდგა. ტაქსის მძღოლს თანხა გადავუხადე,შემდეგ კი მანქანიდან გადავედი. როდესაც ლიმ ჰარი დაინახა მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.ჰარიმ ხელში აიყვანა,შემდეგ კი მთელი სახე დაუკოცნა. ყურში რაღაც უჩურჩულა და როდესაც იქ მივედი ლილიანი სახლში გაიქცა. ჰარის წინ გავჩერდი და მის სისხლიან თვალებს ვუყურებდი. ასე როგორ დალია?
ჰარი ჩემსკენ გამოიწია,ხელი წელზე მომხვია და მის მკერდზე ამაკრო. ხელები მოვხვიე და მეც ძლიერად ჩავეხუტე. ღმერთო,სიგიჟემდე მიყვარს.
-ჰაზ,რატომ არ გინდა რომ იქ გადამიღონ? -წყნარად ვკითხე და ოდნავ მოვშორდი. ჰარიმ ხელები ჩემი წელიდან ჩამოწია და ამოიოხრა
-უბრალოდ ჭკუიდან ვიშლები როდესაც წარმოვიდგენ,რომ ვიღაც სხვა უნდა შეგეხოს. -სრულიად გულწრფელად მითხრა
-ხომ იცი,რომ ეს უბრალოდ სამსახურია?
-ეს სამსახური შეიძლება სხვა რაღაცაში გადაიზარდოს ბეტი -ამოიოხრა -ვგულისხმობ რომ იქ ხომ შეიძლება რომელიმე მოგეწონოს?
რა?ის რა,ხუმრობს? ისტერიული სიცილი ამივარდა
-ხვდები მაინც რას ამბობ?
-კი,ძალიან კარგად ვხვდები ბეტი,ძალიან კარგად! -თითქმის დაიყვირა -ვხვდები, რომ შეიძლება დაგკარგო. ვიცი,საშინლად ეგოისტი ვარ, ვიცი რომ სირულად ვიქცევი,ვიცი,მაგრამ ისიც ვიცი,რომ არ მინდა ეს გააკეთო!
-მე კი ის ვიცი რომ ასეთი ჰარი მაღიზიანებს! -დავუყვირე -არ მადარდებს შენ რა გინდა. ეს ჩემი საქმეა. ეს ჩემი შემოსავლის წყაროა. იმ სამსახურს თავს ვანებებ მაღაზიაში,რადგან ლილიანს მარტო ვერ დავტოვებხოლმე სახლში, ეგ სმსახური კი ჩემი შემოსავლის წყაროა,ამიტომ იმის გამო რომ შენ არ მოგწონს ასე ადვილად ვერ დავთმობ -თავი გავაქნიე. ვცდილობდი რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. ეს უნდა შევძლო,დავიღალე მის წინაშე ტირილით!
-ანუ.. ანუ იმას ამბობ რომ სამსახური ჩემზე უფრო მეტად ღირებულია? -ნახევრად გაიცინა. დამცინის. ლოყაზე შიგნიდან ვიკბინე,რომ არ მეტირა.
-არა ჰარი,იმას ვამბობ,რომ ეგ სამსახური ჩემი საჭმლის ფულია.
-მე გეუბნევი რა უნდა გააკეთო. ჩემთან იმუშავე,ყველაფერი გექნება რასაც მოისურვებ -მხრები აიჩეჩა -მაგრამ შენ შენი პატარა ჭკუით გინდა,რომ საკუთარი სახელი დაიმკვიდრო -გაიცინა -და რას უნდა მიაღწიო ბეატრის? რა გინდა რომ მომავლში გააკეთო? -ის მართლა ჩემი ჰარია ვინც შემიყვარდა? ეს მართლა ის არის?
-უბრალოდ წადი -ხელი გზისკენ გავიშვირე -ვერ ავიტან ასე აგდებით მელაპარაკო, მითუმეტეს ახლა,როდესაც ასე მიჭირს. ვიფიქრე გამიგებდი,მაგრამ არა,პირიქით. უბრალოდ წადი და აღარ დაბრუნდე.
ტირილით სახლისკენ გავიქეცი,თან ფეხები უკან მრჩებოდა. ''და რას უნდა მიაღწიო ბეატრის? '' მისი სიტყვები თავში მიტრიალებდა და კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ასე აგდებით მელაპარაკა. ეს სიმთვრალის ბრალი არ არის. ეს ის არის,რასაც ფხიზელი ვერ მეუბნებოდა და მთვრალმა მითხრა.ნუთუ მართლა ასე ფიქრობს ჩემზე? არ მინდა ეს დავიჯერო. არ მინდა დავიჯერო,რომ ჩვენი ურთიერთობა ასე გაგრძელდება,მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ასე გაგრძელებას ჯობია, დროულად დამთავრდეს,რომ უფრო მეტად არ მეტკინოს.
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.