Part 13

1.7K 105 2
                                    


Beatrice's POV

იმდენად ძლიერად ვყავდი მის მარწუხებში მოქცეული,რომ მეშინოდა არ გავეჭყლიტე.როდესაც მომწერა რომ ცუდად იყო და ვჭირდებოდი თავიდან დავფიქრდი,მეგონა რომ ხუმრობდა და უბრალოდ ჩემი აქ მოყვანა უნდოდა, მაგრამ როდესაც კედელთან ჩაკუზული და ნამტირალევი დავინახე ეს ფიქრები ჩემი გონებიდან შორს გაფრინდნენ. არ ვიცი რა უჭირს ასე,მაგრამ მხარზე რამდენჯერმე დამეცა მისი ცრემლები
-ჰარი -ყურში ჩავჩურჩულე -მოდი,ავდგეთ და წავიდეთ -ვიგრძენი როგორ დამიქნია თავი და უფრო მეტად ჩამიკრა გულში.ნაზად მოვშორდი და თავით ვუჩვენე,რომ ამდგარიყო.ფეხზე ავდექი,როდესაც ერთ-ერთი საოპერაციოდან ქალს მაგიდაზე მწოლი ვიღაც გამოჰყავდათ,თუმცა თავზე თეთრი რაღაც ჰქონდა გადაფარებული. ო,არა. თვალი მაშინვე მოვაშორე,როდესაც მივხვდი,რომ პაციენტი გარდაიცვალა.თვალები ცრემლებით ამევსო,ჰარიც წამოდგა და საოპერაციო მაგიდას თვალი გააყოლა
-პირობა ვერ ავასრულე ბეს -გაწამებული ხმით დაიჩურჩულა და თვალი გააყოლა მათ -ვერ გადავარჩინე.
ახლა მივხვდი რა მოხდა მის თავს და რატომ ტიროდნენ მისაღებში თითქმის ყველა.მისკენ მივტრიალდი ისევ მოვეხვიე,ცრემლების შეკავება კი ვერ შევძელი და ლოყებზე ჩამომიგორდნენ.მისი ხელები წელზე ვიგრძენი.თავი მხარზე დამადო და ვიგრძენი როგორ მაკოცა ნაზად კისერში.ღრმად ამოვიოხრე და კარისკენ ვანიშნე,თავი დამიქნია და მორჩილი ბავშვივით წავიდა კარისკენ,მეც მას მივყევი და გარეთ გავედით,ვიფიქრე რომ კაბინეტში შევიდოდა,მაგრამ ელის რაღაც უთხრა და ლიფტისკენ წამოვიდა
-ჩემთან წავიდეთ,თან დაგელაპარაკები -თავი დავუქნიე და ლიფტში შევედი.როდესაც გამახსენდა ბოლოს აქ მომხდარი ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ღრმად ამოვიოხრე
-მადლობა რომ მოხვედი -როდესაც პირველ სართულზე ჩავედით და კარიდან გავედით ხმადაბლა ჩამჩურჩულა ყურში და მანქანის კარი გამიხსნა,მხოლოდ გავუღიმე და თავი დავუქნიე,შემდეგ კი მანქანაში ჩავჯექი.ჰარიმ კარი დამიკეტა და საჭეს მიუჯდა,ვიფიქრე,რომ ხმას ამოიღებდა,თუმცა შევცდი. დიდ შენობამდე ისე მივედით,რომ ხმა არ ამოუღია.ალბათ ისევ იქ მომხდარზე ფიქრობდა,ამიტომ მეც არ შევაწუხე ჩემი კითხვებით. მანქანა როდესაც გააჩერა კარი გავხსენი და გადმოვედი.ჰარიმ თავისკენ მანიშნა და მეც მასთან მივედი,ხელი ნაზად მომხვია წელზე და გაზონზე გავიარეთ,შემდეგ ორი პატარა კიბე ავიარეთ და ჰარიმ ზარი დარეკა.
უნდა ავღნიშნო,რომ სახლი ზედმეტად მდიდრული და ლამაზი იყო. ეზოს შუაში პატარა შადრევანი იდგა,რომელსაც თავზე პატარა ანგელოზი ეჯდა,შადრევნის ირგვლივ კი სხვადასხვა ფერის ყვავილები იყო დარგული. მწვანე გაზონზე კი პატარ-პატარა მინდვრის ყვავილებივით ფერადი მცენარეები იყო ამოწვერილი,რომელიც საოცარ ლამაზ ელფერს აძლევდა აქაურობას. აი სახლი კი ნამდვილ სასახლეს გავდა. სამივე სართული ღია ფერში იყო შეღებილი,გარედან კი გალავანის მსგავსი სპილოს ძვლისფერი დანართები ჰქონდა.
როდესაც კარი გაიღო ჰარიმ ხელით ნაზად მიბიძგა შესასვლელში
-დედა,ეს ბეტია,ჩემი მეგობარი -ქალბატონმა ნაზად დამიქნია თავი და სახლში შემიპატიჟა
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში -ღიმილით მითხრა ჰარიმ როდესაც მისაღებში შევედით.ღმერთო,მისი ინტერიერიც საოცრება იყო.თავი გავაქნიე და ჰარის შევხედე,თავს ცოტა არ იყოს უხერხულად ვგრძნობდი.
-ნუ ხარ დაძაბული -მაშინვე მიმიხვდა ჰარი და ჩემთან მოვიდა -ჩემს ძმას ვნახავ და კინოთეატრში ავიდეთ -თავი დავუქნიე. -დე,ბეტის მიაქციე ყურადღება რა -დედამისს გასძახა,ჩემი სახე ხელებში ნაზად მოიქცია და შუბლზე მაკოცა,შემდეგ კი ერთი-ერთი კარისკენ წავიდა.როდესაც გამოხსნა თვალი მისკენ გავაპარე და ახლაღა მივხვდი,რომ ეს ოთახი კი არა ლიფტი იყო. ვაუ.
-ბეტი,ყავას მიირთმევ თუ ჩაის? -ღიმილიანი სახით მიყურებდა ჰარის დედა,რომელიც ძალიან ახალგაზრდა ჩანდა
-არ შეწუხდეთ -გავუღიმე -არაფერი არ მინდა
-რა შეწუხებაა -ხმადაბლა ჩაიცინა -ძალიან ლამაზი გოგონა ხარ -კომპლიმენტი მითხრა და თავი დავხარე
-მადლობა -ამოვილუღლუღე და თმები წინ გადმოვიყარე,რომ აწითლებული ლოყები არ ყოფილიყო ძალიან შესამჩნევი.ამ დროს სამზარეულოდან ბენი გამოვიდა.ჰარი მის სანახავად არ ავიდა ზევით?!
-ბეტი -როდესაც დამინახა ჩემსკენ გამოიქცა.ხელები გავშალე და ჩავიხუტე
-როგორ ხარ ბენ? -გავუღიმე და თმებზე მოვეფერე
-კარგად,შენ? -მიპასუხა და მომშორდა
-მადლობა,მეც კარგად -გავუღიმე და სახეზე მოვეფერე.საოცრად საყვარელი ბავშვია და ჰარის ძალიან გავს.
-ბეტი,ლილიანი ძალიან მენატრება,ძალიან გთხოვ მოიყვანე ხოლმე ჩვენთან, კარგი? -დივანზე დაჯდა და მოწყენილი სახით შემომხედა.გამეცინა
-შენ მოდი ხოლმე ჩვენთან -ენა გამოვუყავი,რაზეც გაიცინა
-ჯერ შენ მოიყვანე ლილიანი და მერე მე მომიყვანს ჰარი -მანაც ენა გამომიყო. ხმადაბლა ჩავიცინე და თავი დავუქნიე
-ჰარი სად არის? -მკითხა
-ზევით ავიდა შენს სანახავად -მხრები ავიჩეჩე
-შემთხვევით ხომ არ გითხრა,რომ კინოთეატრში ავიდეთო? -შეპარვით მკითხა ბენმა და თვალები მოჭუტა.თავი დავუქნიე და გაკვირვებულმა შევხედე.მან საიდან იცის?
-ის მესამე სართულზე ავიდოდა დასალაგებლად -ბენმა გადაიხარხარა -ბოლოს ვიღაც გოგო ჰყავდა იქ აყვანილი და ალბათ ძალიან დასალაგებელია -ხელი პირზე ავიფარე,რომ არ გამცინებოდა და თავი გავაქნიე
-წამოდი,ავიდეთ -ბენს თავი დავუქნიე და მასთან ერთად წამოვდექი ფეხზე.ბენი ლიფტისკენ წავიდა და მეც მას ავედევნე,კარი გახსნა და შიგნით შევედით.ლიფტში უზარმაზარი სარკე იყო,თითქმის ერთი მხარე ამ სარკეს ეკავა. როდესაც მესამე სართულზე ავედით ბენი პირველი გაიჭრა ლიფტიდან და პირდაპირ ოთახისკენ წავიდა.ამ სართულზე სამი კარი შევნიშნე,ალბათ დანარჩენი საძინებლებია.
-ჰაროლდ -ბენმა ერთ-ერთი კარი შეხსნა და ხმამაღლა გადაიხარხარა,როდესაც ჰარი პარკებით ხელში დაინახა.იგივე დამემართა მეც.ჰარიმ მაღლა ამოიხედა და ღრმად ამოიოხრა
-მაპატიე რომ გალოდინე,ძალიან დასალაგებელი იყო აქაურობა -ამოიოხრა.პარკში რამდენიმე პრეზერვატივიც შევნიშნე,თვალები გადავატრიალე და ისევ მას შევხედე
-არაფერია,შემიძლია დაგეხმარო? -ზრდილობის გამო ვკითხე
-არა,უკვე დავამთავრე -თავი დავუქნიე,ჰარი კი ბენს მიუტრიალდა -შენ პატარა ლეპრიკონო,მოგხედავ დღეს საღამოს -გამეცინა და თავი გავაქნიე.ჰარის შეკრულ წარბებს რომ ვუყურებდი ხანდახან მეშინოდა კიდეც.
-ბენ ახლა ჩადი დაბლა და ჩაიტანე ეს პარკები -ბენმა მორჩილად დაუქნია თავი,ნაგვის პარკები ხელში მიაწოდა და გასვლისას კარი გამოკეტა.ოთახში ერთი უზარმაზარი ეკრანი იყო,რომელიც კედელშივე იყო ჩაშენებული.უამრავი პუფი ეყარა,სულ სხვადასხვა ფერის და ერთიც დიდი დივანი
-დედაჩემი ცოტახანში პოპკორნს და ტკბილეულობას ამოგვიტანს -თავი დავუქნიე და დივანზე მოვთავსდი
-არ გინდა დღევანდელზე მელაპარაკო? -შეპარვით ვკითხე.ჰარიმ ღრმად ამოიოხრა შემდეგ კოთავი დამიქნია,ჩემს გვერდით ადგილი დაიკავა და ღრმად ამოიოხრა.
-როდესაც გინეკოლოგი გავხდი ეს ჩემთვის გართობა იყო,ვერასოდეს წარმომედგინა ჩემი თავი ექიმის როლში,მითუმეტეს გინეკოლოგის -მსუბუქად ჩაეცინა -შემდეგ მე და ლუიმ რაღაცეების გამო გადავწყვიტეთ,რომ აქ ჩაგვებარებინა.როდესაც მამაჩემმა ეს კლინიკა დამიტოვა ნელ-ნელა ვხვდებოდი ჩემს პასუხისმგებლობას ამ საქმის და იმ ქალების მიმართ,ვინც ჩემთან მოდიოდნენ და მიუხედავად იმისა,რომ გინეკოლოგიურზე სრულიად გასართობად ჩავაბარე მივხვდი,რომ გართობა კი არა,ძალიან დიდი მისია მეკისრა
-ანუ ის კლინიკა შენია? -ვკითხე ის,რა კითხვაც დამებადა თავიდან.ჰარიმ თავი დამიქნია.ახლა უკვე გასაგებია რატომ ცხოვრობს ასეთ სასახლეში.
-მაშინ ჩვეულებრივ მშობიარე ქალებიც მე მებარა.საერთოდ ორსულებზე ვგიჟდები -ჩაიღიმა -ვფიქრობ ქალი ყველაზე ლამაზი მაშინ არის,როდესაც მის სხეულში მეორე სხეული იწყებს ზრდას.ეს საოცრებაა და ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი,თმცა ერთ-ერთი მშობიარობის დროს ჩვენი პაციენტი ხელებში ჩაგვაკვდა.უმშვენიერესი გოგონა იყო,ტყუპებზე იყო ორსულად და სამშობიარო ტკივილებს ვერ გაუძლო -გული მეტკინა იმ გოგონას გამო.ჰარის ხელი ხელზე დავადე და ოდნავ მოვუჭირე.მინდა იგრძნოს,რომ მარტო არ არის და მეც მასთან ვარ. -მისი გადარჩენა მე ვერ შევძელი და ეს ყველაზე მტკინვეული რამ იყო ჩემს ცხოვრებაში და გინეკოლოგიურ გამოცდილებაში,ამიტომ ცოტახნით ამ ყველაფერს შევეშვი,თუმცა რამდენიმე თვის უკან ისევ დავუბრუნდი ჩემს პროფესიას -თავი გააქნია და მხრები აიჩეჩა -დღეს კი ელისა,ქალბატონი,რომელიც გარდაიცვალა ჩემთვის თითქოს ძალიან ახლობელი იყო ბეტი -თვალები ძლიერად დახუჭა,რომ ცრემლები არ წამოსვლოდა.თითქოს სრცხვენოდა იმის,რომ ეტირა,მაგრამ ეს სასირცხვილო სულაც არ არის.ცრემლები სისუსტეს კი არა,იმას ნიშნავს,რომ ადამიანი ხარ,რომ შენც გტკივა და გრძნობები გაგაჩნია.
-მასაც ის დაავადება ჰქონდა,რაც დედაჩემს,თუმცა დედაჩემმა ის დაამარცხა. საერთოდ,ამ პროფესიაზე იმიტომ ჩავაბარე,რომ დედაჩემი მეხსნა ამ დაავადებისგან,თუმცა სანამ მე ვისწავლიდი ის უკვე განკურნებული იყო ამ სენისგან და ოპერაციაც ჰქონდა გაკეთებული -ამოიოხრა -დედას და ელისას სურვილები თითქოს ერთმანეთს ემთხვეოდა,თითქოს ერთნაირი ოცნებები ჰქონდათ,თანაც ელისა ძალიან ჰგავს დედას -ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდნენ. ახლა მესმის რატომ განიცადა იმ უცხო ქალის სიკვდილი ასე ძალიან -მას დავპირდი,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ ეს ვერ შევძელი. მეორედ დავკარგე პაციენტი და ეს ყველაზე მტკინვეული რამ არის ექიმისთვის,როდესაც ვერ შესძლებს გადაარჩინოს იმ ადამიანის სიცოცხლე,რომელიც ნარკოზშია და იმ იმედით სძინავს იქ,რომ ფიქრობს გაიღვიძებს და ისევ ჩაეხუტება მის შვილებს,ნათესავებს,ისევ გაიღიმებს,მაგრამ ეს იმედები მასთან ერთად კვდება.
ჩუმად ამოვისლუკუნე და ჰარის სახეს შევხედე.ახლა კარგად მესმის მისი,ახლა გავუგე და მივხვდი,რომ იმ მექალთანე ჰარი სტაილსის უკან იმალება ადამიანი,რომელიც ყველაზე მეტად განიცდის.ადამიანი,რომელსაც სტკივა და რომელსაც აქვს გრძნობები.მისკენ მივიწიე და ისე დავეწაფე მის ბაგეებს,რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი,თუმცა ეს ერთი წამითაც არ მინანია.

Dr.StylesWhere stories live. Discover now