Part 20

1.4K 108 3
                                    


  Harry's POV

-მოდი ჩავთვლი რომ არ გამიგია -ხმადაბლა ჩავიცინე და ლოყაზე ნაზად მოვეფერე. ჩემი პატარა მეგობარი მყარად იდგა ფეხზე და იმედი ჰქონდა,რომ ახლა მაინც დალაშქრავდა იმ ტერიტორიას,რომელიც არასოდეს არავისი ყოფილა.
-რატომ? -თითქოს განაწყენებულმა მითხრა და ოდნავ წამოიწია ხელი კი სახეზე ნაზად ჩამომისვა
-იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას ასე უცებ არ იღებენ -მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და ნაზად ვაკოცე -ეს თუ ერთხელ მოხდა ხომ იცი უკან ვერ დააბრუნებ, ამიტომ დაფიქრდი თუ მართლა გინდა ეს და შემდეგ ამაზე მარტივი არაფერია, დამიჯერე -კიდევ ერთხელ ვაკოცე ნაზად ხელზე და ფეხზე წამოვდექი
-წამოდი სადმე გავიდეთ და ვივახშმოთ,ძალიან მშია -გავიცინე და ჩემი თეთრი ხალათი იქვე დავდე.ბეტიმ თავი დამიქნია,თავისი მოსაცმელი და ჩანთა აიღო შემდეგ კი კარიდან გავედით.ჩუმად იყო,ხმას არ იღებდა.ვიცი ასე რატომაც არის.დარწმუნებული ვარ ძალიან სრცხვენია თავისი სიტყვების ახლა,მაგრამ ასე სჯობდა. დამიჯერეთ ახლა ყველაზე მეტად მე მინდა რომ აქვე გავჟიმო,მაგრამ მერე რომ ინანოს შევძულდები.სხვა შემთხვევაში ამაზე არცერთი წამით არ ვიდარდებდი,მაგრამ საქმე ბეტი ეხება.ის სულ სხვა არის ჩემთვის,თითქოს საქმე ძალიან წმინდა რაღაცასთან მაქვს,ეს სულ სხვა შეგრძნება და განზომილებაა.
როდესაც ლიფტი გამოვიძახე ხელი ბეტის ხელს ჩავკიდე და თითებით ნაზად მოვეფერე,შემომხედა და სუსტად გამიღიმა.ოდნავ დავიხარე,შუბლზე ვაკოცე და ლიფტში შევედით.გულზე ნაზად მივიხუტე,თითებით კი თმაზე ვეფერებოდი. არ მინდა უაზრო კითხვები დავუსვა და უფრო უხერხულად იგრძნოს თავი,თუკი ჩუმად ყოფნა ურჩევნია იყოს ჩუმად,რაც მთავარია აქ არის,ჩემთან.
-ზეინს ხომ არ მოუწერია? -როდესაც ჩემს მანქანამდე მივედით ხმა ამოიღო და წინა სავარძელზე მოთავსდა -ჩემი და უნდა გამოეყვანა ბაღიდან
-არა,არც მოუწერია და არც დაურეკავს -მხრები ავიჩეჩე და საჭეს მივუჯექი -თუ გინდა დაურეკე -ჩემი ტელეფონი მივაწოდე.თავი დამიქნია და ზეპირად რაღაც ნომერი აკრიფა.რამდენიმე წამში როგორც ჩანს უპასუხა.მანქანა პარკინგიდან გავიყვანე და ერთ-ერთ ყველაზე წყნარ კაფეში მივედით.

Dr.StylesWhere stories live. Discover now