Part 34

1K 74 3
                                    


  Beatrice's POV

თითქმის ჰარის მკლავებში ჩამეძინა,როდესაც გარედან რაღაც ხმაური მომესმა, ყურადღება არ მივაქციე,ვიფიქრე რომ დედაჩემი ან მამაჩემი იქნებოდნენ სამზარეულოში. ჰარის უფრო ძლიერად მოვეხვიე და თვალები უნდა დამეხუჭა,როდესაც რაღაცის მტვრევის ხმა გავიგე,თუმცა ეს ხმა სამზარეულოდან არ მოდიოდა. გულმა რეჩხი მიყო,თავი სწრაფად წამოვწიე და ჰარი ოდნავ შევანჟღრიე
-ჰაზ -დავიჩურჩულე და მაშინვე ლილიანი ამომიტივტივდა თავში -ჰარი
-ჰმმ -დაიზმუვლა.როგორც ჩანს ძალიან ეძინებოდა
-ჰარი ვიღაცაა სახლში,გთხოვ ლილიანთან ადი და მე გარეთ გავალ ვნახავ ვინ არიან -როგორც კი ჰარის ეს ვუთხაი მომენტალურად წამოიწია და მკითხა რა ხდებოდა. მხრები ავიჩეჩე და ხალათი მოვიხვიე
-ჰაზ,ოთახიდან არ გახვიდე,შეიძლება ჩემი მშობლებიდან რომელიმე იყოს და ტყუილად ვტეხ პანიკას,მაგრამ გთხოვ მაინც ლილიანთან ადი და შეამოწმე ხომ კარგადაა -ჰარიმ შუბლზე მაკოცა და გულში ჩამიხუტა
-შენ ადი ლილიანთან,მე გარეთ შევამოწმებ -ჰარის წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული,რომ კიდევ რაღაცის მსხვრევის ხმა გავიგეთ,მაგრამ ეს არ იყო შეთხვევით რაიმის გატეხვა.აშკარად ვიღაც შეგნებულად ყრიდა ჭურჭელს თაროებიდან,თანაც მისაღებ ოთახში,სადაც დედაჩემის საყვარელი სერვისები არის.
ჰარის აშკარად ვამჩნევდი,რომ ჩემი დატოვება არ უნდოდა,მაგრამ ბოლოს მაინც ვაიძულე,რომ ლილიანთან ასულიყო,თან ნაზად ვაკოცე,რომ შემეგულიანებინა და ვუთხარი,რომ არაფერი მომივიდოდა. ჰარი შუა გზიდან მობრუნდა და კიდევ ერთხელ მაკოცა შემდეგ კი ოთახის კარიდან ლილიანის ოთახში გავიდა. აქეთ-იქით მიმოვიხედე,ხელში ბლაგვი საგანი დავიჭირე და კარი გავხსენი,ყველაფერი ჩაბნელებული იყო,შუქი არ ჩანდა,მაგრამ ჭურჭელი ისევ იმტვრეოდა. დედაჩემის და მამაჩემის ოთახში რაღაც ხმა ისმოდა,როგორც ჩანს რაღაცას საუბრობდნენ და ოთახიდან გამოსვლას აპირებდნენ.შუქი ავათე და მაშინვე ბოლო ხმაზე დავიწივლე როდესაც ოთახში ორი კაცი დავინახე. სახეზე შავი ნიღბები ჰქონდათ აფარებული ხელში კი ერთს დანა ეჭირა,მეორეს იარაღი. დიდი იმედი მაქვს ჰარი ლილიანს უკანა კარიდან გაიყვანს და აქ არ ჩამოიყვანს. თავი ხელში ავიყვანე რომ ისევ არ მეყვირა,როდესაც ერთ-ერთი ჩემსკენ წამოვიდა
-რაო მშვენიერო -ამაზრზენი,ბოხი ხმით თქვა და დანა ყელზე ჩამომისვა.ცივი მეტალის შეხებისას ცივმა ოფლმა დამასხა და ხელიდან გამივარდა პატარა შუშის ვაზა,რომელიც ხელში ავიღე. -არ გველოდი,ხომ? არც მამაშენი გველოდება და რომ დაგვინახავს გავახსენდებით. ალბათ გაუხარდება ჩვენი დანახვა. -ცინიკურად წარმოთქვა და დანა ოდნავ მომაჭირა ყელზე -მისი ნაბიჭვარი ხარ შენც და იმსახურებ რომ სული აქვე გაგაფრთხობინო! -ყელზე ვიგრძენი როგორ გამეჭრა კანი ზუსტად ამ დროს მამაჩემი გამოვიდა ოთახიდან,მე უკვე თვალებიდან ცრემლები მდიოდა. თითქმის 100%ით ვარ დარწმუნებული,რომ კაზინოდან არიან, მაგრამ არ მინდა მართალი იყოს. როდესაც დაინახა რას აკეთებდა ის კაცი ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
-აი ისიც! არ გვალოდინა და გამოვიდა -მეორემ თქვა და თან ამაზრზენად ჩაიცინა
-ვალი ხომ არ არის გადახდა რომ დაგვიგვიანოს -ჩემთან მდგარმა გესლიანად ჩაიცინა და ჩემი ვარაუდიც გამართლდა. -სტუმრებს არ ალოდინებს
-ჩემს ოჯახს შეეშვით -კბილებში გამოსცრა -ამაზე შევთანხმდით,ხომ გახსოვთ!
მამას უკან დედა ედგა,რომელიც უკვე ტიროდა.მე ჰარის და ლილიანის დარდი უფრო მქონდა ვიდრე ჩემი ან მათი. იმედია ჰარიმ სახლიდან გაიყვანა უკვე.გული კარგს არ მიგრძნობს და არ მინდა ჩემი და აქ იყოს. ის ამას არ იმსახურებს.
-იმაზეც შევთანხმდით,რომ ვალს დროულად დააბრუნებდი! -ჩემთან მდგომმა დაიყვირა და მამაჩემისკენ წავიდა. პირზე ხელი ავიფარე რომ მეც არ დამეყვირა.უკვე შეუძლებელი იყო ცრემლები შემეკავებინა. დედაჩემი ჩემსკენ წამოვიდა,როდესაც ორივე კაცი მამაჩემთან მივიდა
-ბეატრის დროზე გაიქეცი -სასოწარკვეთილმა ამოიხავლა და უკან მიიხედა.ერთ-ერთმა მამაჩემი დაიჭირა,მეორემ კი მუცელში ძლიერად ჩაარტყა
-არა ვერ დაგტოვებთ -ტირილით თავი გავიქნიე და მამასკენ წავედი,მაგრამ დედაჩემმა დამიჭირა
-ბეატრის,ადი ლილიანი აიყვანე და წადით! -თითქმის დამიყვირა
-ლილიანი კარგადაა -ამოვისლუკუნე და დედას ძლიერად მოვეხვიე -გთხოვ შენც წამოდი ჩემთან ერთად,გთხოვ -ყველაფრის მიუხედავად ის დედაა და ვერ დავუშვებ რომ რამე დაემართოს
-მამაშენს ვერ მივატოვებ -თავი გააქნია და შუბლზე მაკოცა -წადი,გაიქეცი სანამ დროა -ტელეფონი ხელში მომაჩეჩა და კარისკენ მიბიძგა.დედას გავხედე და სწრაფად გავედი გარეთ,თან პოლიციაში დავრეკე,სიტუაცია ავუხსენი,შემდეგ კი პირველივე მანქანა გავაჩერე,რადგან ტაქსი არ ჩანდა. ძალიან შევეხვეწე,რომ აქედან წავეყვანე,თან ჰარის დავურეკე. ჰარის მისამართი ვუთხარი,მითხრა რომ ლილიანი სახლში თავისთან მიიყვანა და თვითონ ჩემთან მოდიოდა,მაგრამ ვთხოვე რომ ლილიანთან დაბრუნებულიყო და სადმე ისეთ ოთახში შეეყვანა,რომ ასეთ მდგომარეობაში მე არ ვენახე
-მის,კარგად ხართ?საავადმყოფოში ხომ არ წავიდეთ? -მანქანის მძღოლმა მკითხა. ჭაღარა მამაკაცი იყო,რომელიც როგორც ჩანს ჩემი დანახვით ძალიან ანერვიულდა.
-არა -თავი გავაქნიე -უბრალოდ გთხოვთ იქ მიმიყვანეთ სადაც გთხოვეთ
-შვილო დამშვიდდი -წყალი მომაწოდა და სიჩქარეს მოუმატა -სახეზე მოისვი და მალე მივალთ -წყალი გამოვართვი,მადლობა გადავუხადე და ერთი ყლუპი დავლიე, მაგრამ ყელი საშინლად ამტკივდა.ტელეფონზე ჰარიმ დამირეკა,მკითხა სად ვიყავი. ხმაზე ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა. ვუპასუხე რომ მალე მივიდოდი და ტელეფონი გავთიშე. ხელები ერთიანად მიკანკალებდა და გონებით ისევ დედაჩემთან და მამაჩემთან ვიყავი,იმედია პატრული უკვე მივიდა. ახლა ჰარისთან მივალ ჩემს დას ვნახავ,შემდეგ კი აუცილებლად ისევ მათთან დავბრუნდები. როდესაც მანქანა ჰარის სახლის წინ გაჩერდა ჩემთვის სრულიად უცნობ მამაკაცს,რომელიც ასე უანგაროდ დამეხმარა მადლობა გადავუხადე, შემდეგ კი მანქანიდან სწრაფად გადავედი და ეზოში შევედი,ჰარიმ როგორც კი დამინახა გარეთ გამოვიდა და მაშინვე გულში ჩამიკრა. ხელები მაისურზე მოვხვიე და მის მკერდზე ავტირდი
-ჰაზ ლილიანს ვნახავ და ისევ იქ უნდა დავბრუნდე -ჰარიმ შუბლზე მაკოცა და სახიდან თმა გადამიწია,როდესაც სახე მოეფქურა და ხმამაღლა შეიკურთხა, შემდეგ კი ყელზე ნაზად მომისვა ხელი
-დედას მოვუტყნავ! არ ვაცოცხლებ ვინც ეს გააკეთა! -დაიღრიალა და ახლაღა გამახსენდა,რომ იმ კაცმა დანით კანი გამიკაწრა
-ჰარი დაწყნარდი არაფერი მჭირს -გაბრაზებულმა ვუთხარი. ახლა პანიკის დრო არ არის. ხელი მოვკიდე და ვთხოვე,რომ ლილიანთან ავეყვანე,მაგრამ ჯერ თავის ოთახში შემიყვანა და ჭრილობა დამიმუშავა,თან სულს მიბერავდა,რომ არ მტკენოდა მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. მთლიანად გაშეშებული ვიყავი და ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა სხეული. გული ცუდს მიგრძნობდა,რაც პანიკაში მაგდებდა. როდესაც ნაკაწრის დამუშავებას მორჩა მაშინვე მეორე ოთახში შევედი,სადაც ლილიანი და ბენი იყვნენ. ვიფიქრე რომ ბენს უკვე ეძინა,რადგან გვიანი იყო.
-ბეტი -ლილიანი ჩემსკენ გამოიქცა -ბენთან ხომ დამტოვებ? -მკითხა და სათამაშოებზე მიმანიშნა,სადაც თამაშობდა. თავი დავუქნიე და ცრემლები მოვიწმინდე
-ახლა ძილის დრო გაქვს და დაიძინე,ხვალ ითამაშეთ. მე საქმეზე ვარ წასასვლელი და დილით გნახავ,ხომ? -ლიმ თავი დაქმიანია,გულშ ჩამიკრა და ლოყებს მიკოცნიდა,როდესაც ტელეფონმა დარეკა. ეკრანს დავხედე,უცხო ნომერი იყო. ჰარიმ მითხრა რომ ის უპასუხებდა,მას მივაწოდე ტელეფონი,დივანზე დავჯექი და ლილიანი კალთაში ჩავისვი
-გისმენთ -ბოხი ხმით უპასუხა ჰარიმ. -მისი Boyfriendi ვარ,ვის ვესაუბრები?... პოლიცია? დიახ... დიახ მოვალთ... ორივე? .. ო,არა... -ჰარიმ ტელეფონი ქვევით დაუშვა და მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა.როდესაც შევხედე თავი გააქნია და თავი დახარა.ხელები მომენტალურად მომეშვა, გული ადგილზე გამიჩერდა და ტირილი ამივარდა.ლილიანი ბენთან გავუშვი,ჰარისკენ გავიქეცი და მთელი ძალით მას მოვეხვიე. არ ვცდილობდი ეს ტკივილი დამემალა,ჰარი კი ყურში მიჩურჩულებდა,რომ ის ჩემთან იყო და რომ ვუყვარდი.
მე ისინი დავკარგე.მშობლები აღარ მყავს.ლილიანს დედა და მამა აღარ ჰყავს. მხოლოდ მე ვყავარ.მხოლოდ მე  

Dr.StylesWhere stories live. Discover now