Harry's POV
სანამ ადგილამდე მივიდოდი ყველა საგზაო წესი დავარღვიე,თუმცა ამაზე საერთოდ არ ვდარდობდი. ღმერთო მას რომ რამე დაემართოს საკუთარ თავს არ ვაპატიებ. როდესაც ეტის სამსახურის მიმდებარე ტერიტორიას მივუახლოვდი მაშინვე დავინახე როგორ ირეოდნენ ექიმები და პოლიციელები. სასწრაფოს და პოლიციის მანქანის შუქები პირდაპირ ნერვებზე თამაშობდნენ. მანქანა სწრაფად გავაჩერე და გადმოვედი. სწრაფი ნაბიჯით წავედი შემთხვევის ადგილამდე. გული ხელით მეჭირა. საშინლად მეშინოდა,იქ რამე ისეთი არ დამენახა,რაც ბეტის დაკარგვასთან ასოცირდებოდა. თვალებით აქეთ-იქით მოვათვალიერე და როდესაც დავინახე,რომ სასწრაფოს მანქანის უკან იჯდა,ექიმები კი ზედ დატრიალებდნენ მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი,თუმცა პოლიციამ გამაჩერა
-მისტერ,არ შეიძლება იქით წასვლა -გამაფრთხილა. ხელი ავიქნიე
-ჩემი შეყვარებულია -გამაფრთხილებელი ტონით ვუთხარი. არ ვიყავი მის ხასიათზე და ხელებს ერთმანეთს ვუჭერდი,რომ მისთვის არ დამერტყა. კაცმა ერთი ამოიოხრა და მისკენ გამატარა. როდესაც სასწრაფოს მანქანას მივუახლოვდი დავინახე,რომ ბეტი ცრემლებს იწმენდდა
-ღმერთო ბეტი -ექიმს ხელი მოვკიდე და მისგან გამოვწიე. ვეაცდე,რომ ეს ყველაფერი ნაზად გამეკეთებინა,მაგრამ ექიმის გაფართოვებულმა თვალებმა მიმახვედრა,რომ ზედმეტად უხეშად გავეკთე ეს.
-ბეს -ხმადაბლა ამოვიოხრე და მისი სახე ხელებში მოვიქციე. ტუჩი ჰქონდა გამსდარი,წარბი კი გახეთხილი. ლოყა ოდნავ დალურჯებული და შესიებული. მადლობა ღმერთს,რომ უარესი რამ არ მოხდა. მე ყველაზე ცუდისთვის ვემზადებოდი
-ჰაზ,ზეინის მანქანა დაიმტვრა -ტირილით ამოთქვა და ხელები მომხვია
-როგორ შეგიძლია ასეთ მომენტში ზეინის მანქანაზე იდარდო? -ხელები მოვხვიე და თავზე ვაკოცე. ისე საშინლად მიძგერდა გული,რომ თავად მეშინოდა არ გამხეთქვოდა. ღმერთო,ასე არასოდეს მინერვიულია.
-მთხოვა,რომ არ გამეფუჭებინა და მე ნახე რა ვუყავი -თავით მანქანისკენ მანიშნა და ცრემლები მოიწმინდა. თავი მივატრიალე და ზეინის ჰამერი დავინახე,ხეზე იყო შემსკდარი,წინა მხარე მთლიანად განადგურებული
-მანქანის დედაც ბეს,მთავარია შენ ხარ კარგად -ხმადაბლა ვუთხარი ყურში და შუბლზე ვეამბორე. ასე ძლიერად მისი დაკარგვის არ შემშინებია ამ მომენტამდე.
-მისტერ,მაპატიეთ მაგრამ ჭრილობა უნდა გავუსუფთავო -ექიმმა მომმართა. ამოვიოხრე და თავი დავუქნიე. ხელი ბეტის ჩავჭიდე და აღარ გამიშვია,ექიმს კი უფლება მივეცი,რომ მისი ჭრილობები დაემუშავებინა. ყველაფერი მას რატომ ემართება. მერჩივნა მის ადგილას მე ვყოფილიყავი,ვიდრე ის მენახა ასე. როდესაც ექიმმა ჭრილობა დაუმუშავა ლოყაზე რაღაც მაზის მაგვარი მოუსვა
-საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ და შევამოწმოთ ყველაფერი კარგად არის თუ არა. ძალიან ცუდად შეეჯახა და შეიძლება შინაგანი პრობლემებიც იყოს
-არ მინდა გთხოვთ,არაფერი არ მჭირს -ბეტი ამოკვნესა თავი მხარზე მომადო
-რათქმაუნდა წავიდეთ -მისი სიტყვები დავაიგნორე და ექიმს ვუპასუხე. ბეტიმ თვალები გადაატრიალა,თუმცა მიხვდა რომ ჩემთან შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა,ამიტომ საკაცეზე დააწვინეს და მეც იქვე დავჯექი.ბეტის თავისი ხელი ჩემზე ჰქონდა ჩაკიდული და არ მიშვებდა. ტელეფონი ამოვიღე და გადავწყვიტე ზეინისთვის მიეწერა
'ბრო,ბეტის ავარია მოუვიდა,მაგრამ სანერვიულო არაფერია. წმინდა ჯეიმსის გზატკეცილზე ჩემი მანქანაა,მაქამდე ტაქსით მოდი და შემდეგ St Leonard's Hospital ში წამოდი. იქ მიჰყავთ.'
-ჰაზ -ხმადაბლა დაიჩურჩულა ბეტიმ. მას მივხედე,თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა
-გისმენ პატარავ -ცერა თითით ხელზე ვეფერებოდი. მინდა იგრძნოს რომ ყოველთვის მასთან ვიქნები.
-ზეინი ძალიან გაბრაზდება? -ტუჩები აუკანკალდა. ის ზეინის მანქანაზე უფრო დარდობს ვიდრე მის ჯანმრთელობაზე.
-მისი მანქანის პრობელმას მე მოვაგვარებ. ახლა ერთადერთი რაზეც უნდა იდარდო შენი ჯანმრთელობაა -ხელზე ნაზად ვაკოცე და ამ დროს ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო. არ გამკვირვებია,როდესაც ეკრანზე Zayn Malik დაეწერა. მაშინვე ვუპასუხე
-როგორ არის? რამე სერიოზულია? -საშინლად ანერვიულებული ხმით მკითხა.როგორც ჩანს პანიკაშია
-არაფერი არ არის საგანგაშო,დამშვიდდი. რაც მოგწერე ის გააკეთე -ვცდილობდი რომ წყნარად მეთქვა და არ შემეშინებინა,თუმცა თავად იმდენად შეშინებული ვიყავი,რომ ცოტაც და ქალივით ავტირდებოდი.
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.