Beatrice's POV
როდესაც სახლში მივედი ლილიანს უკვე ეძინა. ზეინი სახლში აღარ შემომყვა, ნინასთან წავიდა,სამსახურში უნდა მიაკითხოს,შემდეგ კი ალბათ სადმე გაისეირნებენ. ძალიან მინდოდა ზეინთან დარჩენა,მაგრამ ლილიანის გამოვედი უკან,თუმცა მას უკვე სძინავს და ალბათ მისნაირ ანგელოზებს ნახულობს სიზმარში.დედა და მამაც ოთახში არიან შეკეტილები.
ამოვიოხრე და ტელეფონზე დავიხედე. დიდი იმედი მქონდა რომ ჰარი მომწერდა,მაგრამ არაფერი. დავიჯერო ამ ერთ დღეში რაიმე შეიცვალა? მიხვდა რომ არ ვუყვარვარ და უნდა ჩემთან? ან იქნებ რაიმე დაემართა?
პანიკამ ამიტანა და ხელი ამიკანკალდა,ტელეფონი ამოვიღე და ზეინს დავურეკე. მალევე მიპასუხა
-ზეინ,სახლში ვერ ვისვენებ,ისე ვერ დავიძინებ,რომ ჰარი არ ვნახო,ძალიან გთხოვ ტაქსი გამომიგზავნე რა. გთხოვ. -ისე მივაყარე,რომ სიტყვის თქმა არ დავაცადე. ხვალ გავალ და ჩემს ფულს გამოვიტან ბანკიდან,მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება ზეინის დახმარება.ძალიან მრცხვენია ასე რომ ვთხოვ ყოველთვის რაღაცას,მაგრამ ახლა მართლა ძალიან მჭირდება მისი დახმარება.
-ხომ სიმშვიდეა? -ცოტა აფორიაქებული ხმით მკითხა. თავის ქნევა დავიწყე,თითქოს დამინახავდა
-კი,კი -ვუპასუხე -უბრალოდ ჰარისთან მინდა წასვლა. ძალიან მრცხვენია ასე რომ გთხოვ მაგრამ..
-ბეტი არ დაასრულო წინადადება,თორემ მოგხვდება -მის ნათქვამზე ჩამეცინა და ღრმად ამოვიოხრე. -გაგითიშავ ახლა და გამოგიგზავნი ტაქსს
-მადლობა ზეინ,ძალიან მიყვარხარ. -ხაზის იქით გავიგონე როგორ ჩაიცინა ზეინმა,შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.ტანზე გამოვიცვალე,ფეხზე ჩემი საყვარელი კედები ჩავიცვი,შემდეგ კი ტელეფონზე ზარი შემომივიდა. მაშინვე მივხვდი,რომ ზეინი იქნებოდა.ვუპასუხე,მითხრა რომ ტაქსი უკვე მიცდიდა.მადლობა გადავუხადე და გარეთ გავედი. ტაქსი სახლის წინ მელოდა,უკანა სავარძელზე მოვთავსდი,ჰარის სახლის მისამართი ვუთხარი და ტელეფონი კიდევ ერთხელ გადავამოწმე. სოციალურ ქსელებშიც შევედი,სადმე ხომ არ იყო შემოსული,მაგრამ არა. ამოვიოხრე და ნერვიულობის ახალმა ტალღამ დამიარა. მასში 100% ით ვარ დარწმუნებული და ვიცი,რომ არ მაკადრებს ვინმე სხვასთან რომ იყოს. სხვა შემთხვევაში არ მეტყოდა,რომ ვუყვარვარ. მაგრამ აბა სად არის? რატომ არ ჩანს? დილით ვნახე,მაგრამ უკვე მენატრება მისი კოცნა,ჩახუტება და სიცილი.
თვალები დავხუჭე და ვიგრძენი თვალებიდან როგორ წამომივიდა ცრემლები, შემდეგ კი ლოყაზე გამოიკვლიეს გზა. ხელები ამიკანკალდა და გული ამიჩქარდა. იმდენი აზრი ამერია თავში,რომ უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. არც ის მინდა დავუშვა,რომ რამე დაემართა და არც ის,რომ ვინმესთანაა. იქნებ უბრალოდ დაღლილია და სახლში წავიდა დასაძინებლად? უკვე საღამოს 10 საათია, კლინიკიდან 7 საათზე მოდის ხოლმე.
-მის,მოვედით -ტაქსის მძღოლს მადლობა გადავუხადე და მანქანიდან უნდა გადავსულიყავი,როდესაც მძღოლმა გამაჩერა. ჯიბეში ხელი ჩაიყო და რაღაც ამოიღო
-ეს შავთმიანმა ბიჭმა გამომატანა თქვენთან -ხელში მომცა.მადლობა გადავუხადე,მივხვდი რომ ზეინმა გამოატა რაღაც.არც იმის მიხვედრა გამიჭირდა რა იყო ამ პატარა პაკეტში. ამოვიოხრე და ზეინს შეტყობინება გავუგზავნე,სადაც ვწერდი,რომ ძალიან მიყვარდა და არ იყო საჭირო ფულის გამოგზავნა,რაზებ უბრალოდ მომწერა,რომ ძალიან ვუყვარდი.
ჰარის სახლის წინ დავდექი და ეზოში მისი მანქანა მოვათვალიერე,თუმცა არ იდგა. ალბათ ავტოფარეხში დგას. გარეთ ზარი დავრეკე,ცოტახანში კი ვიღაც,ფუმფულა ქალმა გააღო კარები.
-გამარჯობათ -უერხულად მივესალმე -მე ჰარისთან ვარ,სახლშია?
-გამარჯობა შვილო. სტაილსები სახლში არ არიან. მათ ნათესავს ქორწილი აქვს და ყველა იქ წავიდა -ქალბატონს თავი დავუქნიე და უკან გამოვბრუნდი,მაგრამ თავში ერთმა აზრმა გამირბინა.
-სად არის ქორწილი? -მოვტრიალდი და ისე ვკითხე. ჰარი რომ არ ვნახო შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. მისი დანახვა ახლა ჯერ მხოლოდ იმისთვის მჭირდება,რომ ღამით ნორმალურად დავიძინო და დავინახო,რომ არაფერი არ სჭირს.
-რესტორან Sketch – Mayfair ში. აქედან არც ისე შორს არის -ქალბატონს მადლობა გადავუხადე,მშვიდობიანი საღამო ვუსურვე,შემდეგ კი ისევ ტაქსი გამოვიძახე. ფულის პრობლემა არ მაქვს,ზეინმა დამაფინანსა უკვე. მძღოლს ვუთხარი სადაც მივდიოდი,შემდეგ კი მანქანაც დაძრა.
როდესაც ადგილზე მივედით,იქვე შორი ახლოს გავაჩერებინე მანქანა,მგზავრობის საფასური გადავუხადე და ფეხით დავუყევი გზას. ისეთი მდიდრული მანქანები იდგა ერთი პირი ვიფიქრე,აქედან წავალ მეთქი,მაგრამ შემდეგ ისევ გადავიფიქრე. მხოლოდ ერთი წამით მინდა რომ დავინახო,მხოლოდ ვნახო,რომ კარგად არის,მეტი არაფერი არ მინდა.
როდესაც შესასვლელთან შევედი არ გამკვირვებია,რომ იქ დაცვა იდგებოდა. ორივემ ამათვალიერა,შემდეგ კი გაკვირვებულმა შემომხედეს.ალბათ იფიქრეს ეს ჯინსებში გამოწყობილი გიჟი ვინ არისო.
-შიგნით ვერ შეხვალთ! -მკაცრი ხმით მითხრა ერთ-ერთმა და უკან გამწია.
-არ ვაპირებ შიგნით შესვლას,მხოლოდ ჰარი სტაილსს ვეძებ და ძალიან გთხოვთ დაუძახეთ. -ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. -ძალიან გთხოვთ, ძალიან მჭირდება მისი ნახვა. -ამ ორიდან ყველაზე დიდი რომელიც იყო გარეგნულად თავი დამიქნია,გამაფრთხილა,რომ დავლოდებოდი,შემდეგ კი შიგნით შევიდა. მადლობა გადავუხადე და კარებს მოვშორდი. შიგნიდან სასიამოვნო სიმღერა გამოდიოდა. კარისგან ზურგშექცევით დავდექი და ტუჩების კვნეტა დავიწყე. ისე ვნერვიულობ,იქნებ ჰარი გამიბრაზდეს აქ რომ მოვედი? საჭიროდ რომ ჩაეთვალა აუცილებლად მეტყოდა რომ აქ მოდიოდა. ჩემს თავში უამრავი აზრი ებრძოდა ერთმანეთს და ვერ გადამეწყვიტა რა გამეკეთებინა,როდესაც უკნიდან თბილი შეხება ვიგრძენი. უკან მივიხედე და როდესაც ჰარი დავინახე,როდესაც დავინახე რომ არაფერი სჭირდა და კარგად იყო ძლიერად მოვხვიე ხელები და გულში ჩავიხუტე. არ მადარდებს თუ გამიბრაზდება,უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი,რომ კარგად იყო. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და ძლივს შევიკავე თავი,რომ არ მეტირა.
-ბეს,რა მოხდა? -ხმადაბლა მკითხა და ნაზად მომშორდა. სახე ამაწევინა,შემდეგ კი მის მწვანე თვალებში ჩავხედე
-ძალიან შემეშინდა რომ არ მპასუხობდი. -გულწრფელად ვუპასუხე -ერთი სიტყვითაც არ გითქვამს რომ აქ მოდიოდი მე კი რა არ ვიფიქრე -ვუსაყვადურე.
-თავადაც არ ვაპირებდი აქ წამოსვლას,მაგრამ ბოლო მომენტში დედაჩემის თხოვნამ გადამაწყვეტინა აქ წამოსვლა -წყნარად მიპასუხა -შენ საიდან გაიგე რომ აქ ვიყავი? -თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. აშკარაა,რომ ნასვამია.
-შენსთან სახლში ვიყავი და ვიღაც საყვარელი,ფუმფულა ქალი დამხვდა შიგნით,მან მითხრა.
-ლოლა -გაიღიმა -ჩემი საყვარელი ბებიაა ის. წამოდი,შემოდი შიგნით,სულ გაყინული ხარ
-არა არა -ხელები გავასავსავე -აქ ამისთვის არ მოვსულვარ,რომ შიგნით შემოვსულიყავი, უბრალოდ მინდოდა მენახე,რომ კარგად ხარ
-ბეტი ნუ ჭირვეულობ და უბრალოდ შემოდი შიგნით -ცოტა უხეში ტონით მითხრა და გამიკვირდა. ეს ნამდვილად ჩემი მოსიყვარულე ჰარია? ვიცოდი რომ ჩემი დანახვა არ ესიამოვნებოდა აქ,მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მქონდა იმედი,რომ როდესაც დამინახავდა მომეხვეოდა და მაკოცებდა.
-არ ვჭირვეულობ,უბრალოდ ასე შიგნით ვერ შემოვალ -ხელი გავაშვებინე და მეც უხეშად ვუპასუხე. რა ემართება? ნუთუ ჩემი ნათქვამი მართლა ხდება?! არა,ამას ვერ დავუშვებ.
-ბეტი,ყველა ჩვენ გვიყურებს და უბრალოდ მოეშვი ასე მოქცევას და შემოდი შიგნით
-შიგნითაც ყველა მე დამიწყებს ყურებას ასეთი ჩაცმულობის გამო. შედი გაერთე მე სახლში წავალ,როგორც ჩანს დიდად არ გესიამოვნა ჩემი აქ დანახვა,რადგან ჩემს გარეშეც მშვენივრად ერთობოდი. ტელეფონსაც კი მითიშავდი -გამწარებულმა მივახალე და სწრაფი ნაბიჯით წამოვედი. გავიგე როგორ დამიძახა,შემდეგ კი უკან გამომყვა,მაგრამ გზაზე გავედი და ტაქსი გავაჩერე,რამდენიმე წამში კი იმ ადგილს საერთოდ გავერიდეთ,თვალებიდან კი ცრემლები წამომივიდა.
მისი დაკარგვის მეშინია. მეშინია რომ ის სიყვარული არ დავკარგო,რომელიც სულ ახლახანს ვიპოვე
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.